თავი 9
ტელეფონი ჩემი კი არა ჯიმინის იყო, დავხედე "ბემი🥰" ჯიმინს აღარ დაველოდე და ვუპასუხე.
მე:ბეემ,როგორ ხარ?
ბემი:სანაა!!კარგად შენ?
-არამიშავს,ჯიმინ ბემიი რეკავსს!_ავძახე მას
ჯიმინი:5 წუთში მანდ ვარ!
ბემი:რას შვები აბა?
მე:რავი არაფერს სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა!
თეჰიონის გვერდით დავჯექი
ბემი:სანა!
-რა?!
-შენი შეყვარებულიაა?
თეჰიონს გავხედეე
-არაა იდიოტები არ მიყვარდება!
-ოხხ კაი რა ნახე როგორ უხდებით თან როგორი სიმპატიურია!
-ბემიიი! ჯიმინ დროზე რაა!
-მომიყევი მერე ერთი ამ ბიჭზე!
-ბემიი!
ჯიმინი როგორ იქნა ჩამოვიდა და ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა ზევით ავიდა საბედნიეროდ თეჰიონს ყურსასმენები ეკეთა და ჩვენი ლაპარაკი ვერ გაიგო ამ დროისთვის ნენსიც დაბრუნდა და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.
მე:აბა მოყევი!!!
-აუუ ძაან მაგარი იყო ვისეირნეთ, ვილაპარაკეთ,გავერთეთ, დავახლოვდით...
თეჰიონი:ხვდები ხო რო მოწონხარ და შენც მოგწონს?
ნენსი:კი!!!
თე:ზედმეტი არაფერი არ მოუვიდეს თორე ხო იცი მუშტებს გავაცნობ!!
-თეჰიონნ მეც მაქვს პირადი ცხოვრება!
-მე გაგაფრთხილე!
სანა:ოხ რა ბრაზიანები ვართ!
თე:შენ ვისზე რას ამბობ წეღან მკლავდა შენი ძმა არაფრის გამო!!!
-არაფრის გამო არ იყო ეგ მადლობა თქვი რომ გავჩუმდი!
ნენსი:აუუ მშია პიცა შევუკვეთოთ რა!
თე:არაფერი არ გაჭამა?
-ვაიმეე პირველივე პაემანზე ხო არ დავიწყებდი ჭამას.
სანა:კაი შევუკვეთოთ რა მოხდა თეჰიონ?!
ნენსი: წავალ მაშინ მე გამოვიცვლი თქვენ კიდე შეუკვეთეთ!
ნენსი ზევით ავიდა და როგორც ჩანს ჯიმინი მის ოთახში ელაპარაკებოდა ბემის
ნენსი:ვა ჯიმინ, როგორ ხარ?
-ნენს, კარგად შენ?
-მშვენივრად!
ბემი:ჯიმინ ვინაა?
-სანას დაქალი
-და შენ ოთახში რა უნდა?
ნენსი:უკაცრავად რო ვერევი, ერთმანეთს არ ვიცნობთ, ნენსი, სასიამოვნოა და ეს ჩემი ოთახია და არა ჯიმინის, ამიტომაც შენც რომ არ შეგექმნას პრობლემები და მეც, გთხოვ დატოვო ჩემი ოთახი!
ჯიმინი ქვევით ჩამოვიდა და ეხლა ჩემი და თეჰიონის წინ დაუწყო ბემის სიყვარულობანა, მე და თეჰიონმა ერთმანეთს გავხედეთ დავიჭყანეთ და სამზარეულოში გავედით ნახევარ საათში პიცაც მოვიდა უკვე საღამოს 10 საათი იყო ჯიმინმა როგორც იქნა მორჩა ლაპარაკი და სახლში წავიდა მე კი დავრჩი,ნენსი საღამურში გამოწყობილი ჩამოვიდა.
- მეც გამოვიცვლი ბარემ!
ზევით ავედი და გამოვიცვალე და თურმე თეჰიონს ჩემნაირი საღამური ქონია
თე:ეეე რა მაგარია მოდი ფოტო გადავიღოთ!
ნენსი:მოდით
თე:შენს გარეშე..
-უიმეეე!!!
-მიდი მიდი გადაიღე!
ნენსის ტელეფონი შევაჩეჩეთ და ფოტოს გადასაღებად მოვკალათდით

პიცა ვჭამეთ და ოთახებში დავიშალეთ. მთელი ღამე ვუსმენდი იმას თუ როგორი კარგი საღამო გაატარა ნენსიმ ჰანბინთან ერთად, ბოლოს ნერვები მომეშალა ამდენი სიყვარულით და პეპლებით და თეჰიონთან წავედი.
-თე გძინავს?
-არა
-შეიძლება შენთან დავიძინო?
-ბატონო?
-გთხოვ ნენსიმ ტვინი შემიჭამა!!! მაგრძნობინებს როგორი მარტოსული ვარ!
-კარგი მოდი.
თეჰიონს გვერდით მივუწექი და ზურგი შევაქციე
-მართლა დასაძინებლად მოხვედი თუუ...
-აბა სხვა რის გამო უნდა მოვსულიყავი?
-რავიცი მე მეგონა..
-არც იოცნებო და დამაძინე!
ისევ ზურგი შევაქციე და ძილი განვაგრძე და ცოტა ხანში თეჰიონის ხელებს ვგრძნობდი ტანზე რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ვინ გაცდის
-რამეს თუ არ ჩავეხუტე ისე ვერ ვიძინებ მეორე ბალიში შენ გაქ ამიტომაც გამიძელი როგორღაც ერთი ღამე.
თავი დავუკარი და სულ მალე ორივეს ტკბილად გვეძინა დილით დროზე ადრე გამეღვიძა ტელეფონი ავიღე და ინსტაგრამზე შევედი

ლოგინიდან წამოვფრინდო და ნენსის ოთახში გავვარდი,არ დამხვდა, სახლი გადავქექე და არსად იყო, თეჰიონს დავუწყე გაღვიძება.
-თეჰიონ თეჰიონნ!!
-მმმ..
-ადე შენი და უნდა მოვკლა ადეეე!!
-აუუუ ძილს ხო არ აცდი ადამიანს!!!
-ნახეე
ტელეფონი გადავუგდე
-რა გინდა საყვარლები ვართ
-კაი ჯიმინი საყვარლად რო მოგვკლავს მერე ნახე!
-აუუ ეგ სულ დამავიწყდა მაიცა დავურეკავ ვკითხავ სადაა.
სანამ თეჰიონი ნენსის ურეკავდა მე გამოცვლას ვიწყებდი, მაგრამ გამახსენდა რომ ოთახში თეჰიონიც იყო და საჭირო ოთახში გავედი თავი მოვიწესრიგე გამოვიცვალე და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე, თეჰიონიც მზად იყო და თურმე ქალბატონი ნენსი დილა ადრიან სკოლაში წასულა ჩვენს გარეშე.
სკოლაში მივედით თუ არა ხალხი ჩვენს დანახვაზე ერთმანეთს რაღაცეებს ეუბნებოდნენ და შემდგომ ჩუმად ხითხითებდნენ დიახ ნენსის მთელი სკოლა ყავს ინსტაზე, ჩვენი კლასისკენ მიმავალ კორიდორში გადავუხვიეთ და ვიღაცას შევეფეთეთ....
