10 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 10

გამომეღვიძა იმის გამო, რომ ძალიან მციოდა. თვალები ვაი ვაგლახით გავახილე და ლოგინზე წამოვჯექი. მობილურს დავხედე და 3საათს მიჩვენებდა.

გახსნილი ფანჯრისკენ წავედი და ფრთხილად დავკეტე. ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა ისედაც 5 საათზე მეტი მეძინა.

სამზარეულოში ჩავედი და მაცივრიდან წვენი გამოვიღე. ჭიქით ხელში დივნისკენ გავემართე და სრულ სიჩუმეში წვენის სმით, ჩემს ფიქრებში გადავეშვი.

ხვალე, უფრო სწორად დღეს, უკვე ნივთები უნდა ჩავალაგო და თუ მოვასწარი ყველაფრის გაკეთება, დღესვე გადავალ კამპუსში. თუმცა არა. დედასთან მაქსიმალურად დიდხანს დავრჩები.

იმდენად ამაღელვებელია ეს ყველაფერი, რომ გული ლამისაა ამომვარდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მგონი პირველი ევროპელი ტრეინი ვარ. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება.

ღრმად ჩავისუნთქე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

ფიქრებმა ისევ თეჰიონთან წამიღო. მაგ ბიჭისა ვერაფერი გავიგე. ერთი დღეა ვიცნობ და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მისი ყველაზე დიდი მტერი ვიყო.

დანარჩენები ძალიან საყვარლები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში რომც არ მოვწონებოდი ჩემთვის ეს არ უჩვენებიათ.

"იმედები გაგიცრუვდება"- გამახსენდა ჯესის სიტყვები და ახლა კი ნამდვილად ვხვდები რაზე და ვიზზე მითხრა მან ეს სიტყვები...

კამერების და ფანების წინ სულ სხვანაირია, აბსოლუტურად. თავის ნამდვილ "მეს" არ აჩენს.

ჩემთვის გამეცინა- ნეტა იცოდნენ მისმა ფანებმა სინამდვილეში რა ნაგავიცაა- წავიბურდღუნე, ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ გავემართე.

შეიძლება ერთი დღის გაცნობილმა ასე არ უნდა ვილაპარაკო, თუმცა იცით რა?! პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უტყუარია, ამის ნამდვილად მჯერა. დავრწმუნდი კიდევაც დღეს.

ლოგინში ჩავწექი და ჩაძინება ვცადე. ჩემს და გასაკვირად არ გამჭირვებია და ეგრევე გავითიშე.

მეორედ უკვე მაღვიძარამ გამაღვიძა.

ლოგინიდან ავდექი და აბანოში შევედი, შემდეგ კვლავ ოთახში დავბრუნდი და ჩავიცვი.

სამზარეულოში დედა უკვე გამალებით ამზადებდა საუზმეს.

-გაიღვიძე?- მკითხა მან და წამიერად გამომხედა- გუშინ, რომ მოვედი ჩაძინებული დამხვდი და აღარ გაგაღვიძე, ამიტომ ჭამე- მაგიდაზე თეფში დამიდო.

-მადლობა- ვუთხარი და ჭამა დავიწყე.

-როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ?- მკითხა დედამ ღიმილით და მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.

-გუშინ ბიგ ჰიტის გასაუბრებაზე ვიყავი და კონტრაქტს ხელი მოვაწერე- ვუთხარი და დედას შევხედე. სახეზე გაუგებრობა შეეტყო და ჩანგალი გვერძე გადადო.

-ადრე რატომ არ მითხარი?- თქვა და ჩემსკენ წამოვიდა- დაგეხმარებოდი მომზადებაში ან იქნებ რაიმე ჩემგანაც სჭირდებათ? ხელ მოწერა ან რამე მაგდაგვარი- მომაყარა დედამ აღელვებულმა.

-დედა, ყველაფერი რიგზეა- ვუთხარი და გავუღიმე - მეც არ ვიცოდი დილით მომწერეს და ერთ საათში უკვე იქ ვიყავი.

