14 страница11 сентября 2019, 11:17

თავი.14.


დილით თვალები რომ გავახილე ჰერმიონი ლოგინზე არ იწვა. ლოგინზე ჩამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე მაგრამ ჰერმიონი არსად არიყო. შემდეგ სააბაზანოს კარმა გაიჭრიალა და იქიდან ჰერმიონი გამოვიდა. თმა დაეშალა და გუშინდელი ვარცხნილობის გამო უფრო ფუმფულა გაუხდა. ტანზე კი ჩემი პერანგი ეცვა.
-მეგონა წახვედი
-მთელი ჩემი ტანსაცმელი სველია ამიტომ ვერსადაც ვერ წავალ. რამოხდა გუშინ
-რა და ღვინის ბოთლის ნახევარი გადაყლაპე შემდეგ კი სულ გადაირიე.
-გასაგებია სულ მასეა. თავი საშინლად მტკივა, პირდაპირ მისკდება- ლოგინთან მოვიდა და ფეხებთან დაჯდა.
ლოგინიდან ავდექი და კომოდთან მივედი რომელიც ლოგინისგან ორიოდე ნაბიჯზე იდგა.
მეორე უჯრა გამოვაღე და იქიდან ბოთლი გამოვირე, არვიცი რაიყო დედაჩემი მალევინებდა როდესაც თავი მისკდებოდა.
-აჰა გამომართვი- ჰერმიონს ბოთლი გავუწოდე მაგრამ მან არ გამომართვა
-ეს რა არის?
-არვიცი რაქვია მაგრამ თავისტკივილს შველის- ჰერმიონმა ეჭვით შემომხედა
-შენს მოწამვლას არ ვაპირებ-ბოთლი ლოგინზე მივაგდე და ჰერმიონისკენ დავიხარე და ისიც გადაიხარა და ლოგინზე დაწვა, მეც მივიწიე მისკენ და ვაკოცე მან კი ხელი თმაში შემიცურა.
ამდროს შემოსასვლელმა კარმა გაიჭრიალა და ვიღაცამ ჩუმად დაიწყო საუბარი
-ბოდიში რომ ყველაფერი ჩაგიშალეთ მაგრამ....-თავი ავწიე და ჯინი დავინახე
-ღმერთო ჯინი როდის ისწავლი დაკაკუნებას-ფეხზე ავდექი და საყვედურით ვკითხე მას შემდეგ კი ლოგინზე მჯდარ ჰერმიონს გავხედე, ამჯერად არ გაწითლებულა პირიქით გაბრაზებული იყო
-ბოდიშით მაგრამ ყავა ცივდება და იქნებ შემოგიტანოთ.
-ჯინი ოღონდ ოთახიდან გაეთრიე და ის ყავა თავზე გისხია-ჯინი ოთახიდა გავიდა
-ყავა სულ დამავიწყდალოგინიდან ადგა და კარებისკენ წავიდა მეკი ლოგინზე მივეგდე
-საით?
-ყავას მოვიტანთქო- ოთახიდან გავიდა თვალის დახამხამებაში დაბრუნდა ხელში ლანგარით.
ლანგარზე ორი ჭიქა ყავა და კიდევ რაღაცა ეწყო, ლოგინზე რომ დაჯდა გაირკვა რომ ეს რაღაცა ვაფლი იყო რომელზეც ზემოდან თაფლი იყო გადასხმული და ჟოლო იდო.
ჰერმიონი დაჯდა და ზურგით ბალიშს მიეყრდნო ლანგარი კი ფეხებზე დაიდო.
შემდეგ ერთერთი ფინჯანი მე გამომიწოდა მეორე კი თვითონ აიღო და მოსვა შემდეგ თავის ადგილას დადო, დანა და ჩანგალი აიღო, ბლინი გაჭრა და შეჭამა.
-მეც მინდა-უკმაყოფილოდ ვთქვი მე.
