თავი 2
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჯიმინს დაველოდე და სახლში ერთად წავედით.
ჯიმინი:რა მალე გიპოვია მეგობრები.
-საიდან იცი?
-სასადილოში მეც ჩამოვედი და დაგინახეთ.
-ჰომ თვითონ არიან ესეთები ადვილად მალაპარაკებენ, შენ რას იტყვი გაიცანი ვინმე?
-კი
-ვინ?
-დახასიათების თავი არ მაქვს!
-ოოოო სახელები მაინც მითხარი!
-ოჰჰ კარგი,ბიჭებიდან ერთადერთი ნორმალური ჰანბინია მაღალი ბიჭია თმა აქვს ოდნავ შეღებილი წინ, საერთო ინტერესები გვაქ თან გვერდით მიზის.
-რა საერთო ინტერესები?
-დალევა და გართობა
-ჰომ შენი ჰობი ხომ დალევაა სულ დამავიწყდა, გოგოებზე რას იტყვი არავინ მოხიბლა თქვენი თვალები?
-არაა, მაგრამ კორიდორში ვნახე ერთი გოგო აი მაგან დამატყვევა!
-მექალთანე ხარ ძმაო მინდა გითხრა.
-ეგეც ჩემი ჰობია.
-მაგარი ჰობია, ვსიო ანუ მხოლოდ ერთი მეგობარი პირველ დღეს? ჯიმინ არ მომწონხარ.
-შენ კი დაგიმეგობრებია მთელი კლასი!
-კი მაგრამ როგორც ნენსიმ მირჩია მხოლოდ რამოდენიმე ღირს მეგობრად.
-მაინც ბოლომდე არც მაგ ნენსის ენდო.
-ჯიმინ გაიარე რა! ნუ მასწავლი მეგობრების შერჩევას.
ამ ლაპარაკ ლაპარაკში სახლშიც მივედით.
-დეეე მოვედით!
-მოდით ჭამეთ!
მაგიდას მივუჯექით
-როგორი იყო სკოლა?
-კარგი!_ერთდროულად წამოვიყვირეთ და სადილს შევექციეთ, შემდეგ კი ოთახებში დავიშალეთ.
მეცადინეობის შემდეგ გადავწყვიტე გავისეირნო, და ჯიმინსაც შევაკითხე იქნებ მასაც უნდა ფეხის გაშლა
-ეი არ გინდა უბანი დავათვალიეროთ?
-ცოტა ძაან მეზარება
-მიდი რა მარტო ხო არ გამიშვენ ამ შუა ღამეს?
-კაი რა სანა წადი დაიძინე რადროს სეირნობაა
-ნაყინიი მინდაა!!
-ნაყინი ხო მითუმეტეს ღამე ჭამა არ შეილება გასუქდები
-ჯიმინ შენს უკანალს მაინც ვერ დავეწევი სიმსუქნეში ადექი და წამომყევი რამე რომ დამემართოს ამ ანგელოზივით გოგოს შენი ბრალი იქნება.
-კაი ჰოო კაიი!!!
მაინც წამოვაგდე მაისური გამოიცვალა და ქვევით ჩავედით, ნაყინი მართლა მინდოდა და დედას ფულიც გამოვართვი.
-რომელს შეჭამ?
ვკითხე მე როდესაც მაღაზიაში შევედით და ნაყინების ათასგვარ გემოს წავაწყდით
სანა: ამას სიმინდის ფორმა რატო აქვს? გემოც ეგეთია?
ჯიმინი: მე რას მეკითხები პირველად ვხედავ
-მოდი ეს გავსინჯოთ!
-ცუდი რომ იყოს?
-გადავაგდებ
-ფული ჰაერზე!
-მაშინ კლასიკას მიყევი და აი ეს აიღე
-ოოო მომბეზრდა
-მე სიმინს ვიღებ
-მე ამას ავიღებ ნესვის გემო აქვს!
სალორასთან მივედით და ჩვენ წინ მდომი ბიჭი ჯიმინის ახალი ძმაკაცი აღმოჩნდა
-ეეე ჰანბინ!
-ვაუ ჯიმინ აქ რას აკეთებ?
-ქვედა ქუჩაზე ვცხოვრობ
-ვახ მეზობლებიც ვყოფილვართ მე ზედაზე, ეს?
-ა ეს ჩემი დაა სანა გაიცანი ჰანბინი რომ გიყვებოდი
-სასიამოვჯნოა!
-ჩემთვისაც! აწი მეცოდინება რომ აქვე ხარ და რო რამე მოგწერ
სანა: ჰანბინ არავინ არ გაურიგო ამას შეყვარებული ყავს
-არ მყავს
-გყავს
-შესვენება ავიღეთ, ნუ უსმენ ამას თუ რამე გართობა იქნება დამირეკე!
-სასაცილო და გყავს...აბა შეხვედრამდე.
-კარგაად!
ჯიმინი: სანა...ბემიზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე ნუღარ ახსენებ კი ერთად ვართ მაგრამ ბევრი რამ არის ჩახლართული და
შესვენება გვაქ
-მომკლავს გოგოები რო არ დავაფრთხო შენგან
-ვერ გაიგებს, და ვერ გავიგე ჩემი და ხარ თუ იმისი
-მე რძლად მხოლოდ მას დავისვავ ეს იცოდე!
