3 страница26 июля 2024, 18:37

2

ჯიმინის ოთახი:

d169ae43b6d849490e3f30762be852b1.jpg

იუნგის ოთახი:

94485a0b43b6c823d65ca28336139599.jpg

თეჰიონის ოთახი:

cd5b3edac3ccfcc2b31c0c772a69369d.jpg

****

ავტორი pov:

ყველა თავის ოთახში შევიდა, ჯიმინის და იუნგის ოთახი ერთმანეთის გვერდით იყო, ხოლო თეჰიონის ერთი ოთახის მოშორებით.

მგზავრობისგან დაღლილმა იუნგიმ შხაპის მიღება გადაწყვიტა და ასეც მოიქცა.
თეჰიონი მაღაზიაში წავიდა სასუსნავების საყიდლად, ხოლო ჯიმინი..რა ჯიმინი? ის უბრალოდ ტირილის ზღვარზე მყოფი ოთახში შეიკეტა. ძალიან ნაწყენი იყო იუნგის საქციელზე, არცერთ ომეგას არ ესიამოვნებოდა მსგავსი საქციელი ალფას მხრიდან.
იმის მიუხედავად რომ ხმას არ იღებს და ყველაფერს ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, არ ნიშნავს იმას, რომ მისი გული მგრძნობიარე არ არის მითუმეტეს საყვარელი ადამიანის მიმართ, რომლის ნახვას წლები ელოდებოდა.
ჯიმინმა მიიღო ის ფაქტი, რომ იუნგის თეჰიონ მოსწონს, მაგრამ თავის გრძნობებს ვერაფერს უხერხებს. ამ წლების განმავლობაში მასთან მუდმივმა კონტაქტმა მასზე დამოკიდებული გახადა, უნდოდა თუ არ უნდოდა ჯიმინს, მაიც ინსტიქტურად წერდა მას. იმის მიუხედავად რომ ამ ყველაფერს თეჰიონის სახელით აკეთებდა, მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვალა, ახლა იუნგის ვეღარ ეკონტაქტება ისე როგორც მიმოწერის დროს, რადგან მას თეჰიონი ჰყავს და იცის, რომ ყველაფერზეა წამსვლელი მის ხელში ჩასაგდებად...
ომეგას იმაზეც უფიქრია, რომ შეიძლება თეჰიონი და იუნგი მეწყვილეები აღმოჩნდნენ, ხოლო ჯიმინი უბრალოდ ხელს შეუშლის მათ.
სადღაც ნახევარი საათით იატაკზე თავჩახრილი ჯდომის შემდეგ, წამოდგა და შხაპის მუსაღებად წავიდა.

•••

იუნგი ნახევარი საათის შემდეგ ქვედა სართულზე მისაღებ ოთახში შევიდა სადაც თეჰიონი დაინახა რომელიც ტელეფონში ვიღაცას წერდა.

იუნგი: რას აკეთებ?

თე: მმ?! არა, არაფერს მეგობარს ვწერდი - თავი შემოატრიალა იუნგისკენ

თე: ჯიმინი სად არის?

იუნგი: არ ვიცი.

თე: წადი დაუძახე თავის ოთახში იქნება მე მანამ სასუსნავებს მოვიტან და რამე ფილმს ვუყუროთ.

იუნგი: კარგი.

იუნგი მეორე სართულზე ზერელედ ახეტიელდა და ჯიმინის ოთახის კარგზე დააკაკუნა

იუნგი: ჯიმინ? აქ ხარ?

სიჩუმე. ეს არის რაც იუნგის იმ წამს ესმოდა, მან კარი ბრთხილად შეაღო მაგრამ ვერავინ დაინახა, შემდეგ კი შესვლა გადაწყვიტა. ოთახი შეათვალიერა მაგრამ იქ არავინ არ იყო.
ბოლო წამს გასვლას აპირებდა როდესაც სააბაზანოდან გამოსული ჯიმინი დაეტაკა, რომელსაც პირსახოცი თავზე ჰქონდა წამომხობილი და თმას იმშრალებდა.

ჯიმინი: ვინ არის? - ჯიმინმა პირსაცოცი თავიდან უცბათ მოიშორა და იუნგისაც მოშორდა.

ჯიმინი: იუნგი ჰიონ?! რამე ხდება? - მისი დანახვით ცოტა არ იყოს გული აუჩქარდა.

იუნგი: თეჰიონმა დამაბარა ჩამოვიდეს რამე ფილმს ვუყუროთ ერთადო. ჩამოხვალ?

ჯიმინი: ამმ.. ნუუ კარგი ხუთ წუთში ჩამოვალ.

