რევანში...
(პროლოგი)
ტრანსილვანიაში მცხოვრები ყველა ბოშის მსგავსად, ჯიმინი დრაკულას ციხე-კოშკის მფლობლის მიმართ შიშისა და სიძულვილის ატმოსფეროში იზრდებოდა. ამიტომ, როცა ერთმა ბრძენმა ბოშა ქალმა უთხრა, - შურისგების დრო მოახლოვდაო,- ძარღვებში სისხლის დუღილი იგრძნო: ის თუ როგორ ნადირობდა დრაკულა ბოშებზე გართობის მიზნით და ამით კინაღამ გდაშენების პირას მიიყვანა ეს ხალხი, თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
სხვებთან ერთად კოცონთან მჯდომ ჯიმინს არაერთხელ სმენია ბოშების პრინცის- ბოგუმის წინამძღოლობით გაჩაღებული უიმედო ბრძოლის შესახებ, რომელიც დრაკულას წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების უკანასკნელ მცდელობას წარმოადგენდა.
ბოგუმი კლდეზე მიცოცავდა, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი აუტანელ ტკივილს აყენებდა. მან იცოდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა; მდევრებს ძაღლებთან ერთად უკვე აღებული ჰქონდათ მისი კვალი კლდის ძირში და ახლა ბიჭის ყურს სწვდებოდა მათი შეძახილები.
აჯანყება დამარცხდა. გულმოდგინედ შემუშავებული ყველა გეგმა, რომელიც ამ სულების დამღუპველი მონსტრის, მტარვალი გრაფი დრაკულას განადგურებას ისახავდა მიზნად, ფუჭი აღმოჩნდა. ბოგუმი კვლავ განაგრძობდა გზას, სასოწარკვეთილი ქვითინებდა, დროდადრო გონებას კარგავდა და მიწას ეხეთქებოდა...
უეცრად ყინულივით ცივმა წყალმა გამოაფხიზლა. არ ახსოვდა, რამდენი ხანი გაატარა უგუნებოდ. ისევ გრძნობდა, როგორ სდიოდა სისხლი ჭრილობიდან და სახსრებში ტკივიკისაგან იტანჯებოდა...
შემდეგ ორი მამაკაცი მიათრევდა და ბოგუმი ხვდებოდა, რომ იოტისოდენა ძლაც აღარ შერჩენოდა წინააღმდეგობის გასაწევად, ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. თავი რომ ასწია, დაინახა, როგორ დაჰყურებდა ზემოდან ორი იასამნისფერი თვალი- წვრილი, ავი თვალები, რომლებიც მოლეულ სახეზე მოკაუჭებული ცხვირის ზემოთ ჩამჯდარიყო. თხელი , წითელი ტუჩები შეარხია ღიმილმა, რომელიც მხოლოდ გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს გამოხატავდა და სფრთხეს მოასწავებდა.
ის რბილი, დახვეწილი და განათლებული ადამიანის ტონით ლაპარაკობდა და ამით თვალებში ჩამჯდარი ბოროტი ზრახვის დაფარვას ცდილობდა.
"-თქვენ ღირსეული მოწინააღმდეგე იყავით, ბოგუმ,"- თქვა მან, გრძელი, ნატიფი თითებით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ისე დაიხარა, თითქოს კოცნას უპირებდა.შემდეგ ფრთხილად შეეხო ოვალურ მედალიონს, რომელიც ბოგუმს გულ-მკერდს უმშვენებდა.ბოგუმმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გრაფს სახეში შეაფურთხა:
-"შეგიძლია მომკლა, ვლად დრაკულა, მაგრამ მთელ ხალხს ვერ ამოხოცავ"-ჩაიჩურჩულა მან და შიშისა და ტკივილისაგან სახე დაემანჭა.
გრაფს ისევ გაეღიმა, ისევ ისეთი გამომეტყველებით, როგორც პირველად.-"მოგკლა?- წარმოთქვა ღიმილითვე- არა, პირიქით, შენ ჩემი პრინცი გახდები, ბოგუმ".
დრაკულამ კვლავ მიუახლოვა სახე, წვეტიანი, ვარდისფერი ენით შუბლი გაულოკა და მასზე გამოჟონილ სისხლს დაეწაფა. ბიჭს ჟრუანტელმა დაუარა და მოსალოდნელი საშინელებისთვის მოემზადა.
დრაკულამ თავისი ტუჩებით სახე დაუკოცნა და კისერზე შეჩერდა. ბოგუმს არ შეეძლო, არ შეეხედა იმისთვის, ვისაც ხარბად დაეღო პირი და არაბუნებრივად, მგლის ეშვებივით ბასრი, ნემსებივით წვეტიანი კბილები მოუჩანდა. ბიჭმა მწველი ტკივილი იგრძნო, როცა გრაფმა მას რბილ კისერზე უკბინა.უცებ თავისი პატარა ვაჟიშვილი გაახსენდა, რომელიც გაქცეული იყო - და იმედოვნებდა, წარმატებით გააღწევდა სამშვიდობოს. ეს იყო უკანასკნელი ნათელი ფიქრი, რომელმაც გული გაუთბო...
მომდევნო 300 წლის განმავლობაში ბოშები ყოველდღე ელოდნენ დროს, როცა გრაფს საბოლოოდ დაამარცხებდნენ;
მომენტს, როცა საუკუნეების მანძილზე სიძულვილით ნასაზრდოები ოცნება რეალობად იქცეოდა და მათ ტომში მშვიდობა დაისადგურებდა.
______________________
ვიცი უნამუსოო ადამიანი ვარრ🤧
ჯერ არცერთი ფიკი არ დამისრულებიაა და ახალი დავიწყეე🤧
თუმცაა როდესააც ამას ვკითხულობდიი ვეღარ მოვითმინეეე დაა დავიწყეე წერაა
ისეთი შესანიშნავი იყო ბოლომდე
რომ მინდოდაა ფიკით გადმომეცა🤗
მინდაა წინასწარ იცოდეთ რომ ეს ჩემი არ არის უბრალოდ წიგნის მიხედვით ვწერ🤗
რათქმაუნდა მხოლოდ პიროვნებები და სახელები მაქვს შეცვლილი
იმედიი მაქვს ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენში ეს ნამუშევარი როგოეც შემში🤗🤧🤧
