მე არ მომიკლავს!ხომასეა??
დღეს უჩვეულოდ მოჟამული ამინდია,არცკი გინდება ფანჯარას მიუახლოვდე,მაგრამ როცა ერთადერთი წერტილი საიდანაც შეგიძლია სამყაროს დააკვირდე შენი ფანჯარაა გინდა არგინდა იძულებულიხარ ბედს შეეგუო და შენი მდიდარი ბიძის ეზოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახედო.
გარეთ ისევ წვიმს თებერვალია და თოვლი არ გვეღირსა ამისნაცვლად ორიდღეა გადაუღებლად წვიმს,ალბათ ზეცა დამცინის.კარზე კაკუნი მესმის და იძულებული ვხდები ნაცრისფერ გარემოს თვალი მოვწყვიტო
-ქალბატონო ჯერკიდევ არ ჩაგიცვამთ?საუზმე უკვე მზადაა თქვენკი ისევ ხალათში ხართ
მოსამსახურექალი შემოვიდა ოთახში და უკვე მესამად შემახსენა მოვმზადებულიყავი უფროსწორად ჯერ მუცელი შემოვიდა შემდეგ დანარჩენი ტანი
-გავიგე ბეტი ახლავე გავემზადები
ქალმა თავი დამიქნია და კვლავ ჯერ მუცელი გავიდა ჩემი ოთახიდან შემდეგ ტანი, მე ერთხელაც გავხედე ჩვენს ეზოს და ავდექი,ცივ იატაკზე შიშველი ფეხების შეხებისას გამაჟრჟოლა და სწრაფად შევედი სააბაზანოში
თავის მოწესრიგების შემდეგ კარადა გამოვაღე უფროსწორად ოთახი რომელიც ჩემ კარადად ითვლება ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია რა ჩამეცვა რადგან მადლობაღმერთს სკოლაში ყველა ფორმას ატარებს
თმა უბრალოდ გავიშალე და ოთახიდან გამოვედი როგორცყოველთვის სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის კიბის საფეხურებთან შეხების ხმა არღვევდა სასადილო ოთახში ჩავედი სადაც ორმეტრიანი მაგიდის მხოლოდ ერთ სკამთან ელაგა სხვადასხვა საჭმლით სავსე თეფშები და უამრავი სხვადასხვა ზომა-ფორმის კოვზი-ჩანგალი რომელთა დანიშნულებაც დღემდე არმაქვს ნასწავლი
სკამზე დავჯექი და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შევხედე რომელიც ნერვების მომშლელად წიკწიკებდა წვნიანის ჭამა დავიწყე და რამდენიმე წუთში ბეტიც შემოვიდა რძიანი ყავითა და ნამცხვრით-ესეც ჩემი დესერტი
-ბიძია უკვე წავიდა?-ვკითხე მოსამსახურე ქალს ისერომ თეფშიდან თავი არ ამიწევია
-დიახ დილით ადრიანად
-და ჩემიძმა ჩემთანერთად არც დღეს ისაუზმებს?
-მასაც საქმეები ჰქონდა და უკვე კომოანიაშია
-გასაგებია
-თუ საუზმეს მორჩით მანქანა უკვე გელოდებათ
უხმოდ ავდექი მისაღებ ოთახში სავარძელზე დადებული ჩემი ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი,ისევ წვიმდა,გრილი ნიავი უბერავდა რომელმაც თმა ამიფრიალა ხელი გავიშვირე რომ წვეთები ხელისგულზე შემხებოდნენ მაგრამ ჩემზემოთ წვიმა შავი საგნის წყალობით შეჩერდა რომელიც მოულოდნელად გაიშალა
-ქალბატონო-თავი დამიკრა შუახნის კაცმა რომელსაც შავი ქოლგა ეჭირა ხელში
-დილამშვიდობის ბერნარდ
მანქანასთან მივედით ბერნარდმა უკანა კარი გამიღო, სალონში მოხვედრისთანავე სასიამოვნო სითბო ვიგრძენი და გამაჟრჟოლა,ბერნარდმა კარი მოხურა მძღოლის ადგილი დაიკავა და ქოლგა გვერდით გადადო
-ჩემი მძღოლი სადაა?
