თავი 9
-მისის მია მიხარია, რომ მოხვედით- მითხრა გრძელი მაგიდის თავში მჯდომმა, დაბალმა ცოტა პუტკუნა კაცმა.
-გამარჯობათ- მივესალმე მე და თავი დავუკარი ყველას ვინც ოთახში იმყოფებოდა.
დაბალი ქალი, რომელიც აქამდე ფეხზე იდგა, მომიახლოვდა და სკამისკენ მიმითითა.
მაგიდასთან დირექტორის მოშორებით დავჯექი, მაღალი 40 წლამდე კაცის წინ.
-მაშ ასე- თქვა ჩემს მარჯვნივ მაგიდის თავში მჯდომმა კაცმა და ფურცლების დასტა მე და შემდეგ იგივე ფურცლების ანალოგი ჩემს წინ მჯდომ კაცს გაუწოდა. კონტრაქტი იყო- მე ბან შიჰიოკი ვარ, ამ კომპანიის დამაარსებელი და დირეკტორი- თქვა და შემდეგ ჩემს წინ კაცისკენ მიმითითა- ეს კი, ჩო ჯიჰიონია, ჩემი მარჯვენა ხელი.
ჯიჰიონს კიდევ ერთხელ თავი დავუკარი და კვლავ ფურცლებს დავხედე.
-როგორც მიხვდი ეს ტრეინის კონტრაქტია. პირველ ფურცელზე შენი მონაცემები უნდა შეავსო, ხოლო მეორე უკვე კონტრაქტის პირობებია, რომლებსაც განვიხილავთ და შესწორებებს შევიტანთ თუ რაიმე არ მოგეწონება- თქვა მან და კალამი გამომიწოდა.
-გასაგებია- ესღა ვუთხარი და ანკეტის შევსება დავიწყე.
წერას, რომ მოვრჩი ფურცელი კვლავ დირექტორს გავუწოდე.
-კარგი, ვფიქრობ დროა კონტრაქტის განხილვა დავიწყოთ.- თქვა და თვალი ფურცელს მოავლო- პირველი პუნქტი, რომელიც არანაირ განხილვას არ ექვემდებარება არის კამპუსში გადასვლა.- მკაცრად თქვა და მე უხერხულად თავი დავუკარი- იმედია გესმის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი სტაჟიორების ადგილმდებარეობის და უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს.- გაიღიმა მან და მეც გამგებიანად თავი დავუქნიე.
-მაგ პუნკთთან პრობლემა არ მაქვს- ვთქი და ფურცელს გადავხედე- ტელეფონის ხმარების პუნქტის შეცვლა შეიძლება? არ მინდა დედაჩემთთან კონტაქტი გავწყვიტო- ვთქვი მე და საცოდავი თვალებით გავხედე ჯერ ჯიჰიონს და შემდეგ დირექტორს.
ბატონმა ბანმა ერთი ამოიკვნესა და მე გამომხედა.
-კარგი ამ პუნქტში შესწორებებს შევიტანთ.
-ძალიან დიდი მადლობა- ვთქვი და თავი დავუქნიე.
-არაფრის- თქვა მან და კვლავ ფურცლებს მიუბრუნდა- მოკლედ, რომ განვიხილოთ ეს კონტრაქტი, შენ გექნება ტრეინის სტიპენდი, რომელიც ყოველ თვე გაიზრდება ან შემცირდება შენი მუშაობის და სწავლის მიხედვით. საცხოვრებელი უფასოა, როგორც კომპანიის ბუფეტი. გეყოლება მასწავლებლები: ვოკალზე, ცეკვაზე, რეპზე, ინგლისურზე, მეტყველებაზე, კორეულზე, მსახიობურ ოსტატობაზე და ვიზაჟსა და სტილზე.- ოდნავ შეისვენა და განაგრძო- ამ ყველაფრის განრიგს შეადგენს შენი დროებითი ასისტენი და მენეჯერი პარკ მინა- ხელით ამ დროის განმავლობაში, ჯიჰიონის გვერდით მჯდარ ახალგაზრდა ქალზე მიმანიშნა.- ის დაგეხმარება ყველა საკითხში რაც კი შეგაწუხებს, ამიტომ ნებისმიერი კითხვით შეგიძლია მას მიმართო. და ხო- თქვა და შემომხედა- ორი დღე გაქვს კამპუსში გადასვლისთვის. შენი სტაჟიორობა ხვალიდან იწყება.- თქვა და ფეხზე წამოდგა.
მეც და დანარჩენებიც მას მივბაძეთ და თავის დაკვრით წამოვდექით. ბატონი ბანი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
ხელი გავუწოდე და ნაზად შევეხე.
-შენზე დიდი იმედები მაქვს- ისე თქვა, რომ მხოლოდ მე გამეგო.
ოთახიდან გამოვედით და მინა მომიახლოვდა.
-გამარჯობა მე მინა ვარ- თქვა ლამაზი ღიმილით და ჩვენს პირდაპირ მყოფ კაბინეტისკენ მანიშნა.
შიგნით შევედით. მინა მაგიდას მიუჯდა რომელიც ფანჯრის წინ იდგა მე კი, მაგიდიდს მეორე მხარეს მდგარ სკამზე მანიშნა.
-ახლა უცებ შენს განრიგს შევადგენ და არ შეგაყოვნებ.
