12 страница29 апреля 2026, 17:34

თავი 12

- ანუ, ხვალე გადადიხარ?- მეკითხება სორა, თან რამიონს შეექცევა.

- ხო, დღესვე შემიძლია, მაგრამ არ მინდა- ვუთხარი და ქოქოსის რძე მოვსვი. კაფეტერიას თვალი მოვავლე და შემდეგ გავაგრძელე:

- ორ კვირაში ჯგუფისთვის მეორე წევრს არჩევენ- ვუთხარი ჩურჩულით, რომ სხვებმა არ გაიგონ.

- რა ჯგუფი?- გაკვირვებული სახით მეკითხება სორა და მალევე ვხვდები, რომ მეგობრისთვის ჯერ ახალი ჯგუფის შესახებ არ მომიყოლია.

- დაიმახსოვრე, არავის არაფერი არ უთხრა კარგი?- ვეუბნები და მისკენ ახლოს ვიწევი.

- კარგი.- მეუბნება ინტერესით სავსე თვალებით.

- მოკლედ, ბიგ ჰიტი მომავალი წლის ზაფხულში ჯგუფის დადებიუტებას აპირებს. ერთი წევრი უკვე არის, მეორეს ორ კვირაში დაამტკიცებენ- ვუთხარი და დიდ ოთახს ისევ თვალი მოვავლე. საბედნიეროდ ხალხი დღეს კაფეტერიაში არც ისე ბევრია, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე.

- ვაუ- ამოხდა სორას და სერიოზული სახით შემომხედა- ეს ხომ შენი შანსია. დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებ გამოგივა და დადებიუტდები.

ასეთ განაცხადზე ჩამეცინა. ისევ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვინმე დამადებიუტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი კვირაც არ გასულა რაც ტრეინი ვარ. თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო, როგორც იტყვიან.

- არ ვიცი, სორა... ყოველ შემთხვევაში ამ ორ კვირაში არავინ დამამტკიცებს მეორე წევრად.

როდესაც ჭამას მოვრჩით, კვლავ კლასში დავბრუნფით და უმნიშვნელო თემებზე ვსაუბრობდით. დღემ სწრაფად ჩაიარა და 15:40 უკვე სახლში ვიყავი. დედა სამსახურშია ამ დროს და სავარაუდოდ საღამომდე არ დაბრუნდება.

ოთახში შევედი და გაკვეთილებს ჩავუჯექი. გამოსაშვებ კლასში არც ისე ბევრი მაქვს სამეცადინო, ამიტომ საათ ნახევარში უკვე მოვითავე და გამოხსნილი კარადისკენ გავიხედე სადაც დიდი აურზაური იყო. გუშინ ყველაფრის ჩალაგება ვერ მოვასწარი, ამიტომ ახლა მთელი ოთახი ჩემი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა და სხვა ნივთებით არის დანაგვიანებული. ამოვიხვნეშე და კარადისკენ წავედი, დიდი წითელი ჩემოდანი ავიღე და ზაფხულის ტანსაცმელების ჩალაგება დავიწყე. საღამოსკენ ყუთები და ჩემოდნები უკვე გამზადებული და ჩალაგებული მქონდა. "არ მეგონა ამდენი ტანსაცმელი თუ მექნებოდა" გავიფიქრე ჩემთვის და საწერ მაგიდას მივუბრუნდი. წიგნების ალაგება დავიწყე, როდესაც ფურცლები გადმომივარდა. ბატონი სონის მოცემული ტექსტია, რომელიც სამ დღეში უნდა ვუმღერო. გუშინ იმდენად დაღლილი მოვედი, სულ გადამავიწყდა სიმღერის შესახებ. წიგნების და კანცელარიის ჩალაგება, შემდეგისთვის გადავდე და ლეპტოპით და ფურცლებით ხელში ლოგინზე მოვსკუპდი.

ტექსტს თვალი გადავავლე და ინტერნეტში საძიებელ ველში სიმღერის სახელწოდება ავკრიფე 'Save Me'.

არ გამკვირვებია, რომ ბითიესის სიმღერა იყო. მუსიკალურ ვიდეოს დავაჭირე და ჩავრთე. დარწმუნებით ვიტყვი, რომ სიმღერა უკვე სადღაც მოსმენილი მაქვს.

სიმღერას რამოდენიმეჯერ მოვუსმინე და შემდეგ ტექსტის სწავლა დავიწყე. საკმაოდ რთული და ძლიერი სიმღერაა, განსაკუთრებით რეპი და მისამღერი.

კარის გახსნის ხმა მომესმა და ოთახიდან გამოვედი დედას შესახვედრად. ის პროდუქტებით სავსე პარკებით შემობაკუნდა და მეც მაშინვე მივეხმარე და პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.

- დედა რა ხდება, ახალი წელი ჯერ ერთ თვეშია და შენ უკვე პროდუქტით მარაგდები?- გავიცინე და პროდუქტის უჯრებში და მაცივარში დალაგება დავიწყე.

- არა ახალ წელს ჯერ არ ველოდები- ჩაიცინა დედამ და ქურთუკის გახდით კარიდორში გავიდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა და პროდუქტების თავიდან ამოლაგება დაიწყო- ცოტა ხანში ბოკჯუ მოვა და შენი გადასვლა უნდა ავღნიშნოთ- არ ვიცი რამ უფრო გამაკვირვა, იმან, რომ დედა ჩემს "მოცილებას" აღნიშნავს, თუ ის, რომ მისის კიმს და ჩემს ვოკალის პედაგოგს ერთნაირი სახელები აღმოუჩნდათ და მე ამ ფაქტს ახლა დავუკვირდი.

ცხრა საათისთვის უკვე მაგიდა გაწყობილი იყო და მისის ბოკჯუც მოვიდა. საღამო ძალიან თბილ და ოჯახურ ატმოსფეროში გავატარეთ. ძალიან არ მინდოდა მათი დატოვება, მითუმეტეს დედას ჯერ კიდევ ჩემი აქ ყოფნა სჭირდება იმის მიუხედავად, რომ ამას არასდროს არ აღიარებს. მხოლოდ ის მახარებს, რომ დედას ბოკჯუს ნაირი მეგობარი ყავს.

უკვე თორმეტი იწყებოდა, მაგრამ დედა და მისის კიმი, ჯერ დაშლას არ აპირებდნენ.

- დედა მე დავიძინებ ალბათ, ხვალე დილით უნდა ავდგე.- დედამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და ტკბილი ძილი მისურვა. მისის კიმს დავემშვიდობე და ოთახში შევედი.

ტელეფონი ჩავრთე და მინასგან შეტყობინება დამხვდა.

ხვალე 11:00 მზად იყავი! კომპანიის მანქანა მოგაკითხავს და კამპუსში მიგიყვანს. იქ დაგხვდები და ყველაფერში დაგეხმარები! კომპანიაში რეპეტიციის შემდეგ, სტილისტებთან გექნება ვიზიტი. არ დაიგვიანო!
მინა.

ტელეფონის მაღვიძარა 08:00- ზე გადმოვიტანე და სორას მივწერე, რომ ხვალე სკოლაში ვერ მოვდივარ.

ძალიან ბევრს ვფიქრობდი და დაძინება მხოლოდ პირველზე მოვახერხე.

12 страница29 апреля 2026, 17:34

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!