თავი 4
თეჰიონის სახლამდე მივედით და ნენსის ოთახში ავედი
-ნენს!!! როგორ ხაარ?!
-სანა?შენ აქ რა გინდა?
-თეჰიონმა მომიყვანა
-ოჰოო დამეგობრდით?!
-ეგრეც შეიძლება ითქვას....
თეჰიონი:ნენს, რამე ტანსაცმელი მიე უნდა გავისეირნოთ.
-კარგი.
თეჰიონი ოთახიდან გავიდა
-რამე მოხდა?
მოვუყევი ის დრამა რაც დღეს მთელ სკოლას მოედო.
-ხო ვთქვი ლისასგან კაი არაფერს არ უნდა ელოდო ჯერ ჩემი ძმა ახლა კი შენი! უი ჰო კარადა გამოაღე და რაც გინდა ის ჩაიცვი.
-თეჰიონ მზად ვარ!_უკვე ჩაცმულმა ჩავირბინე კიბეზე და მისაღებში მჯდომ თეჰიონს მივმართე.
-კარგი მაშინ წავიდეთ.
გარეთ გავედით და ჩემთვის უცნობი მიმართულებით წავედით, სადღაც 10 წუთი სიარულის შემდეგ თეჰიონმა სიჩუმე დაარღვია.
-დღეს ჩვენთან დარჩი...
-არ მინდა რო შეგაწუხოთ.
-პირიქით მიხარია როცა ვიღაც რჩება ჩვენთან თან მარტო მე და ნენსი ვართ არც დედა და არც მამა არ მოდიან ჩვენთან.
-რატო?
-დედა აქ არაა მამა კი ზემდეტად დაკავებულია, ჩვენთვის არ სცალია.
ტელეფონი ამიხმაურდა თეჰიონს ბოდიში მოვუხადე და ვუპასუხე, დედა იყო.
-გისმენ.
-სად ხარ ამდენი ხანი?
-ვსეირნობ.
-სახლში მოდი სანა სალაპარაკო მაქვს, ან სად სეირნობ ამ შუა ღამეს?
-არ მოვალ.
-მოდი!
-არააა!მეც მაქვს პირადი ცხოვრება და უფლება მაქ ვისეირნო იქ სადაც მინდა და
როცა მინდა და ვისთანაც მინდა! შენ ხომ გაქვს შენი პირადი ცხოვრება შეილება მეც მქონდეს?
-როდის მოხვალ?
-არ ვიცი შეიძლება საერთოდ არ მოვიდე დღეს.
-გაგიჟდი! ახლავე სახლში დაბრუნდი!
-არ მოვალ.
ტელეფონი გავთიშე.
-ოჰო ეგრევე?მეორე ზარს არ დაელოდები?
-აზრი არ აქვს ვერ დამიყოლიებს, საერთოდ სად მივდივართ?
-ნახავ
-ეე კაი რა მითხარი!
-ნახავ თქო
გზაში ვლაპარაკობდით ხან რაზე ხან კიდე რაზე და ამ ლაპარაკ ლაკარაკში იქამდეც მივედით თეჰიონმა თვალებზე ხელი ამაფარა და ხედამდე მიმიყვანა
-ერთი..ორი...სამი!
ჩემს თვალ წინ ღამის სეული გადაიშალა ათასი ციმციმა შუქით.
-თეჰიონ ულამაზესიააა!
-მიხარია რომ მოგწონს...
სანამ ხედით ვტკბებოდი თეჰიონმა ხელი გადამხვია...რამდენს ბედავს ეს იდიოტი? ხომ არ გაუტკბა? მაგრამ დღეს ჩემ კაპრიზებს გაუძლო და გვერდში დამიდგა ამიტომ არ დავუშალე. ცოტა ხანი ესე დგომის შემდეგ სახლში მივედით, ნენსის უკვრ ეძინა.
-ეხა შენ სად დაგაწვინო....ნენსისთან რო დაწვე შენც გაცივდები, კარგი ჩემს ოთახში დაწექი მე კიდე მისაღებში დავწვები, გამოსაცვლელად ჩემს მაისურს მოგცემ.
-მადლობა..
თეჰიონმა ზევით ამიყვანა და მაისური მომცა,თვითონ კი ქვევით ჩავიდა, მთელ ოთახში თეჰიონის სუნამოს არომატი ტრიალებდა და შესაბამისად ლოგინსაც მისი სუნი ასდიოდა.
დილით ისევ და ისევ თეჰიონმა გავაღვიძა.
-სანაა გაიღვიძეეეე სკოლაში წასვლის დროა
-5 წუთიც გთხოვ..
-ადექიი!!!! (და ჩემსკენ ბალიში მოფრინავს)
-თეჰიონნნ!!
-ჰეჰჰეჰე ადეე და რამე გვაჭამე!!
-გაჭამოოთ?
-ხო აბა ეხა მე ვერ ვამზადებ, ნენსი გაციებულია შენს ხელშია ყველაფერი!
-ოოო კარგი მოვდივარ.
ქვევით ჩავედით საუზმის მომზადება დავიწყე თეჰიონი და ნენსი უკვე მაგიდასთან ისხდნენ, ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით.
გაკვეთილები გადიოდა და შესვენებაზდ ჩვენი სამეგობრო ჩვენს კუთვნილ ადგილას ვიდექით ფანჯარასთან, მე სანს ვეხუტებოდი და დანარჩენების ლაპარაკს ვუსმენდი ჩვენკენ კი ჯიმინის კლასელი ჰანბინი და კიდევ ვიღაც გოგო მოდიოდა.