-ავად აგხდა ამიტომ დღეს მე ვიქნები თქვენი მძღოლი
არაფერი მითქვამს მხოლოდ თავი დავაქნიე გაგების ნიშნად და ფანჯარაში დავიწყე ყურება,ჩვენი სახლის ეზოს დიდი რკინის ჭიშკარი დაცვამ გააღო და ჩვენც რამდენიმე წუთში ტრასაზე აღმოვჩნდით
-გატყობთ უხასიათოდ ხართ ქალბატონო
ხმა არ ამომიღია ისევ უაზროდ ვიყურებოდი ფანჯარაში მხოლოდ რამდენიმე წუთში დავარღვიე სიჩუმე
-ბერნარდ შენიაზრით რომ მოვკვდე სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში
-ნუ...თქვენ იმდენი ფულიგაქვთ სამოთხეში ადგილის დაჯავშნა არ გაგიჭირდებათ
შვეიცარის სიტყვებმა ოდნავ გამაღიმა
-და თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო მე რომ მოვკვდე მე სად მოვხვდები-კითხვა დამიბრუნა ბერნარდმა და თან დროდადრო სარკეში გამომხედავდა ხოლმე
-დღესარადა ხვალ გავიგებთ
-ეი არცისეთი ბებერივარ რომ ხვალ ფეხები გავფშიკო
უცნაურია როგორ ცდილობს ყოველთვის ბერნარდი ხასიათზე მომიყვანოს არადა ვინაა ჩემთვის უბრალოდ შვეიცარი
რამდენიმე წუთში სკოლა იმპერიის შესასვლელთან ვიყავით აქაც გაიღო დიდი რკინის კარი და ჩემი ლიმუზინიც ,,შებრძანდა,, სკოლა იმპერიის ტერიტორიაზე. მანქანიდან გადმოსვლისას ისევ გაიშალა ჩემსმაღლა შავი ქოლგა უემოციო სახით შევათვალიერე იქაურობა სხვა ლიმუზინებიდანაც გადმოდიოდნენ ჩემი თანატოლები რომლებსაც ბერნარდივით ქოლგიანი ხალხი ემსახურებოდნენ ახლაღა დავაკვირდი-ჩვეულებრივ როცა ბავშვები სკოლაში მიყავთ დამშვიდობების ნიშნად ისინი უფროსებს ეხუტებიან სკოლა იმპერიის მოსწავლეები კი ჩემი ჩათვლით ისე შედიან სკოლის ტერიტორიაზე თავიანთი ძვირადღირებული პრიალა ფეხსაცმელებით რომ არავის ეხუტებიან დამშვიდობების ნიშნად.ან ვის უნდა ჩაეხუტონ შვეიცარებს? სისულელეა
თავი გავაქნიე რომ უაზრო ფიქრები გონებიდან გამომეყარა,ბერნარდს ქოლგა გამოვართვი და სკოლაში შევაბიჯე,დერეფანს დერეფანი მოყვებოდა ჩემი კარადისკენ მივდიოდი რომ პირველი გაკვეთილისთვის წიგნი ამეღო ,,როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი,, რა საინტერესო გაკვეთილია არა?-_- კარადისკენ მიმავალი იატაკს ვაშტერდებოდი თვალში მხოლოდ სხვა მოსწავლეების ფეხსაცმელი მეჩხირებოდა შავი,შავი კიდევ ერთი შავი ო ნაცრისფერი ისევ შავი, შავი და უეცრად თვალში მომხვდა წითელი კეტები რომლებიც სკეიტბორდზე იდგნენ და ჩემკენ მოქროდნენ, თავის აწევაც არ მჭირდება იმის გასაგებად ვის ეკუთვნოდა ეს წითელი კეტები.