იუნგის აღარაფერი უთქვამს ისე დატოვა ოთახი. ჯიმინი სწრაფად მოწესრიგდა და დაბლა სართულზე ჩავიდა.

ჯიმინის pov:
დაბლა ჩასვლის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე თეჰიონისთვის არ მეწყენინებინა და დაბლა ჩავედი.

თე: აი ჯიმინიც მოვიდა, ახლა ფილმი ავარჩიოთ და ვუყუროთ. ჯიმინ შენ რის ყურებას შემოგვთავაზებ?

ჯიმინი: რავი ჩემთვის არ აქვს აზრი.

იუნგი: მე ჩავრთავ თქვენ დასხედით.

ფილმი იუნგიმ აარჩია მისი ყურების შემდეგ კი ყველა ჩვენ-ჩვენ ოთახებში დავნაწილდით.

***

ვტორის pov:

ერთი კვირის შემდეგ:

ამ ერთი კვირის განმავლობაში იუნგი და თეჰიონი უფრო და უფრო დაახლოვდნენ, ერთად უფრო მეტი დროის გატარება დაიწყეს ჯიმინი კი ამ ყველაფერს შორიდან "წყნარად" აკვირდებოდა, და რისი გაკეთება შეეძლო? საუკეთესო მეგობარს ბედნიერებას წაართმევდა? რათქმაუნდა არა!

ერთ დღეს ჯიმინმა გადაწყვიტა თეჰიონისთვის იუნგის შესახებ მოეყოლა და გული გადაეშალა, ნამდვილად არ აწყენდა ვინმესთან გულის გადაშლა, მაგრამ სანამ თვითონ დაიწყო ლაპარაკი თეჰიონმა დაასწრო და უთხრა, რომ იუნგის მიმართ რაღაც გრძნობა გაუჩნდა და უნდოდა რომ ამის შესახებ პირველს ჯიმინს გაეგო.
ჯიმინი რას ეტყოდა თქვენი აზრით? რათქმაუნდა მან უთხრა რომ მოხარული იყო ამ ამბის გაგებით და ბოლომდე მის გვერდით იქნებოდა.

მართალია ჯიმინისთვის რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ყურება და სახეზე ღიმილის მიკერება, მაგრამ თეჰიონს მომავალს ვერ დაუნგრევდა და მათ ურთიერთობაში ვერ ჩაერეოდა.

ამ ხნის განმავლობაში ჯიმინის და იუნგის ურთიერთობა არ შეცვლილა არც დაახლოვებულან და დაშორებიან ერთმანეთს.. ისევ ისე იყო ყვრლაფერი როგორც პირველ დღეს.

ჯიმინის pov:

დღეს მართლა არაფრის ხასიათზე არ ვარ, არც არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ თეჰიონი არ მასვენებს და საწოლიდან მაგდებს.

თე: ჯიმიინ.. ნუ ჯიმინნ ადექი რა რაც იუნგი ჩამოვიდა არსად ვყოფილვართ და პარკში მაინც გავიდეთ თან კაფეშიც გავივლით.. თუ გიყვარვარ გთხოოოვ - წუწუნებდა თეჰიონი და თან საწოლიდან მაგდებდა.

- კარგი ხო ვდგები! ვდგები! ვიცი არ მომასვენებ. მოვწესრიგდები და ჩამოვალ.

თე:კარგი მე მაშინ იუნგის ვეტყვი.

თეჰიონი ოთახიდან გავიდა მეც მოვწესრიგდი და დაბლა სართულზე ჩავედი სადაც უკვე მელოდებოდნენ იუნგი და თეჰიონი.

იუნგი: არ წავიდეთ?

მე და თეჰიონმა ერთდროულად თავი დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად და სახლი დავტოვეთ.

• • •

თე: ჯიმინ შეგიძლია მე და იუნგის ფოტო გადაგვიღო?

- კი, რა თქმა უნდა ჰიონ - ვუთხარი თეჰიონს და ტელეფონი გამოვართვი.

რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ საერთოც გადავიღეთ, შემდეგ კი კაფეში შევედით.
თეჰიონი და იუნგი ერთად დასხდნენ მე კი მათ პირდაპირ ცოტა ხანში კი ოფიციანტი მოვიდა.

- გამარჯობა, რას მიირთმევთ?

- მე ჩაი და ალუბლის ნამცხვარი თუ შეიძლება - გავუღიმე გოგონას.

თე: მე ყავა და შოკოლადის ნამცხვარი.

-ბატონო თქვენ რას ინებებთ - ჰკითხა გოგონამ ჩაფიქრებულ იუნგის.

იუნგი: აა.. უკაცრავად, მე ფორთოხლის წვენი და ქოქოსის ნამცხვარი თუ შეიძლება.

