თავი 1
-ჯიმინ დამელოდეეე!
-გამოადგი ფეხი!
ჩანთას ხელს ვკიდებ და სახლიდან გამოვრბივარ,ჩემს ძმას ვეწევი.
-საზიზღარო ხომ გთხოვე, რომ დამლოდებოდი!
-ახალ სკოლაში დაგვიანება არ მინდა იცი რა არის?
-ბეეე *ენას ვუყოფ*
-დროა გაიზარდო სანა,ბავშვი აღარ ხარ
-როდიდან გავხდით ასეთები?
-დღეიდან და შენც გირჩევ შეიცვალო სეულია ეს და არა შტატები, აქ ხალხს ღლაბუცი არ უყვარს.
(მე სანა მქვია 17_ის ეს კი ჩემი დეგენერატი ძმა ჯიმინია 18 წლის)
მე

ჯიმინი

ოჯახს რაც შეეხება სამწუხაროდ მამა დაღუპული გვყვავს, მომხდარი ავარიის გამო 2 წლის წინ.
ინციდენტის შემდეგ ჯიმინი დღითი დღე უფრო და უფრი სერიოზულდებოდა და საბოლოოდ ასეთია ზოგჯერ უხეში ზოგჯერ კი თბილიც, თან სეულში დაბრუნება დიდად არ გახარებია მთელი თავისი კარიერა და მეგობრები შტატებში დატოვა...მამა ჩვენთვის ყველაფერი იყო განსაკუთრრბით ჩემთვის დედას გოგო სასტიკად არ უნდოდა.
სეულში უკვე ერთი კვირაა რაც ვართ და დიდი ხანი ვაპირებთ აა ყოფნას შეიძლება ითქვას რომ სამუდამოდაც კი.
სკოლას ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით და მალე ისიც გამოჩნდა, საკმაოდ მაღალი დონის სკოლაა. სიმართლე გითხრათ არ მიყვარს როდესაც სკოლას ვიცვლი, უფრო სწორად ახალი მეგობრები არ მინდა, არ ვიცი რატომ, ჯიმინი კი პირიქით ნებისმიერ სკოლაში რომელშიც აქამდე გვივლია ყველას ყურადღებას იპყრობდა.
სკოლაში შესვლისთანავე ერთმანეთს ხელს ვუქნევთ და კლასებში ვიშლებით.
კლასს ვეცნობი და გოგოსთან ვჯდები რომლის გვერდითაც ადგილი თავისუფალია
- ნენსი, სასიამოვნოა შენი გაცნობა!

-ჩემთვისაც სასიამოვნოა.
-რაო საიდან გადმოვედიო?
-შტატები
-ვუუუ მაგარია! დიდი ხანი ცხოვრობდი იქ?
-კი 17 წელი მაგრამ შიგა და შივ კორეაშიც ჩამოვდიოდით ახლა კი საბოლოოდ ჩამოვედით.
მალე გავუგეთ ერთმანეთს და საერთო ენაც გამოვნახეთ, ნენსიმ დასვენებაზე ისინი გამაცნო ვისთან ღირს მეგობრობა და თითოეული დამიხასიათა ასე თუ ისე
-ეს თეჰიონია ჩვენზე უფროსია და მაინც ჩვენს კლასშია
-ჩარჩა?
-ჰაჰაჰ არა ეგრე მოუწია რაღაცის გამო, თეჰიონი მდიდარი მამიკოს შვილია, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ? თავში ავარდნები და ეგეთები,ალბათ გოგო არ არსებობს რომელსაც თეჰიონის შეყვარებულობა არ უნდა, მე გამომრიცხე მაგ სიიდან, იმიტომ რომ ის ჩემი ნათესავია.

ეს ჯონუ 17_ის,ძალიან გაწონასწორებული,წყნარია და დიდად არ ცდილობს ვინმეს თავი მოაწონოს, უბრალოდ უნდა გაუგო და მალევე მიხვდები რა მაგარი ვინმეა.

ჰოომ ლისა, მასთან მეგობრობას არ გირჩევ მაგრამ უნდა იცოდე რო ჩვენს წრეში ხშირად იქნება და უნდა შეეგუო, თეჰიონის ახლო მეგობარია, შეიძლება რო ამას საერთოდ მეგობრობა დავარქვა? არც ვიცი, მოკლედ ჩახლართული ამბავია.

აი ბიჭი მოწითალო თმით სანია კლასის სხივს ვეძახით, ძალიან პოზიტიურია და სიმპატიურიც,ნამდვილად იცის რა არის მეგობრობა თავს მალე შეგაყვარებს მზად იყავი!

ყველას გაცნობის მერე დასვენებაზე ნენსის ვთოხვე ეთქვა სადა ჩვენზე უფროსი კლასები რადგან ჯიმინი უნდა მენახა.
კლასის მდებარეობა გავარკვიე და ჯიმინთან წავედი.
ჯიმინი:აბა როგორ მოგწონს ეს ყველაფერი?
-კარგი კლასი მყავს ჯერჯერობით, შენ?
-არვიცი ჯერჯერობით ესე ადვილად ვერ ვაფასებ...
-ადრე ყოველთვის გიხაროდა ახალი სკოლა და პირველივე დღესვე მინიმუმ მთელ კლას იმეგობრებდი!
-დრო შეიცვალა სანა, დროც და მეც...მძაბავს ეს ქალაქი მამას მახსენებს...
ჯიმინს მოვეხვიე, და ამ დროს ნენსიმ ჩაგვიარა
-ოჰო შეყვარებული თუ გყოლია არ ვიცოდი!
-ჩემი ძმა არის...
-უპსს...სასიამოვნოა ნენსი! გეძებდი ლანჩის დროა და წამოდი
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ჯიმინი, მიდი ჭამე თორე მერე ვერ მოასწრებ.
-კარგი.
ნენსისთან ერთად სასადილოში ჩავედი მალე ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი შემოგვიერთდა.
თეჰიონი:აბა ნენსი გაგვაცანი ვინაა ეს ქალბატონი?
- გაკვეთილზე არ იჯექი როცა ამბობდა ვინაა?
-არა არ ვუსმენდი.
-სანა ჰქვია, კორეაში ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა, ყავს ძმა, ჩვენზე უფროსია ერთი კლასით, რავიცი ნახევრად კორეელია და თქვენი თავი გავაცანი უკვე.
თეჰიონი:შენ რა მოსწრებული ხარ
ნენსი:ვცდილობ!
სანი:ლამაზი თვალები გაქვს!
-მადლობა..
ზარი დაირეკა თუ არა კლასში ავედით, სანმა დაჟინებით მოითხოვა რომ ეს გაკვეთილი მასთან დავმჯდარიყავი და ჯონუს ადგილი გავუცვალე, ჯიმინს მაგონებს ბავშოვობაში ასეთივე პირდაპირი და მხიარული იყო....