-ეიიი იუ რაე
ბიჭის ხალისიანი ძახილი დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა რომ ჩემსკენ წითელ კეტებში გამოწყობილი ბიონ ბექიონი მოგორავდა სკეიტით
-გაგიმარჯოს ჟღალო-მივესალმე ბიჭს როცა ჩემსწინ გაჩერდა მეკი ჩემი კარადის წინ
-აბაააა როგორარის სკოლის ყველაზე უჟმური გოგოოო-სკეიტი ხელში დაიჭირა ბიჭმა და დამცინავი ტონით დამელაპარაკა
-გირჩევნია სკეიტი დამალო ისევ დაგიჭერენ და მე ვეღარ გიშველი-უემოციოდ ვუთხარი მე და კარადიდან საჭირო წიგნი გამოვიღე შემდეგ კლასისკენ გავემართე დარწმუნებული იმაში რომ ბექიონი უკან გამომყვებოდა
-დამიჭირონ დიდად არ მადარდებს სეულის ყველაზე ცნობილი ადვოკატის შვილივარ რას დამაკლებენ-მთელი სიამაყით თქვა მან
-მამიკოს ფულები ყოველთვის ვერ დაგიცავს ბიონ ბექიონ-ბიჭმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ ჩვენს უკან წარმოქმნილმა ღრიალმა ამის საშუალება არ მისცა
-ბიონ ბექიონნნ!!!!!!-ჩვენკენ სამი დაკუნთული სკოლის ჩხუბისთავი გამოიქცა
-ახლა რაღა დააშავე-რაც შეიძლებოდა მშვიდად ვკითხე ბექიონს უკვე აღარც მიკვირდა რომ შარში გაეხვა
-ეეემმმ მერე მოგიყვები არივედერჩი-სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და თავის სკეიტს შემოახტა ადგილს მოსწყდა და რამდენიმე წამში ბექიონს ადევნებულმა სამმა ჩხუბისთავმა მეც ჩამიქროლა
-კაფეტერიაში გნახავ იუ რაე....
-ჟღალთმიანო ასე ნუმეძახიიი-მივაძახე ბექიონს თუმცაღა ვიცოდი რომ ჩემს ხმას მაინც ვეღარ გაიგებდა
გაკვეთილები უაზროდ ნელა გადიოდა,ყველა გაკვეთილზე ფანჯარასთან ვიჯექი და ,,მოჟამულ,, გარემოს თვალს არ ვაშორებდი კლასში საუკეთესოვარ რადგან რამდენიმეწელი სახლში ჩემიძმა მასწავლიდა როცა სკოლა იმპერიაში მომიყვანეს რამდენიმე კლასს ,,გადავახტი,, რადგან განათლების დონით ჩემს თანატოლებზე მაღლა ვიყავი ასერომ რასაც დღეს მასწავლებლები მიხსნიან ჩემთვის ანი ბანია.სამი გაკვეთილის შემდეგ კაფეტერიაში ჩავედი ჩემი ულუფა ავიღე და ცარიალ მაგიდას მივუჯექი,კაფეტერიას იქ მყოფ სტუდენტებს ვათვალიერებდი
,,ჩემმა კომპანიამ ორი მილიარდი ვონის ღირებულების აქციები შეიძინა,, ,,მამაჩემმა მარკეტინგის სფეროში ჯილდო მიიღო,, ,,ჩვენი კომპანიის აქციები უკვე გაფორმდა ჩემს სახელზე როგორც მემკვიდრესი,, ,,გუშინ ახალი ჩანთა შევიძინე 160 000 დოლარად,, ,,მშობლებმა დაბადების დღეზე კუნძული მაჩუქეს,, ეს და უამრავი ასეთი უაზრო საუბარი არაფერი საინტერესო მხოლოდ მდიდარი ნაბიჭვრების მარიაჟი სხვა მდიდარი ნაბიჭვრების წინ
