თავი 1
სანამ კითხვას დაიწყებთ მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი პირველი ფიკია და გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით.
სამუდამო სიყვარულის გჯერათ? მე არ მჯეროდა რადგან ვიცოდი, რომ სამუდამო არაფერი იყო ამ ქვეყნად, განსაკუთრებით კი სიყვარული, ეს კი ჩემი მშობლების მაგალითზე ვიცი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ როდესაც პატარა ვიყავი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ნერვიულობა არ ღირდა რადგან ჩემთვის ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ მომატყუეს. სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი როდესაც მათ საბუთებს მოაწერეს ხელი. 2010წლის 5მაისი, ეს დგე ყველაზე კარგად მახსოვს რადგან ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით ამოტრიალდა. მათმა გადაწყვეტილებამ 10წლის გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა და რის გამო? იმის გამო რომ ერთმანეთი აღარ უყვარდათ? როდესაც სანამ დაქორწინდებოდნენ ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს ეფიცებიდნენ? ზუსტად მახსოვს, რომ მათი განშორების სხვა მიზეზი არ იყო, რადგან ისინი არასდროს არ ჩხუბობდნენ. არც მე და არც დედას არაფერი არ გვაკლდა, მამა გვიანობამდე მუშაობდა, რომ მე და დედას ყველაფერი გვქონოდა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ იყო. ალბად იფიქრებთ, რომ მაშინ პატარა ვიყავი და მათი დაშორების ნამდვილ მიზეზს ვერ გავიგებდი, მაგრამ ახლა ხომ აღარ ვარ პატარა? უკვე 26წლის ვარ და ყველაფერი საკმაოდ კარგად მესმის. ბევრჯერ მიფიქრია სხვა მიზეზი ხომ არ იყო, მაგრამ არა. შეიძლება მართლაც არის რაღაც რაც მე არ ვიცი და ერთმანეთის გადაყვარება ისაა რისიც მინდა, რომ მჯეროდეს, მაგრამ ვფიქრობ ასე უფრო გავიმარტივებ ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას, ამიტომაც ამაზე აღარ ვფიქრობ. გაშორების შემდეგ დედა სადღაც გაქრა, მე და მამა კი სამხრეთ კორეაში გადმოვედით საცხოვრებლად. მამას ყოველ ღამე ვეკითხებოდი თუ სად იყო დედა ან როდის მოვიდოდა, ის კი მეუბნებოდა, რომ დედა მისი სამსახურის გამო ვერ ახერხებდა მოსვლას და მეც პატარა და მიამიტ ბავშვს ამის მჯეროდა და ამიტომაც ყოველ ღამე ფანჯარაში ვიხედებოდი იმის იმედით, რომ სახლში მომავალ დედას დავინახავდი, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ამიტომაც 16წლის ასაკში ფანჯარიდან გეხადვა და დედას ლოდინი შევწყვიტე, რადგან მისი დაბრუნების იმედი საბილოოდ გადამეწურა.
კარგით ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტი მოგიყევით, ახლა კი დროა რომ მეც გაგეცნოთ. გამარჯობა მე ვარ ნიცა 26წლის, როგორც გითხარით მამაჩემთან ერთად სამხრეთ კორეაში(სეულში) ვცხოვრობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და YG-ის კომპანიაში ვმუშაობ. მყავს 2საუკეთესო მეგობარი და 4ძმაკაცი რომლებსაც თანდათან გაგაცნობთ.
დილის 9საათზე ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს. ვცდილობ ტელეფონი ხელით ვიპოვო, მაგრამ რომ არ გამომდის ნერვები მეშლება ვდგები და ძებნას ვიწყებ. 2წითიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე, თურმე საწოლის ქვეშ ყოფილა. ნეტა იქ როგორ აღმოჩნდა.
-გისმენთ?(მე)
-ძალიან გთხოვ არ მითხრა, რომ ახლა გაიღვიძე?(??)