დედამ ამოისუნთქა და გაიცინა, რაზეც მეც ავყევი.

-მომიყევი რა ხდებოდა- მითხრა და კვლავ ჭამა განაგრძო

გუშინდელზე ყველაფერი მოვუყევი. თეჰიონზე არაფერი მითქვამს. უბრალოდ არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება და მითუმეტეს მოყოლა.

20 წუთი ვლაპარაკობდით თან ვსაუზმობდით. დროს, რომ დავაკვირდი უკვე უნდა გავსულიყავი, რომ არ დამეგვიანებინა. ავდექი, ფეხზე და ზემოდან ჩავიცვი, ყურსასმენები, ტელეფონი და ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.

სკოლაში მისულს სორა ჩემს და გასაკვირად ადგილზე მჯდარი დამხვდა და მელოდებოდა.

როდესაც მივუახლოვდი, ეგრევე მომაყარა უამრავი კითხვა.

-იქნებ ჯერ დავჯდე, რას ფიქრობ?- ვუთხარი და ორივემ ჩავიცინეთ. დავჯექი თუ არა ჩემსკენ მთლიანად მოტრიალდა და დაკითხვა განაგრძო.

-აბა რა ქენი? იყავი ბიგ ჰიტში ეს დღეები? ბითიესი ნახე? როგორები არიან? ჯიმინა ისეთივე საყვარელია? ყველაფერი მითხარი- ისე თქვა ეს ყველაფერი, არც უსუნთქია მგონი.

-დაწყნარდი და ისუნთქე- გავიცინე და გავაგრძელე- კი ბიგ ჰიტში ვიყავი კონტრაქტს ხელი მოვაწერე

სორას თვალები ორბიტებიდან ამოუვარდა და წრიპინის მაგვარი ხმები ამოუშვა.

-ღმერთო რა მაგარია!! ჩემი საუკეთესო მეგობარი ბიგ ჰიტის ტრეინია. დამიჭირეთ ვვარდები- თვალები ააყირავა და გულის წასვლის სცენა განასახიერა.

-გეყოფა გთხოვ- ბოლოხმაზე ვიცინოდით ორივე.

ბოლოს, როდესაც როგორც იქნა სპექტაკლი დაასრულა და ორივემ სიცილი შევწყვიტეთ მკითხა.

-ბანთანის ბიჭები გაიცანი? როგორები არიან?

-კი, თუმცა მეეჭვება მათზე საუბრის უფლება მქონდეს- ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.

-სულ ცოტა ინფორმაცია მინდა მართლა- კნუტის თვალებით შემომცქირა და ქვედა ტუჩი საყვარლად გამოწია.

-ღმერთო!- ამოვიხვნეშე და თავი მერხზე დავდე- ჩვეულებრივი ბიჭები არიან. არაფერი განსაკუთრებული

როგორც ჩანს სორას ეს პასუხი არ მოეწონა და ცხვირი ჩამოუშვა. ზარი დაირეკა და გაკვეთილისთვის მოვბილიზდი.

დღემ მშვიდად ჩაიარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ყოველ შესაძლო მომენტში, სორა ბითიესზე კიდევ რაიმის თქმას მთხოვდა.

სახლში მისვლისას ოთახში შევედი და უჯრიდან ყველაფერი გადმოვყარე. ჩალაგებაში დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ნახევარზე მეტი უკვე ყუთებში მედო.

დროს, რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ შარში ვარ. ბიგ ჰიტში მაგვიანდებოდა. შესანიშნავია.

რაც პირველი მომხვდა ის ჩავიცვი და სახლიდან კისრის მტვრევით გავვარდი...

______

კიდებ ერთი წრიპა თავი 😕
მართლა არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ დიდი თავების წერა იმენა არ გამომდის 😂😂
იმედია მოგეწონათ ეს თავი 💜💜 დაავოუთედ და დააკომენტარეთ, რომ გავიგო მოგეწონათ თუ არა🦋💕 დააკომენტარეთ

10 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!