11 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 11

ბიგ ჰიტის შენობას გიჟივით მივვარდი. კარების წინ მდგარი დაცვა, ახლა სულ სხვა მოღუშული მამაკაცი იყო. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ტრეინის ბეიჯიკი ვანახე, რომელიც გუშინ მინამ მომცა და მანაც ზედმეტი კითხვების გარეშე შიგნით შემიშვა.

მესამე სართულზე ავედი და დიდ დარბაზში შევვარდი. ყველა ერთბაშად მე მომიტრიალა და ჩურჩული დაიწყეს. როგორც ჩანს არ ელოდნენ არავის ევროპული გარეგნობით.

არც ისე ბევრი ხალხი იყო. დაახლოებით 10 გოგონა იქნებოდა, ყველა ძალიან ლამაზი და ტანადი. მათ შორის ჩემი ნაცნობი ვიცანი. ჯესი ხელის ქნევით ჩემსკენ გამოემართა.

- მიხარია, რომ აგიყვანეს.- მითხრა და ხელი მომკიდა- წამოდი გასახდელს განახებ. ცოტა დაიგვიანე მაგრამ არაუშავს, ქორეოგრაფი ჯერ არ მოსულა.- მან საშუალო ზომის ოთახში შემიყვანა სადაც ერთ კედელზე უჯრების მწკრივი იყო.- აირჩიე, რომელი უჯრაც გინდა და მალე გამოდი, გელოდებით- მითხრა მან და ხელის ქნევით დამტოვა.

გამოცვლა დავიწყე და საყვარელი სპორტული "პუმას" შარვალი და "ადიდასის" ჰუდი ჩავიცვი, ფეხზე ასევე "პუმას" ბოტასები მოვირგე. ხო, ალბათ ჩემს მომავალ სტილისტს, რომ ვენახე გულიც წაუვიდოდა ბრენდების ასეთი შეხამებისგან. თმა მაღლა ავიკარი და გასასვლელად მოვემზადე.

ვნერვიულობდი. ძალიან ვნერვიულობდი. ახალი ხალხი, ახალი გარემო... ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელად მეჩვენებოდა. ზოგადად ხალხის აზრი არ მაინტერესებს, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ შენი თავი მოგწონს და გიყვარს და თუ პატივს სცემ, სხვა სხვანაირად ვეღარ შემოგხედავს და ზედმეტს ვერ გაგიბედავს, რადგან დაინახავს, რომ აზრი არ ექნება შენს დამცირებას ან სხვა მაქინაციების ჩატარებას.

ახლა სხვა სიტუაციაა. აქ ერთ და ორ ადამიანზე ლაპარაკი აღარაა. არა მარტო ტრეინის, არამედ მთელს ქეიპოპ სამყაროს ვგულისხმობს. კორეელებს და ზოგადად აზიელ ხალხს სხვანაირი შეხედულება აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათი მენტალოტეტიდან გამომდინარე. მათ არ შერცხვებათ თავიანთი აზრის გამოხატვა და ეს ყველაზე მეტად მაშინებს იმის მიუხედავად, რომ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ.

დარბაზში გავედი და ჯესის მივუახლოვდი, რომელიც რამოდენიმე გოგონასთან საუბრობდა.

- გამარჯობათ, მე ლი მია ვარ- ვუთხარი და თავი დავუკარი მისალმების ნიშნად. ოთხივემ გამომხედა და ყველა სათითაოდ მომესალმა.

ჯესიმ ყველა გამაცნო ვინც დარბაზში იყო. ყველა ძალიან თბილი და კეთილი მომეჩვენა. ცოტა ხანში ჩვენი ქორეოგრაფიც შემოვიდა და ყველამ ყურადღება მას მიაბყრო.

- გამარჯობათ გოგონებო- თქვა ახალგაზრდა ბიჭმა და თვალი მოგვავლო- ვხედავ ახალი სადებიუტო ტრეინი გვყავს. მე კიმ სონიმი ვარ შენ კი თუ არ ვცდები ლი მია, ხომ ასეა?- მან თბილად გამიღიმა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

კიდევ ცოტახნით გველაპარაკა დებიუტის თაობაზე და იმაზე, რომ ორ კვირში მეორე გოგოს დაამტკიცებენ სადებიუტოდ და რომ კარგად უნდა მოვემზადოთ.