-არა უკვე კაი ხანია მღვიძავს, რამე გინდოდა?(მე)
-მზად ხარ? ხომ არ დაგავიწყდა დირექტორმა თქვა, რომ 10ზე ოფისში უნდა ვყოფილიყავით რადგან მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაეკეთებინა(??)
-კი მახსოვს. გამომივლი ხო?(მე)
-კი 15წუთში მანდ ვარ და მზად, რომ არ დამხვდე არ ვიცი რას გიზამ.(??)
-კარგი-ვუთხარი და უცბად დავიწყე ჩაცმა. ისე ხო ეს იუნაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ერთმანეთი მაშინ გავიცანით როდესაც კომპანიაში სტაჟიორები ვიყავით. ის ჩემზე 1წლით პატარაა, მაგრამ ისე მექცევა თითქოსდა პატარა მე ვიყო. თმები დავივარცხნე, მოვარდსიფრო პომადა და ტუში წავისვი, პალტო და ჩანთა ავიღე და ფეხსაცმლის ჩასაცმელად გავიქეცი(ხო ახლა ნოემბრის დასაწყისია და გარეთ უკვე საშინლად ცივა)
-მოიცადე მოდი ჯერ რამე ჭამე, სად გარბიხარ-მითხრა მამამ და გაშლილი მაგიდისკენ მიმითითა
-იყოს კომპანიაში შევჭამ რამეს მაგვიანდება(მე)
-ღმერთო გასინჯე მაინც(მამა)
-კარგი, მაგრამ რომ დავაგვიანო იუნა მომკლავს-და სწორედ მაშინ, როდესაც ბლინისთვის მოკბეჩვას ვაპირებდი ტელეფონმა რეკვა დაიწყო, რომ ვნახე იუნა იყო. ბლინი დავდე და ტლეფონი მამას მივუტრიალე-აი ხომ ხედავ არა ჭამასაც არ მაცდის-ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.
-კარგი მიდი წადი თორე არ მოგასვენებს.(მამა)
-კარგი, წავედი მიყვარხარ(მე)
-კარგი მიდი წარმატებულ დღეს გისურვებ-მითხრა და ჩამეხუტა.
სახლიდან უცბად გამოვედი და სწრაფად ჩავჯექი იუნას მანქანაში.
-დააგვიანე(იუნა)
-კარგი რა ძაან ხომ არ დამიგვიანებია-ვუთხარი და ღვედი გავიკეთე მან კი ყავა მომაწოდა.
-მადლობა(მე)
-აი აიღე-მითხრა და პარკი გამომიწოდა
-ეს რა არის?(მე)
-ბლინებია. ვიცოდი რომ ჩაგეძინებოდა და ჭამას ვერ მოასწრებდი ამიტომაც გიყიდე(იუნა)
-ღმერთო საუკეთესო ხარ-ვუთხარი და სახეგაბრწყინებულმა ბლინებს შევხედე.
-ხო ვიცი, აბა წავედით?(იუნა)
-კი(მე)
კომპანიაში მალევე მივედით და პირდაპირ სათათბირო ოთახისკენ გავეშურეთ. ყველას მივესალმეთ და იუნგის გვერდით დავსხედით. იუნგი ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცია. ისიც მაშინ გავიცანი, როდესაც სტაჟიორი ვიყავი, მაგრამ ის ჩემზე და იუნაზე 2წლით უფროსია.
-ხედავთ როგორ ნევიულობენ?-გვითხრა და ყავა მოსვა.
-კი, ნეტა ასე რა ანერვიულებთ?(იუნა)
-ალბად ფიქრობენ, რომ მათ სამსახურიდან გაშვებას აპირებენ(მე)
-შენ ასე არ ფიქრობ?(იუნა)
-არა(მე)
-აბა შენი აზრით რის გამო შეგვკრიბეს?(იუნგი)
პასუხი უნდა გამეცა, როდესაც დირექტორი თავის მესაიდუმლესთან ერთად შემოვიდა და ყველანი წამოვდექით, რომ მივსალმებულიყავით.