-გამარჯობა_მივესალმე ჰანბინს და მანაც პასუხი დამიბრუნა
ჰანბინი: უი სანა, ჯიმინი გეძებდა სასადილოში და ჯობია ნახო სანამ ამოატრიალა მთელი სკოლა.
-ვიცი თავს ვარიდებ.
-დაელაპარაკე განერვიულებული იყო.
-კარგი მადლობა.
სანს მოვცილდი და ჯიმინის კლასამდე მივედი.
-რატომ მეძებ?
-სად იყავი ღამე?
-ნენსისთან
-რატომ არ მოხვედი?
-ცუდად იყო და მასთან წავედი.
-დღეს სახლში მოდი...გთხოვ.
-მოვალ.
-ბოდიში ლისას გამო....
-ფუ მაგის სახელს ნუ ახსენებ და ბოდიში არ უშველის, ბემიმ რო გაიგოს?! ჯიმინაა ამ სახელია დაძახების უფლება მარტო მე და ბემის გვაქვს შენ კი მას ამის უფლება მიეცი! ვიციი ჯიმინ რო შესვენება აიღეთ მაგრამ ხომ
იცი როგორც უყვარხარ და ეს რომ გაიგოსს დაგკლავს შენც და მეც
-ღმერთო ბემი...კარგი სახლში მოდი აუცილებლად თორემ ეს ამბავი დედასგან გვიან რომ გაიგო უარესი იქნება და ისტერიკა არ ატეხო....
-რა ამბავი?
-სახლში მოდი უბრალოდ.
ბავშვებს დავუბრუნდი და სანს ისევ მივეკარი ჩვენსკენ პარალელის ბიჭებმა ჩამოიარეს და სანს გახედეს.
ვიღაც: ჰაჰაჰჰა სან გოგოსთან მგონი პირველად გნახე! თან ნახდ რა ლამაზი გოგო უშოვია!
(ესენი რა ჩემს სანს დასცინიან?! ) მათკენ გავიწიე.
სანი:დაანებე თავი სანა!
მე:კი მაგრამ სან
-დაანებე იდიოტები არიან!
-თავს რატო აჩაგრინებ?
-არ ვაჩაგრინებ ჩემი ძველი კლასელები არიან და მკიდია მათი აზრი დაანებე თავი.
თეჰიონი:ჰეიი სამი იდიოტი!_ჩაერია თეჰიონი როცა ნახა რო მართლა სერიოზულად ვიწევდი მათზე
-ვა ვაა თე, გაუმარჯოს!
-პირველ რიგში თქვენთვის თეჰიონი, მეორეც რა გინდათ სანისგან? რა
იყო პატარა ბიჭი? გოგოსთან ნახე თან ასეთ ლამაზთან და შეგშურდა? პირველად არ მესმის თქვენი პირიდან მისდამი ასეთი დამოკიდრბულება ბოდიში მოუხადეთ!
-რააა?!
-ბოდიში მოუხადე თქო რამე გაურკვეველი ვთქვი?
სამივე დაიბნა მაგრამ თეჰიონის შემხედვარე მეთ მოვიხდიდი ბოდიშს და არც
ამ სამმა ქათამმა დააყოვნა და ბოდიში მოიხადა.
სანა:მადლობა თეჰიონ!
-რისი მადლობა ბოლოს და ბოლოს კლასელები ვართ და ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში.
სკოლაც დამთავრდა და სახლში ჯიმინთან ერთად წავედით.
ჯიმნი:შეყვარებული გყავს?
-ჰა არაა რა სისულელეა?!
-ჰანბინმა მითხრა რომ სანს ეხუტებოდი.
-აუუუ მაგას ხო არ აკლია? მეგობარს ვეღარ ჩავხუტებივარ!
სახლამდე მივედით, დედა სახლში იყო შევედი თუ არა სვარძელზე დამსვა და ჯიმინი გვერდით დამისვა.
-სანა დედი მომისმინე ამ დღეებში ჩემი უფროსი მოვა და რაღაც ოჯახური ვახშამივით გვექნება....პატარა გოგო ყავს თან.
-კარგი დედა გასაგებია კაცს რომელსაც შენი დაკერვა უნდა მოვა ივახშმებს აქ თავის შვილს მოიყვანს ჩვენ მასთან ვიქნებით თქვრნ კი ერთად.
-არა მაგის თქმა არ მინდოდა..
-გთხოვ დედა რაც გინდა ის ქენი არ მაინტერესებს იმედები გადამიწურე და რაც გინდა ის ქენი აღარ ვაპირებ ნერვების მოშლას.
ოთახში ავირბინე ისე რო დედას პასუხს არც დაველოდე, ტელეფონს დავწვდი რომელზეც მესიჯი იყო.
თეჰიონი:არ გინდა ჩვენთან მოხვიდე?
-მოვალ ცოტა ხანში.
კარადიდან ჩანთა გადმოვიღე შიგნით საჭირო ნივთები ჩავდე და მაქსიმალურად ჩუმად ვეცადე სახლიდან გასვლა რაც გამომივიდა და სულ მალე თეჰიონათან მივედი, სხვათაშორის შორს არ ცხოვრობს სულ რაღაც ორი ქუჩა მაქ ჩასავლელი.