უეცრად ჩემსწინ თმააჩეჩილი საყელო გასასწორებელი ჰალსტუხ შეხსნილი და სუმთლად ამოჩაჩული ბექიონი დაენარცხა
-ბომჟს გავხარ-უემოციოდ ვუთხარი და ისევ ჩემს თეფშს მივუბრუნდი
-იმ უნამუსოებმა ჯერ არიციან რა შარში გახვიეს თავი
-აჰამ
-შეგიძლია ორიწუთი მაინც შეეშვა მაგ ბროკოლს და ყურადღება მომაქციო
-გასინჯავ?-მისი სიტყვები დავაიგნორე და ჩანგალზე ჩამოცმული ბროკოლი პირთან მივუტენე
-გაწიე იქით თორემ ეხლა გული ამერევა-ჩემი ხელი მოიცილა და გულისრევის იმიტაცია გააკეთა რაზეც ოდნავ გამეღიმა
-დღეს რაგეგმებიგაქვს იუ რაე
-დღეს თავისუფალივარ რაარო და ასე ნუ მეძახი
-ვიფიქრე იქნებ ჩემთან ერთად წამოსულიყავი იპოდრომზე
-ხომიცი ჩემიძმა ამის უფლებას არმომცემს ისეთი ადამიანების გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე როგორიც მე და შენვართ არშეიძლება მაშინვე ჟურნალისტების ტალღა წამოვა
-მე სულ დავდივარ და არცისე საშიშია თუ კეპს დაიფარებ და პირბადეს გაიკეთებ მიდირააა რეიჩელ გთხოოოოვვვვ-ჟღალთმიანმა ბიჭმა ხელები შეატყუბა მუხლებზე დადგა ტუჩი ამოაბრუნა და ლეკვის თვალებით შემომხედა .გველი იცის რომ ამ თვალების წინაშე უძლურივარ
-კარგი ჰოოოო თანახმა ვარრ
-იესსს-ძამოხტა და ლოყაზე მაკოცა-აი ნახავ იუ რაე მაგრად გავერთობით
-იმედიმაქვს მაგრამ შენგამო სახლიდან გაპარვა მომიწევს
-წესები იმისთვისაა რომ დაარღვიო😏
****
მე და ბექიმ ყველაფერი დავგეგმეთ ჩემი ძმის ოთახიდან მისი ძველი მოტოციკლეტის გასაღები უნდა ამეღო რომელსაც უკვე კარგახანია აღარ ხმარობს შემდეგ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხეზე უნდა გადავსულიყავი ხიდან მანქანების ფარეხზე უნდა დავმხტარიყავი მოტოციკლეტი გამომეყვანა და დაცვისთვის ყურადღება უნდა გადამეტანინებინა რამეზე რის შემდეგაც ჭიშკარი უნდა გამეხსნა და მოტოციკლეტი გამეყვანა არვიცი ბექიონს საერთოდ როგორ წარმოუდგენია ამის გაკეთება მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია მოტოციკლეტის გასაღები მე მაქვს,ჩემი ძმის საწერი მაგიდის უჯრიდან ავიღე როცა ტელეფონზე საუბრობდა ასერომ ახლა უკან დახევას არ ვაპირებ.