ჰერმიონმა კიდევ გაჭრა და ჩემი პირისკენ "გამოაქანა".
ბლინები საკმაოდ გემრიელი იყო რის გამო მალე შევჭამეთ და ყავაც მივაყოლეთ. ლანგარზე ბინძური ჭიქები და თეფში დავაწყვეთ და ტუმბოზე დავდეთ.
-შენი ტანსაცმელი არ გაშრა?
ჰერმიონმა თავი გააქნია
-კაი უიზლის ვთხოვ რომ მოგიტანოს შენი ოთახიდან ტანსაცმელი.
ჩავიცვი და საერთო ოთახში გავედი სადაც ჯინი იჯდა წიგნს კიყხულობდა და თან რძეს აყოლებდა.
-უიზლი...
-ჯინი და არა უიზლი
-კაი ჯინი შენი დახმარება მჭირდება.
მოკლედ ავუხსენი რა მჭირდებოდამისგან
-ესეიგი გინდა ჰერმიონს ტანსაცმელი მოვუტანო?
-ხო ზუსტად ეგ მინდა
-კარგი-უყოყმანოდ დამთანხმდა ის.
მე ოთახში დავბრუნდი და ვუთხარი რომ ჯინი მალე მოუტანდა ჩასაცმელს მაგრამ ჯინიმ იმედები გამიცრუა. მხოლოდ ჯინსის შარვალი მოიტანა და მეტი არაფერი. არც ზედა, არც ბიუსჰალტერი მხოლოდ შარვალი და კეტები.
-მეორეჯერ არ დავბრუნდები იქ-თქვა ჯინიმ ეშმაკურად გაიღიმა და შარვალი მესროლა კეტები კი იატაკზე დააგდო შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
ჰერმიონს მივუბრუნდი რომელიც გაბრაზებული მიყურებდა
-მერა? თვითონ გაიგე რაც თქვა..- და ჰერმიონს თავისი შარვალი ვესროლე.
მან შარვალი ჩაიცვა შემდეგ კეტებიც და უკმაყოფილოდ ჩაიხედა სარკეში.
-ამით არავის არდავენახვები.
-კიმაგრამ ესხომ შენი შარვალია?!
-შარვალი კი მაგრამ პერანგი არა, ჯერერთი დიდი მაქ , მერე მეორე შიგნით არაფერი არ მაცვია და ყველაფერი მიჩანს- ასეთ პასუხზე ჰერმიონის "ფორმებს" დავაკვირდი და ეშმაკურად ავათამაშე წარბები.
-კაი ხო- კარადასთან მივედი გამოვაღე დაიქიდან სლიზერინის მწვანე სვიტრი ამოვიღე, რათქმაუნდა ქვეყნის სხვა სვიტრი მქონდა მაგრამ...
-ღადაობ?
-სხვას ვერ გათხოვებ ან ამით წახვალ ან პერანგით, ან საერთოდ შიშველი. სვიტრი ხელიდან გამომგლიჯა და კუთხეში დადგა და ზურგი შემაქცია. ჩემი პერანგი გაიხადა
-ნუ მომჩერებიხარ- ისე მითხრა რომ თავიც არ შემოუტრიალებია ჩემსკენ შემდეგ კი ჩემი, სლიზერინის სვიტრი გადაიცვა და შემოტრიალდა.
-იცი მწვანე გიხდება
-მე ყველაფერი მიხდება-ჩემთან მოვიდა მაკოცა და კართან მივიდა
-უკვე მიდიხარ?- ხელი ჩავავლე ჩემსკენ შემოვატრიალე დაწელზე ხელი მოვხვიე.
-ხო ტანსაცმელს მერე წავიღებ რომ გაშრება
მომშორდა და ოთახიდან გავიდა.