-დასხედით! ალბად ყველას გაინტერესებთ თუ რატომ შეგკრიბეთ ასე მოულოდნელად.
ყველა დიდი ინტერესითა და მღელვარებით უსმენდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მღელვარება დირექტორის მომდევნო სიტყვებმა გამოიწვია.
-სანწუხაროდ თქვენი დატოვება მიწევს-ყველანი გავოცდით რადგან ასეთს არავინ მოელოდა. აურზაური ატყდა და ყოველი მხრიდან ისმოდა კითხვები: "რატომ მიდიხართ?" "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო?" "თქვენს ადგილს ვინ დაიკავებს?" სწორედ მაშინ დავრწმუნდი რომ ჟურნალისტებით გავსებულ ოთახში ვიჯექი.
-მეგობრებო თავადაც ძალიან კარგად იცით, რომ მთელი 55წლის განმავლობაში მთელს ჩემს დროსა და ძალებს ამ კომპანიას ვახარჯავდი, მაგრამ ახლა აღარ მაქვს იმის ძალა, რომ წინ გაგიძღვეთ. მინდა, რომ დანარჩენი დრო გავატარო ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად და ავანაზღაურო ის დრო რომლის გატარებაც მათთან სამსახურის გამო ვერ შევძელი, მაგრამ არ იდარდოთ ჩემი წასვლით არაფერი შეიცვლება...-ო ღმერთო დაიწყო. ვერ ვიტან ასე, რომ ამბობე ამბობენ, რადგან ტყულია. არაფერი შეიცვლება? რა სისულელეა, რათქმაუნდა ყველაფერი შეიცვლება და ეს ჩვენს სასიკეთოდ თუ უარესობისკენ იცის მხოლოდ ჩვენმა ახალმა დირექტორმა. სანამ ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული დირექტორი ლაპარაკს მორჩა და თქვა, რომ მისი შემცვლელი ხვალ მოვიდოდა. ასევე თქვა, რომ ის ადამიანი საკმაოდ ნიჭიერი და ჭვიანი იყო და ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ის კომპანიას ბევრ კარგს მოუტანდა.
-wow! ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამას არ მოველოდი(იუნა)
-მე კი ვიცოდი ამას, რომ იტყოდა. გასაკვირი არ არის, უკვე დაბერდა და ჯანმრთელობასთან პრობლემები შეექმნა და რათქმაუნდა სხვა გზა არ რჩება, რომ წავიდეს.(იუნგი)
-ამიტომაც გქონდა ხო გაოცებული სახე, როდესაც გაიგე, რომ მიდიოდი-ვთვი და მე და იუნას გაგვეცინა, მაგრამ იუნგი რისი იუნგია ეს სიამოვნება, რომ არ ჩაეშხამებინა.
-რახან ასეთ კარგ ხასიათზე ხართ ესეიგი სამუშაოც კარგად გაქვთ არა შესრულებული?!-თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა
-ღმერთო, რომ არ ჩაგეშხამებინა არა?(იუნა)-იუნგის პასუხი აღარ დაუბრუნებია უბრალოდ მხრები აიჩეჩა და წავიდა.
-პოლიციისგან აიღე უკვე ინტერვიუ მკვლელობასთნ დაკავშირებით?(იუნა)
-არა, ახლა უნდა წავიდე(მე)
-კარგი, მიდი მაშინ(იუნა)
-აუ შენი მანქანის გასაღები მომეცი რა(მე)
-მანქანა ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ?(იუნა)
-კი დღეს უნდა წავიდე წამოსაყვანად(მე)
-ყველაფერი ცუდი შენ რატომ გემართება? კიდევ კარგი იმ ავარიის ფული მაინც გადაგიხადა იმ ადამიანმა.