ბექიონის რჩევით უბრალოდ და შეუმჩნევლად ჩავიცვი

ყტყავის კურტკა მოვირგე და შავი კეპი დავიფარე რის შემდეგაც გეგმის მეორე ნაწილზე გადასვლის დრო დადგა, ხეზე გადაძრომა.არვიცი ბექიონს საერთოდ რამ გადააწყვეტინა ამის დავალება როცა იცის რომ სიმაღლის შიში მაქვს მაგრამ რაც არის არის წუწუნის დრო აღარ იყო ფანჯარა გავაღე თებერვლის სუსხმა მაშინვე მთელ ტანში დამიარა ოთახი ფანჯარაში დავდექი კანკალით გავიმართე და ფანჯრიდან ხემდე მანძილი თვალით მოვზომე. არც ისე შორს იყო ხე ,,ხარისხიანად,, თუ გადავხტებოდი არ ჩავვარდებოდი თვალები დავხუჭე ვეცადე კანკალი შემეწყვიტა ფილტვები ჟანგბადით გავასე თვალები ისევ გავახილე და გადავხტი მაგრამ ვაი ამ გადახტომას ტოტები ხელებზე და სახეზე გამეხახუნა მსხვილ ტოტს კი ჩამოვეკიდე მაგრამ ხელები სულ დამესერა ლოყაზეც რამდენიმე ნაკაწრი დამაჩნდა როცა დავრწმუნდი რომ ჩემს ,,გრანდიოზულ ნახტომს,, ყურადღება არ მიუქცევია ავიწიე მადლობა შემი სპორტის მასწავლებელს რომ ვარჯიშს მაიძულებდა,სხვა ტოტზე გადავძვერი შემდეგ კიდევ სხვაზე და რაც შემეძლო უხმოდ ფარეხზე დავხტი.იქიდან ჩამოსვლა არ გამჭირვებია ფარეხი არც ისე მაღალიიყო.კედელს ამოვეფარე და დაველოდე ჩემს ,,მეწყვილეს ამ ოპერაციაში,, რომელსაც დაცვისთვის ყურადღება უნდა გაეფანტა და აი რამდენიმე წუთში სახლიდან ლანგრით ხელში ყავითა და ათასნაირი ტკბილეულობით მოსამსახურე ქალი გამოვიდა უფროსწორად ჯერ ღიპი გამოვიდა შემდეგ დანარჩენი ტანი.რატომ მეხმარება ბეტი? იმიტომ არა რომ უნდა რამდენიმე საათით გავერთო არა უბრალოდ ბლომად ფული შევთავაზე გაქცევაში დახმარების სანაცვლოდ
დაცვის ბიჭები მაშინვე ბეტისკენ წავიდნენ ყავას ხვრეპდნენ ტკბილეულს ჭამდნენ და ვერცკი შენიშნეს როგორ გამოიყვანა ჩვიდმეტი წლის გოგომ ფარეხიდან წითელი მოტოციკლეტი როგორ გააღო რკინის ჭიშკარი და როგორ გასცილდა ციხეს სახელად მდიდრული სახლი
ტრასაზე მივქროდი გული გამალებით მიცემდა შიშისგან და აღტაცებისგან.მიხაროდა რომ რამდენიმე საათით მეგობართან ერთად გავერთობოდი მაგრამ მთელი არსებით მეშინოდა ჩემი ძმის და ბიძის ვინიცის როგორ გაბრაზდებოდნენ და რაამბავს დამატეხდნენ თავს როცა გაიგებდნენ მაგრამ ვიცდლობდი ამაზე არ მეფიქრა და თავისუფლების წუთებით დავტკბარიყავი
სისწრაფე,ადრენალინი,თავისუფლება,შიში,სიხარული,თებერვლის ცივი ქარი ყველაფერი ეს ჩემში ემოციების კორიანტელს აყენებდა მინდოდა მეყვირა ისეთი აჟიტირებული ვიყავი.ვგრძნობდი საცაა გული საგულედან ამომივარდებიდა მაგრამ უცებ....სამყარო გაითიშა ყურებში მხოლოდ ზუზუნი მესმოდა,ძარღვებში სისხლი გამეყინა როცა გავაანალიზე რომ მე...ვიღაცას დავეჯახე
ტრასაზე ვიწექი ერთიორი მეტრის იქით ჩემი მოტოციკლედი ეგდო მის გვერდით კი მხოლოდ პატარა ხელს ვხედავდი,წამოვიწიე რომ მასთან მივსულიყავი თვალებიდან ისე ვიყურებიდი როგორც ჩაორთქლილი შუშიდან მთელი სხეული მტკიოდა განსაკუთრებით ხელები და თავი როგორღაც მოვახერხე ფეხზე წამოდგომა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მაგრამ კვლავ ჩავიკეცე,ისევ ტრასაზე დავენარცხე ბოლო რაც გონების დაკარგვამდე მოვახერხე იმ პატარა ხელს მოვეჭიდე და ვიგრძენი თებერვლის სუსხისგან გაყინულ ლოყებზე როგორ ჩამომიგორდა მხურვალე ცრემლი
***
პალატაში ვზივარ ექიმი ხელის მტევანს ბინტით მიხვევს მეკი პალატის ფანჯარაში ვიყურები,ისევ წვიმს
-რეიჩელ!!...