დაახლოებით ორ საათ ნახევარი გაუჩერებლივ ვვარჯიშობდით, ვსწავლობდით ქორეოგრაფიებს და ახალ ილეთებს. ბოლოსკენ უკვე მომაკვდავი ვიყავი. ეს შესახედად საყვარელი ბიჭი ნამდვილად მონსტრი ყოფილა. წყლის დალევის საშუალებაც კი არ მოგვცა ვარჯიშის დროს. დასვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

ბოლოს, როგირც იქნა შევაღწიეთ გასახდელებში და გამოცვლა დავიწყეთ. ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა. გვერძე ჯესი მომიჯდა და ჩვენც საუბარი დავიწყეთ სხვა და სხვა უმნიშვნელო თემაზე. გული მიგრძნობს ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით.

გასახდელიდან ბოლოები ჩვენ გამოვედით. უკვე გასვლას ვაპირებდით, როდესაც სონიმმა შემაჩერა:

- ჯერ არ წახვიდე- თქვა და ოფლი პირსახოცით გაიწმინდა სახიდან- ახლახანს მეოთხე სტუდიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გამეფრთხილებინე. როგორც ჩანს დაუგეგმავი გაკვეთილი გაქვს- თქვა და გამიღიმა თავის დაკვრით დავემშვიდობე ყველას და ჯესისთან ერთად მეოთხე სართულზე ავედით, სადაც ოთხი პატარა და ერთი დიდი ხმის ჩამწერი სტუდია იყო გვერდი გვერდ განლაგებული.

მეოთხე ოთახის კარი გამოვაღეთ და შიგნით შევედით. სულ სამი კაცი დაგვხვდა, მაქედან ორს უკვე ვიცნობდი, ამ ორიდან კი ერთ- ერთის დანახვისას ფანჯრიდან გასვლის სურვილი გამიჩნდა.

- გამარჯობა მია. მე სონ ბოკჯუ ვარ, ვოკალის პედაგოგი.- მითხრა მან და მის წინ სკამისკენ მიმითითა.

ოთახს თვალი მოვავლე და ჩემი ვარაუდიდ ეს ყველაზე დიდი სტუდია იყო. სტანდარტული სტუდია, რომელიც ბევრ ფილმსა თუ სერიალში მაქვს ნანახი. ხმა გაუმტარი მინარომელიც ოთახს ყოფს და უამრავი გაუგებარი მოწყობილობა და ღილაკები, ხმის ჩაწერისთვის და მუსიკის შესაქმნელად. ოთახის მეორე მხარეს რბილი კედლები და ერთი მიკროფონი ყურსასმენებთან ერთად ცენტრში. არაფერი განსაკუთრებული.

- დღეს ცოტა შეგაყოვნეთ იმიტომ, რომ უნდა გავიგოთ, რომელ მიმდინარეობით ვიმეცადინოთ და რომელია შენი ძლიერი მხარე, ვოკალი თუ რეპი.- ბატონმა სონმა ბიჭებისკენ მიმითითა, რომლებიც პატარა დივანზე იჯდნენ და მიყურებდნენ. თავი ოდნავ დავუკარი და შუგას გავუღიმე ისე, რომ თეჰიონისთვის არც კი შემიხედავს. ღირსი არ არის.- ბიჭებს ვფიქრობ იცნობ, ისინი დღეს დამეხმარებიან. თეჰიონი ვოკალისტია, ხოლო იუნგი რეპერი ამიტომ დღეს ისინიც მოგისმენენ და პოზიციის შესარჩევად დამეხმარებიან.

ტრეინი, რომ ვხდებოდი ის ფაქტი სულ არ მახსოვდა, რომ სიმღერაც მომიწევდა. ბავშვობაში სამი წელი დავდიოდი ვოკალზე და გიტარაზე, მაგრამ მასწავლებელმა დედას ურჩია თავი დამენებებინა, რადგან ჯერ ხმა არ მქონდა ფორმირებული, ხოლო როცა გავიზარდე უკვე სხვა ინტერესები გამიჩნდა სიმღერით აღარ დავინტერესებულვარ

- როდესმე სიმღერასთან შეხება გქონია?- მკითხა ბატონმა სონ.

