5. II ჩანაწერი. ნაწილი I
- ოჰ, გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? - ბიჭი ისევ დივანზე ზის და ისევ ვისკის სვამს. - იმედა ისევე კარგად როგორც მე. - ჩონგუკს სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს. - თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს : კარგი და კარგი... რომლით დავიწყო? ალბათ კარგით ხომ? ეეჰ, იუმორში ცოტა მოვიკოჭლებ. მოკლედ... იმის შემდეგ რაც სტელამ სული განუტევა, "ბნელში იყოს მისი სული" , მისი გვამის გასუფთავება დავიწყე, ეს ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი პროცესია, მაგრამ საჭირო იმისთვის, რომ თქვენი დეენემის კვალი გააქროთ და ვერ მოგაგნონ.
ჯერ სათითაოდ ვაცლით ყველა ფრჩილს, შემდეგ ყველა კბილს, შემდეგ მთელს სხეულზე ვაშორებთ თმას, ვხოტრავთ მინიმუმ სამჯერ., ათჯერ "დავბანთ" და მზად არის. ნუ დაცლილ ფრჩილებს, თმას და კბილებს მე მჟავით ვაქრობ.. თქვენ რაც გინდათ ის უქენით. მე არ მადარდებს ... უბრალოდ გული დამწყდება, რომ ასეთი კარგი მასწავლებელი გყავთ და თქვენ ვინმე მოკლათ და შეცდომა დაუშვათ.
კარგი, გავაგრძელოთ.
იმის შემდეგ რაც სტელას გვამი იპოვეს, მედიამ ეს ამბავი გააშუქა და ზედმეტსახელიც კი შემარქვეს : " მოთვალთვალე." კარგი სახელია.მომეწონა. რათქმაუნდა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. არ ვიცი მოთვალთვალე რატომ ვგონივარ მედიას, მაგრამ ეს იდეა მომეწონა და აი პირველი კარგი ამბავიც - ბიჭმა კამერა შეატრიალა და გამოჩნდა ეკრანზე გამოსახული სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი კადრები.
- და დააამ ... მთელს სახლში კამერები დავაყენე. აწი შემეძლება მსხვერპლებს მართლაც ვუთვალთვალო. ეხლა კი მეორე კარგი ამბავი : მსხვერპლი უკვე სარდაფშია.
სტელას სიკვდილის მერე 3 კვირა გავიდა, ხელიც მომიშუშდა, ასე რომ ახალი სისხლისთვის მზად ვიყავი. - ბიჭმა ერთ-ერთი კადრი გაადიდა ეკრანზე, ეს სარდაფი იყო. გოგო იქეთ-აქეთ აწყდებოდა კედლებს და გისოსებს, ყვიროდა, ცდილობდა როგორმე გისოსები გაეღო ან გაენგრია. - დღეს ეს უმშვენიერესი გოგონა გვყავს სტუმრად- სტეფანი. ნახეთ რა მშვენიერი გასართობია, ისე აწყდება კედლებს თითქოს საექსპერიმენტო ვირთხაა... როგორც კი დაიღლება და ძალა გამოელევა მასთან ჩავალთ.
ოჰ... ალბათ გაინტერესებთ როგორ გავიცანი.
მე არ ვარ ის მოსაწყენი ადამიანი, რომელიც სულ ერთი და იგივე ადგილას დადის და ერთი და იგივეს აკეთებს, ეგ იგივეა ყოველდღე კიმჩი, რომ ჭამო. ეგრე ხომ მეც მომბეზრდებოდა. და ადვილადაც მომაგნებდნენ.
სტეფანი პარკში იჯდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, არც ხალხი დადიოდა, იქ არც კამერები ეყენა, მოკლედ იდეალური ადგილი ჩემნაირებისთვის. მას პარკისთვის ზედმეტად გამომწვევად ეცვა. მივედი და ვკითხე ელოდებოდა თუ არა ვინმეს. როდესაც უარი მივიღე მივხვდი ეს ჩემი შანსი იყო. მივუჯექი და მისი გაცნობა დავიწყე. რათქმაუნდა მასაც ვკითხე :
- ქალიშვილი ხარ?
- არა.
- შესანიშნავია, ე.ი შემიძლია ჩემთან დაგპატიჟო.
გოგო უპრობლემოდ წამომყვა სახლში. იმდენად მწყუროდა ახალი სისხლი, რომ მასთან სექსის სურვილიც არ მქონია. სახლში შემოვედით თუ არა სასმელში ძლიერი დამაძინებელი გავურიე და შევთავაზე, უარი არც ამაზე უთქვამს. როცა გაიღვიძა უკვე სარდაფში ეგდო, მას მერე უკვე ორი საათია ასე გიჟივით დარბის და თავის დაღწევას ცდილობს. როგორც ჩანს უკვე დაიღალა.
მზად ხართ გაგაცნოთ სტეფანი? დროა სარდაფს ვესტუმროთ.
კადრი დამთავრდა.
--------
არავის მოსწონს ეს ფიკი .... (( ეეეეჰ ((((((((