კართან შეშინებული ბერნარდის სხეს ვხედავ და უნებლიედ ისევ ცრემლი მომდის შვეიცარი მიახლოვდება და გულში მიკრავს
-ქალბატონო როგორ შემაშინეთ
ბერნარდი თავზე ხელს მისვამს და ცდილობს დამამშვიდოს თუმცა მისი გახშირებული სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ თვითონაა დასამშვიდებელი.
-ბერნარდ ვონი სად არის???!!
-თქვენმა ძმამ მოსვლა ვერ შეძლო თუმცა ვუთხარი რომ ცოცხალიხართ
ჰაჰ! ესაა სამართალი შვეიცარმა ლამის ინფაქტი მიიღოს ჩემზე ნერვიულობისგან ღვიძლმა ძმამ კი მოსვლაც კიარ იკადრა
-ღმერთო ქალბატონო როგორ დაშავებულხართ
წარბთან დაკრულ სამედიცინო პლასტირზე და შეხვეულ მაჯაზე შემხედა
-როგორცკი გაგწერენ თქვენი ძმის ექიმთან მიგიყვანთ რამე სერიოზული არ გჭირდეთ ის კაცი სპეციალისტია არ ვენდობი ამ ექიმებს
-რადროს ჩემი ნაკაწრებია ბერნარდ გინდაც გამწერონ ფეხს არმოვიცვლი სანამ იმ ბავშვს არვნახავ სანამ პოლიცია არ მოსულა უნდა ვნახო
-რა პოლიცია?
-ბერნარდ მე ავარია მოვახდინე პატარა ბავშვს დავეჯახე ამისგამო მალე პოლიცია მომაკითხავს
-ქალბატონო თქვენმაძმამ ფული გადაიხადა კაციშვილი ხმას არამოიღებს ამ ავარიაზე პრესის ყურადღება არაფერში გვაწყობს და მითუმეტეს თქვენ წასაყვანად არავინ მოვა
ესეც თქვენი სამართალი ავარია მოვახდინე და ამისგამო არცკი გამკიცხავენ რომელ ციხეში ჩასმაზეა საუბარი.ასეთ მომენტებში საკუთარ თავზე გულიმერევა ასეთ მომენტებში ვხვდები რომ მეც მდიდარი სწერვა ვარ მინდათუარა ეს
-თქვენი ანკეტა ვნახე მაჯა გავთ ნაღრძობი და წარბი გახეთქილი გონების დაკარგვა კი შოკმა გამოიწვია საერთოჯამში ჯამრთელი ხართ შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ-მახარა ექთანმა და ჩემი ანკეტა შემოიტანა ამის თქმა და ბერნარდის სახის გაბრწყინება ერთიიყო ექთანი დაგვემშვიდობა და გასვლას აპირებდა მაგრამ მე შევაფერხე
-უკაცრავად შეგიძლიათ იმ ბავშვზე მითხრათ რამე?ჩემთან ერთად რომ შემოიყვანეს
-ა დიახ რვაწლის გოგონა ტვინის შერყევით ის...როგორგითხრათ მისი მდგომარეობა ამჟამად კი სტაბილურია მაგრამ ტვინის შერყევის გამო ჯერაც არ მოსულა გონს ასევე მარჯვენა ფეხიაქვს მოტეხილი და სხეულზე მრავლობითი დალურჯებები ბავშვი სასწაულებრივადაა გადარჩენილი
ყოველ სიტყვაზე თითქოს უბსკრულში ვვარდებოდი პატარა უცოდველი გოგონა მე მივიყვანე ამ მდგომარეობამდე მე მე გამოშტერებულმა იუ რეიჩელმა. ექთნის ყოველ სიტყვაზე სუნთქვა მეკვროდა და ვცდილობდი თავი შემეკავებინა რომ არ მეტირა იმ გოგონამ შეიძლება ვერც გაიღვიძოს და ეს ჩემი ბრალი იქნება ჩემი
-შემიძლია ვნახო?
