8. ჩანაწერი III. ნაწილი I
გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? დღეს კაზინოში ვიყავი. ფული კი მოვიგე , მაგრამ ფული არაფერია იმასთან შედარებით ვინც იქიდან წამოვიყვანე.
ჩვენს ახალ ნადავლს სანი ჰქვია. ყველაზე უცნაური კი ის არის რომ ბიჭია.
გამაღიზიქნებელი კი ის არის რომ თავი ჩემზე ბევრად სიმპათიური ჰგონია. არ ვიცი თვალები სად აქვს მაგრამ მალე რომ აღარ ექნება ეგ კი ვიცი.
მოკლედ...
დღეს გადავწყვიტე სანადიროდ კაზინოში წავსულიყავი. ვიჯექო და ვთამაშობდი პოკერს. იცით, რპდესაც პოკერს თამაშობ და სხვა მოთამაშეებს აკვირდები ეს სრულიად ნორმალურია, საჭოროც კი. ასეთი სიტუაცია ჩემნაირებისთვის სრულიად ხელსაყრელია.
მაგიდასთან ხუთნი ვისხედით. მე, ეს სანი უცნაური სახის ნაკვთებით, ორმოცდახუთ წლამდე ქალი - თავისთავზე მაღალი წარმოდგენით. კაცი რომელიც სასმლის სუნად ყარდა, ჯერ მარტო სუნმა დამათრო, ეს კაცი სულ აგებდა.
და გოგო რომელსაც მთელი მონდომებით ვაკვირდებოდი და ვარჩევდი როგორც მსხვერპლს. ის ხშირად მიღიმოდა, თვალს მიკრავდა, მეფლირტავებოდა და მიწვევდა. ჩემთვის გამოწვევა ყოველთვის მიღებულია.
ეს გოგო მაგიდიდან ადგა და გასასვლელისკენ გაემართა. წუთნახევარში ისე რომ ეჭვი არაფერზე აეღოთ მეც მას მივყევი. კაზინოდან გამოსულს ვიღაცამ ხელი ჩამავლო. შემოვტრიალდი და ხელში ეს იდიოტი შემრჩა.
- გამარჯობა, დღეს როგორც ჩანს იღბალი გწყალობს. შეგეძლება სახლში ბევრ ფულთან და ჩემთან ერთად დაბრუნდე.
- ნუთუ? - ვუპასუხე ირონიულად , მან ხომ არც კი იცის რას მთავაზობს.
- ჰო, რა იყო? არ მოგწონვარ? მინიმუმ შენზე სიმპათიური მაინც ვარ, ასე რომ... თუ ბიჭები არ მოგწონს შანსი გაქვს დღეს პირველად სცადო .. ახალი გემო, ახალი შეგრძნებები, ახალი თავგადასავალი....
- ახლი გემო და შეგრძნებები?... - იდეა მართლაც მშვენიერია, რატომაც არა... დიდი სიამოვნებით მივიღე მისი გამოწვევა.
ბიჭი მანქანაში ჩავსვი. მთელი გზა ყურები გამომიჭედა ლაპარაკით. კერ თავის სილამაზე აქო, მერე აიდოლების, ვიღაცა კაის, თეჰიონის და სონჰვასი. რას და ვისზე მელაპარაკებოდა ვერ ვიგებდი და თავს ვიქნევდი.
ცოტაც და მანქანიდან გადავაგდებდი.
სახლში რომ შემოვედით ეგრევე მოქმედებაზე გადავიდა, თითქოს აქ ადრეც იყო ნამყოფი. მე დივნამდე მიმიყვანა კოცნით, იქ დამსვა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მუსიკა ჩართო.
დივანის წინ მდგომ ჟურნალების მაგიდაზე ავიდა და სტეიპტიზის ცეკვა დაიწყო. ავდექი, ვისკი დავისხი და ისევ ჩემს ადგილს დავიბრუნდი.