დაახლოებით საათი ვიჯექი მინას კაბინეტში და განრიგს ვადგენდით.
როდესაც დავასრულედ დავემშვიდობე და კაბინეტიდან გამოვედი. ლიფტის ღილაკისთვის უნდა დამეჭირებინა, მაგრამ ვიღაცის ხელმა ჩემზე ადრე ქნა ეს.
სახეზე ავხედე და გული გამიჩერდა. თეჰიონი იყო ჩემსკენ არც კი გამოუხედია. მკაცრი სახით იდგა ჩემს გვერდით და, როდესაც კარი გაიღო შიგნით სწრაფად შევიდა და ჩემს პირდაპირ დადგა ლიფტში.
პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებდი.
-დიდხანს აპირებ მანდ დგომას თუ კარი დავხურო და წავიდე?- თითი უკვე ღილაკთან ჰქონდა და დაჭერას აპირებდა
მისმა დაბალმა ხმამ გამომაფხიზლა და შიგნით შევედი. უხერხულობისგან ვიწვოდი და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის არ შემეხედა.
ის კვლავ ისე იდგა თითქოს ჩემს აქ ყოფნას ვერც კი გრძნობდა.
ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა, თუმცა არ გაიხსნა. თეჰიონმა თითი გახსნის ღილაკს მიაჭირა მაგრამ იმის მაგივრად, რომ ღილაკი განათებულიყო ნულოვანი სართულის განათდა და ლიფტმა რამოდენიმე წამი ქვემოთ სვლის შემდეგ გაჩერდა და შუქი ჩაქვრა.
-ამის დედაც- წაიბურდღუნა ბიჭმა და თავისი მობილურით ლიფტის პატარა კაბინა გაანათა.
-ასეთი რამ მომხდარა?- ვიკითხე და ტელეფონი ამოვიღე, რომ მინასთვის დამერეკა, რომელმაც ნომერი გამოსვლის წინ ჩამაწერინა. მიღება არ იყო.- ამ შენობას ნულოვანი სართული აქვს?- კვლავ ვიკითხე პასუხის მოლოდინში
-პარკინგი- ეს ღა თქვა და იატაკზე მოთავსდა, თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა- ცოტახნით მაინც დავისვენებ- ესღა თქვა და ტელეფონი გამორთო.
-აქ აპირებ დაღამებას- ვკითხე და მივუახლოვდი- რამე იღონე. დარწმუნებული ვარ სადმე ავარიული ღილაკი ან რამე მაგის მსგავსი იქნება- ვთქვი და ტელეფონით ღილაკებს მივანათე თუმცა ვერანაირი დამატებითი ღილაკი ვერ აღმოვაჩინე.
-უბრალოდ ორი წუთით პირი მოკუმე და ძილი მაცადე- თქვა გაღიზიანებული ხმით.
არა მეღადავება ხომ? გავჩერდე? მისი არ ვიცი მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ.
კარების გაღება ვცადე თუმცა რათქმაუნდა ამაოდ. უკვე ყვირილს ვაპირებდი, როდესაც თეჰიონის ხელი ვიგრძენი მაჯაზე. მან უხეშად მომატრიალა და თვალებში ჩამხედა.
მას ეს არ გაჭირვებია რადგან სულ რამოდენიმე სანტიმეტრით იყო ჩემზე მაღალი.
-მგონი გითხარი ენა გადაყლაპე-მეთქი. ასე არაა?- თქვა და ხელი მაგრად მომიჭირა.
-პირველი- ხელი გამიშვი, მტკივა. მეორეც- მგონი მეც გითხარი, რომ აქ დარჩენას არ ვაპირებ მთელი ღამე-თქო- ვთქვი ხელიდან დავუსხლტი და კვლავ კარებს მივუბრუნდი და რტყმა დავუწყე, ისე, რომ თეჰიონისთვის აღარ შემიხედავს.
უკნიდან ჩაცინების ხმა მომესმა და ამ დროს ლიფტი დაიძრა და რამოდენიმე წამში განათდა კიდეც. კარები გაიღო და ტყვიასავით გავვარდი გარეთ.
უზომოდ გაბრაზებული ვიყავი. ასეთო ტონით საუბარი როგორ გამიბედა?! ერთი ჩვეულებრივი თავში ავარდნილი ტიპია. ღმერთო. საერთოდ რანაირად მომეწონა და როგორ ვეძახდი საოცრად სიმპატიურს. სულით იმდენად მახინჯია მეტი არ შეიძლება უბრალოდ. კაი მსახიობიცაა...
ჩემს აზრებში ჩაფლული ქუჩაში გავედი და სახლისკენ დავიძარი. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ამიტომაც ხვალ დავიწყებ გადასვლისთვის მზადებას.
სახლში შესვლისთანავე ეგრევე საძინებელში შევედი და კარი მოვიხურე. სტუდიში წასვლის არანაირი სურვილი არ მქონდა. საბედნიეროდ დედა ჯერ კიდევ სამსახურში იყო და გვიან დაბრუნდებოდა.
საწოლში ჩავწექი და დილის ამბებისგან დაღლილს ეგრევე ჩამეძინა...
_____________
იმედია მოგეწონათ თავი 💕
დააკომენტარეთ და შეცდომებზე მიმითითეთ, რომ გამოვასწორო.🦋❣
დავოუთება არ დაგავიწყდეთ❤