-დიახ შეგიძლიათ დერეფნის ბოლოში მესამე პალატა
პალატისკენ წავედი თან კეპი და პირბადე გავიკეთე რომ შემთხვევით ვინმეს არ ვეცნე მაშინვე დაიწყებოდა აყალმაყალი ამ მდიდარ გოგოს რაუნდა ასეთ უბრალო საავადმყოფოშიო
პალატაში შევედი სრული სიჩუმე იდგა მხოლოდ აპარატის წრიპინი და პატარა გოგონას სუნთქვა ისმოდა საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი ის დალურჯებები გოგონას ხელზე რომ ჩანდა უბრალოდ გულს მიკლავდა ჩემდაუნებლიედ ჩუმი ტირილი დავიწყე
-მაპატიე კარგი? ძალით მართლა არ მინდოდა ალბათ მთელი ცხოვრება დაგინგრიე....ჯერ რვა წლისხარ და შეიძლება ვერც გაიღვიძო...მართლა ძალიან ვწუხვარ...ნეტავ შემეძლოს როგორმე დანაშაულის გამოსყიდვა...
გოგონას ხელზე ხელს ვუჭერდი და შავ თმებზე ვეფერებოდი როგორ მინდოდა ახლა მის ნაცვლად იქ მე ვწოლილიყავი ამის ღირსი ვიყავი ხელიდან სამაჯური მოვიხსენი და მის ჩალურჯებულ ხელს მოვარგე
-ეს დედამ მაჩუქა როცა შენი ტოლი ვიყავი ერთი მე მეკეთა ერთიმას ახლა ორივე მე მიკეთია მინდა ერთი შენ გაჩუქო კარგი?ხომ მიიღებ?
გოგონას გავუღიმე ისე თითქოს მისგან საპასუხო ღიმილს ველოდი ცლემლები შევიმშრალე და წამოვდექი რომ პალატიდან გავსულიყავი როცა უეცრად კარი ხმაურიანად გაიღო და ზღულბლზე მაღალი ქერა ბიჭი გამოჩნდა თაფლისფერი თვალებით რომლებშიც შიში იკითხებოდა
ბიჭმა გაკვრით შემავლო თვალი და მაშინვე გოგონას მივარდა მის საწოლთან ჩაიმუხლა და ჩალურჯებული აწ უკვე სამაჯურ მორგებული პატარა ხელი თავის დიდ და ნატიფ ხელებში მოიქცია
-ეი იუნჯი რაგჭირს შე მაიმუნო რა დაგემართა
ეს რა ახლა ხუმრობს? თუ ჰგონია რომ ბავშვს მისი ესმის მის ხმაში ერთდროულად იგრძნობოდა შიში ბრაზი სიყვარული... ყველაფერი მეკი უბრალოდ ვიდექი კედელს ატუზული ვერც ხმის ამოღებას ვბედავდი ვერც განძრევას ვგრძნობდი რომ აქ ზედმეტი ვიყავი მაგრამ თავს ვერ ვატანდი ძალას რომ რამე მომემოქმედა ბოლოს როგორციქნა ძალა მოვიკრიბე და პალატიდან უნდა გავსულიყავი
-შეჩერდი!
ქერა ბიჭის ხმა ახლა მხოლოდ ერთ რამეს გამოხატავდა სიმკაცრეს ამ ხმისგან ტაომ დამაყარა არ ვიცი რატომ მაგრამ მისი მეშინოდა ალბათ იმიტომრომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მე ხომ მისთვის ძვირფას ადამიანს ზიანი მივაყენე
ბიჭი მომიახლოვდა და მკაცრი თვალით გადმომხედა
-რაჭირს ჩემდას?!