- კი ექვსი წლის ასაკიდან ცხრა წლამდე ვოკალზე დავდიოდი, მაგრამ გამოვედი. მასწავლებელმა გვირჩია, რომ ხმა არ გამეფუჭებინა, ხოლო შემდეგ ცეკვას გავყევი და ვოკალზე აღარ დავფიქრებულვარ სერიოზულად. - ვუთხარი და თეჰიონს შეუმჩნევლად გავხედე. თვალს არ მაცილებდა და ჩემი მზერა დაიჭირა. თვალი უცებ ავარიდე და მასწავლებს მივუბრუნდი.

- გასაგებია- ამოიხვნეშა ბატონმა სონმა და განაგრძო- კარგი, დღეს სიმღერის ტექსტს მოგცემ და მინდა სამ დღეში იმღერო. რეპ პარტიაც არის ამიტომ ყველა მხრიდან დავინახავთ შენს შესაძლებლობებს.

ერთი საათი ვიყავით სტუდიაში. მისვლიდან ნახევარ საათში ჯესის წასვლა მოუწია. ბატონი სონი ყველაზე ბანალურ ვარჯიშებს მაკეთებინებდა და ყოველ ჯერზე სმენას და ხმას მიქებდა.

- ძალიან კარგი. კმაყოფილი ვარ, მეგონა ყვაფერი ბევრად რთულად იქნებოდა, მაგრამ თავი კარგად გაართვი- ის ბიჭებს მიუბრუნდა- აბა რას ფიქრობთ? მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე მგონი რეპს გაქაჩავს.

თეჰიონმა რაღაცნაირად ჩაიცინა და ტელეფონში ქექვა განაგრძო. პრინციპში ამ დროის მანძილზე ტელეფონში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებდა, როდესაც ამ დროს შუგა მეხმარებოდა, რჩევებს მაძლევდა და გულდასმით მისმენდა.

- მეც ასე ვფიქრობ, მითუმეტეს მგონი რამოდენიმე ენა იცის, აქედან გამომდინარე არ გაუჭირდება სწრაფი ლაპარაკი.- სერიოზული სახით დაეთანხმა შუგა და თეჰიონს მიუბრუნდა- შენ რას ფიქრობ?

თეჰიონმა როგორც იქნა თავი აწია და ჯერ შუგას მერე მე შემომხედა, თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და თქვა:

- მე ვფიქრობ, რომ ტყუილად ვზივართ აქ ამდენი ხანი. მას არავინ დაადებიუტებს.- თქვა და ფეხზე წამოდგა. - ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი წასვლის დროა.- მომიახლოვდა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. ამ მომენტში მგონი ჩემმა გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა- ნახვამდის დიდ თვალებავ - თქვა და კარებს მიუახლოვდა. ამას ნამდვილად არ შევარჩენ!

- ნახვამდის წვრილთვალებავ- შევხედე და რაც შეიძლება თბილად გავუღიმე. მან ირონიულად ჩაიღიმა და კარიდან გავიდა.

- ღმერთო რა ძაან ბავშვია- ამოიხვნეშა იუნგიმ- ყურადღებას ნუ მიაქცევ, ის ამ პლანეტიდან არ არის.- თქვა და სიცილი წაგვსკდა.

სახლში, რომ მივედი უკვე თორმეტი იწყებოდა. ძალიან დაღლილი და გაბრაზებული ვიყავი. დედას ვთხოვე არ შევეწუხებინე და ოთახში შევედი. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ლოგინში პირდაპირ ტანსაცმლიანად დამეძინა.

____________

ბოდიშით ამდენი ხანი, რომ არ დამიდია თავი 🙄 ერთ- ერთი ფიკის თარგმნა დავიწყე და გადავყევი რასაც ქვია 😂 ვეცდები მალ მალე დავდო ხოლმე 💖

11 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!