-კარგით, შეკვეთა 10 წუთში იქნება - თქვა გოგონამ და წავიდა.

- მე საპირფარეშოში გავალ - მივმართე იუნგის და თეჰიონს ხოლო შემდეგ გამოვედი.

უკან დაბრუნებულს ისეთი სურათი დამხვდა რამაც გული ამიჩქარა და ცუდად გამხადა თითქოს გულში ისარი ჩამესო - თეჰიონი და იუნგი ერთმანეთს ეხვეოდნენ ხოლო შემდეგ იუნგი მის ტუჩებს დაეწაფა.

მე ღრმად ჩავისუნთქე და მათ ზურგი ვაქციე ვეცადე ცრემლები შემეკავებინა ამას უნდა მივჩვეოდი! როდესაც ერთმანეთს მოშორდნენ მათ მივუახლოვდი.

- ბოდიშით მე უნდა დაგტოვოთ სასწრაფოდ დამირეკა ჯონგინმა ჩემმა მეგობარმა, დახმარება სჭირდება - ვუთხარი სწრაფად აღელვებულმა.

თე: ჯიმინ რამე სერიოზულია?

- არა ჰიონ უბრალოდ რაღაც მთხოვა და უნდა წავიდე. ხომ არ გეწყინებათ?

იუნგი: არა, შეგიძლია წახვიდე თუ სასწრაფოა - თქვა იუნგიმ და ამომხედა.

მე აღარაფერი მითქვამს ისე გამოვვარდი კაფედან, ტაქსი გავაჩერე და იმ ადგილას წავედი რომელიც ყველაზე მეტად მაწყნარებს რთულ მომენტებში. მართალია ის ქალაქისგან ოდნავ მოშორებით არის, მაგრამ არაუშავს ასე უკეთესია.

დაახლოებით თხუთმეტ წუთში იმ ადგილას მივედი, რომელიც მამაჩემმა გამირემონტა დრაივინგის კარგად შესასწავლად. იქ პატარა სახლიც მქონდა სადაც ზოგჯერ ვრჩებოდი და ვრჩები ხოლმე.
შინ შევედი და ქურთუკი გავიხადე გარეთ სკმაოდ ციოდა რადგან წვიმდა გამათბობელი ჩავრთე და ფანჯრიდან გავიხედე საიდანაც ტყე მოჩანდა, ოდნავ ქალაქიც.

ავტორის pov:

ჯიმინმა ფანჯრის რაფაზე თავი ჩამოდო და უფლება მისცა ცრემლებს გზა გაეკვალათ მის სახეზე.
არა, ის ხმამაღლა არ ტიროდა არც არაფერს ლეწავდ და ყვიროდა იმის მიუხედავად, რომ იქ არავინ არ იყო. ნარინჯისფერთმიანი მიჩვეული იყო ჩუმად ტირილს, მიჩვეული იყო მარტო პრობლემების მოგვარებას. არც თეჰიონს არ აწუხებდა, ყველაფერს თავისით უმკლავდებოდა.. და ახლაც ეგრეა.
შინაგანად ნადგურდება, ყოველი მისი დანახვის დროს გული უჩქარდება, ემოციებს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ სხვასთან დანახვის დროს ის ნადგურდება. მისთვის არ არის ადვილი გადასატანი ის, თუ როგორ კოცნის მისი საყვარელი ადამიანი მისივე საუკეთესო მეგობარს... ჯიმინი ვერც კი წარმოიდგენდა თუ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა, ელოდა იმედგაცრუებას, მაგრამ ასე მალე არა...

ნახევარსაათიანი ჯდომის და ერთ წერტილში ცრემლიანი თვალებით ყურების შემდეგ ნარინჯისფერთმიანი ფეხზე წამოდგა სახე შეიმშრალა, ქურთუკი აიღო და გარეთ გავიდა.

მან ავტომობილი გამოიყვანა, მასში ჩაჯდა და რაც კი შესწავლილი ჰქონდა დრიფტთან დაკავშირებით ყველაფერი სცადა.

839f4f87450933c40353c7bf23696d09.jpg

ამან უფრო დაამშვიდა ნარინჯისთერთმიანი.
განტვირთვის შემდეგ გადაწყვიტა იმ სახლშივე დარჩენილიყო.
ჯიმინმა ისე დაიძინა რომ იუნგის და თეჰიონს არ შეატყობინა არაფერი.

იუნგი და თეჰიონი სახლში:

-ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს იუნგი! - უკვე აფორიაქებული ხმით თქვა თეჰიონმა...

________
👀💅

3 страница26 июля 2024, 18:37

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!