-მე...ექიმი არვარ
-თუმცა რახან აქ ხარ რაღაც გეცოდინება
-მას...ტვინის შერყევა აქვს ან გაიღვიძებს ან ვერა
სიტყვები ერთმანეთს მივაყარე მეგონა თუ სწრაფად ვეტყოდი ტკივილს უფრო მსუბუქად მიიღებდა სისულელეა ვიცი მეგონა ამ სიტყვების შემდეგ ბიჭი ღრიალს დაიწყებდა ყველაფერს დალეწავდა როგორც ეს ფილმებში ხდება მაგრამ მან მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა ნელი ნაბიჯებით ისევ ბავშვის საწოლთან ჩაიმუხლა და მისი ხელი ისევ თავისაში მოიქცია
-რამოხდა!?
-ავარია
და ვსო?! სულესხარ რეიჩელ?! მეტს არაფერს იტყვი?! არიტყვი რომ შენსგამოა ამდღეში?!მშიშარახარ!! ნაგავიხარ!!!მონსტრიხარ!!!
ჩემსთავს როგორც შემეძლო ვლანძღავდი აზრობრივად საკუთარ თავს უკვე მერამდენე სილა გავარტყი მაგრამ რეალობაში მხოლოდ კართან ვიდექი,უაზროდ ვიდექი ძარღვებში სისხლი მიდუღდა მუშტებს ისე ძლიერ ვკრავდი ნაღრძობი მაჯა ალბათ საშინლად მტკიოდა მაგრამ ისე ვხურდი სირცხვილისგან და სინდისის გამო რომ ამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი
გონს იატაკზე მუშტის დარტყმამ მომიყვანა
-გპირდები გავიგებ ვინ ჩაგაგდო ამ დღეში და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ
აი ისიც ყვირილი რომელიც ფილმებშია ხოლმე ბიჭი გამწარებული ყვიროდა და იატაკს მუშტს ურტყავდა მეკი...მე ვეღარ გავძელი პალატიდან გამოვვარდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი უსინდისო ხარ რეიჩელ უსინდისო მშიშარა და უნამუსო ბოდიშიც კი ვერ მოიხადე ბოდიშიცკი
ჰოლში შესვლისას ფიქრებით მაინც პალატაში ვიყავი
-რით შემიძლია დაგეხმაროთ-მკითხა მიმღებში მჯდარმა გოგონამ
-დღეს აქ რვა წლის გოგონა მოიყვანეს ტვინის შერყევით და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით მინდა მისი ოპერაციის ხარჯები დავფარო
-ერთი წუთით-კომპიუტერში რაღაცის ძებნა დაიწყო და როცა საჭირო ინფორმაციას მიაგნო ისევ მე მომიბრუნდა
-თქვენ ვინ ბრძანდებით ამ გოგონასი?
'ცხოვრების დამანგრეველი'
-არავინ მაგრამ ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არაქვს
-არა უბრალოდ საქმე საკმაოდ დიდ თანხებთანაა და...
-გადავიხდი სულერთია რამდენია საჭირო გადავიხდი
მართალია ეს ჩემს სინდისს არ დააწყნარებს მაგრამ იმედია მის ოჯახს ეს რამეში მაინც დაეხმარება
როცა საავადმყოფოს შენობიდან გამოვედი ფიქრებით ისევ იმ პალატაში ვიყავი იატაკზე იმ ბიჭის გვერდით ვიჯექი მისი ნატიფი ხელი მეჭირა და ვეუბნებოდი რომ ვწუხდი ვეუბნებოდი რომ ვნანობდი ვეუბნებიდი რომ არცერთს ასე არ მივატოვებდი მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში რეალობაში მე გამოვიქეცი
თავი ავწიე რამდენიმე ნაბიჯი გადვდგი ქუჩაში ისევ წვიმდა
დააკომენტარეთ ღირს გაგრძელება???💜