პოლიციის განყოფილებაში
-გამარჯობათ ბატონო პარკ, მე ნიცა ვარ გუშინ დაგირეკეთ, ინტერვიუ უნდა ამეღო მკვლელობასთან დაკავშირებით(მე)
-აა დიახ გამარჯობათ,მობრძანდით-მითხრა და ხელით სკამზე მიმითითა
-კარგით, გავიგეთ რომ ეწვმიტანილი გყავთ ამ საქმეში, შეგიძლიათ დაწვრილებით მომიყვეთ?(მე)
-დიახ! გავიგეთ, რომ ეწვმიტანილი გარდაცვლილს იცნობდა(ბატონი პარკი)
-და რა ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვლილსა და ეწვმიტანილს?(მე)
-გარდაცვლილმა მისგან ფული ისესხა(ბატონი პარკი)
-უკაცრავად და რა თანხაზეა საუბარი?(მე)
-15მილიონზე,მაგრამ გარდაცვლილი თანხის დაგვიანებას იგვიანებდა, რის გამოც უნივერსიტეტში ჩხუბი მოუვიდათ, ასევე მისი მეგობრები ამბობენ, რომ ეწვმიტანილი ხშირად სახლთანაც ელოდებოდა(ბატ. პარკი)
-და ოჯახისწევრებმა ამის შესახებ რამე იცოდნენ?(მე)
-არა, მათ არაფერი არ იციან ამის შესახებ. წარმიდგენაც არ აქვთ მათ შვილს ამხელა თანხა რაში დასჭირდა.
-კარგით, ასევე გავიგეთ, რომ ეჭვმიტანილის დაჭერა ჯერ ვერ მოხერხდა(მე)
-დიახ, სამწუხაროდ ასეა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ მას უახლოეს მომავალში დავიჭერთ, ახლა კი ბიდიშს გიხდით, მაგრამ მეტს ვეღარაფერს გეტყვით(ბატ. პარკი)
-კარგით, გმადლობთ(მე)
გამოვედი თუ არა მაშინვე რეპორტაჟის ჩასაწერად დავიწყე მზადება.
-ნინუცა მზად ხარ?-მკითხა ბატონმა ლიმ. ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც ნინუცას მეძახდა და მხოლოდ მას ვაძლევდი ამის უფლებას. ადრე ასე დედა მეძახდა, ხოლო იმის შემდეგ ასე არავის არ დაუძახია ჩემთვის, ნუ იქამდე სანამ ბატონ ლის გავიცნობდი. არ ვიცი რატომ,მაგრამ ეოდესაც ის ასე მომმართავს პირიქით მიხარია.
-დიახ(მე)
-მაშინ დავიწყოთ(ბატ.ლი)
ოპერატორმა უკუთვლა დაიწყო -" 5 4 3 2 1" დაიწყე!
"მოგესალმებით, მე ვარ ნიცა ახვლედიანი და ახლა ვიმყოფები პოლიციის განყოფილებაში სადაც გამოიძიებენ 19წლის ბიჭის მკვლელობას. პოლიციამ გვაცნობა, რომ გარდაცვლილმა ეჭვმიტანილისგან ისესხა ფული, კონკრეტულად კი 15მილიონი. მაგრამ დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემების გამო მათ ჩხუბი მოუვიდათ უნივერსიტეტში. ასევე გავიგეთ, რომ ეჭვმიტანილი გარდაცვლილის სახლთანაც შეუნიშნავთ. სამწუხაროდ ამ დროისთვის ეჭვმიტანილის დაკავება ვერ მოხერხდა, მაგრამ პოლიცია გვარწმუნებს, რომ მისი დაჭერა უახლოეს დროში მოხდება. დღეისთვის მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, თქვენთან იყო ნიცა ახვლედიანი. სასიამოვნო დღეს გისურვებთ."
-კარგი იყო?(მე)
-კი კარგი იყო(ბატ. ლი)
-გმადლობთ(მე)
-ნინუცა მიგიყვანოთ?(ბატ. ლი)
-არა გმადლობთ მანქანით ვარ, თან სხვაგან უნდა შევიარო(მე)
-კარგი მაშინ მიდი.


Комментарии