თვალი ჯინის მოვკარი რომელიც წარბებს ათამაშებდა და თვალს არ სწყვეტდა სლიზერინის სვიტრს. კარი მივკეტე და ოთახის დალაგებას შევუდექი. ჯერ ლოგინი დავალაგე შემდეგ კი ბინძური ტანსაცმელი მათ შორის ჩემი სმოკინგი და ჰერმიონის ბიუსჰალტერის კოლექცია ავკრიფე და გასარეცხად შევიტანე სააბაზანოში.
დღეს რა მეკეთებინა არვიცოდი. ჰერმიონთან მინდოდა დავრჩენილიყავი მაგრამ მან წასვლა გადაწყვიტა. წიგნის კითხვა დავიწყე თითქმის ორი საათი ვკითხულობდი მერე კი მომწყინდა.
ეხლა დიდიბსიამოვნებით დიდ კომპანიაში დავჯდებოდი და რამეს ვითამაშებდი.
კიმაგრამ რატომაც არა?!
ელდანაცემივით გავვარდი საერთო ოთახში სადაც ისევ ჯინი იჯდა რამაც გამაკვირვა.
-ჯინი ადექი ჩქარა ჩქარა წადი პოტერს და ჰეტმიონს დაუძახე
-რახდება?
-გაგიმართლათ დღეს მალფოი კარგ ხასიათზეა, მე წავალ ზაბინს და კიდევ ვინმეს მოვიყვან.
საერთო ოთახიდან გავვარდი სლიზერინის საერთო ოთახისკენ.
შიგნით რომ შევედი სლიზერინელები მე მომაშტერდნენ.
ბევრნი არიყვნენ ალბათ გუშინდელის მერე ყველას ეძინა მაგრამ გამიმართლა რომ ზაბინი დივანზე იჯდა გვერდით კი პენსი ეჯდა. მათთან მივედი და ზაბინი ძალით ავაყენე ფეხზე და ოთახიდან გავათრიე პენსი კი ბრაზით მიყურებდა.
გზაში ლუნა შემხვდა და გადავწყვიტე ისიც თან წამეყვანა და მასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა.
საერთო ოთახში რომ შევედით ჰერმიონი ჰარი დაჯინი სავარძლებში ისხდნენ.
მოკლედ ავუხსენი ჩემი ჩანაფიქრი.
ჯინიმ სამაგიდო თამაში მოიტანა. იატაკზე დავსხედით. თამაშში მხოლოდ სამს შეეძლო მონაწილეობის მიღება ამიტომ გუმდებად დავიყავით, პოტერი დაუიზლი , ზაბინი და ლუნა, რაღათქმაუნდა მე დაჰერმიონი. ჰერმიონს ისევ ჩემი სვიტრი ეცვა ოღონდ ახლა აშკარად ეტყობოდა რომ შიგნით ბიუსჰალტერი ჩაეცვა.
თამაში დავიწყეთ. საკმაოდ დიდხანს და ინტენსიურად ვთამაშობდით საღამოს ხუთი საათი იყო როდესაც თამაში დავასრულეთ და დაშლა დავიწყეთ.
ცნობისთვის მე დაჰერმი პირველ ადგილზე გავედით გასაკვირვიც არიყო სლიზერინელისა და გრიფინდორელის ერთად თამაშით ასეთი შედეგი რომ მიიღეს.
ჯინი თავის ოთახში რომ შევიდა ჰერმიონმაც დააპირა წასვლა მაგრამ მე დარჩენა ვთხოვე დაისიც დამთანხმდა.
მე სავარძელში ჩავესვენე ის კი კალთადი ჩამიჯდა.
-გუშინ შენთვის საჩუქრის მოცემა სულ დამავიწყდა-ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან შავი ხელით დაპწნილი სამაჯური ამოიღო რომლის შუაგულში ჟეტონიიყო ჩაწნილი, მან სამაჯური გამომიწოდა და მემას ყურადღებით დავაკვირდი. მასზე გული იყო ამოკაწრული გულში კი ჩვენი ინიციალები ეწერა. მან სამაჯური გამომართვა და ხელზე გამიკეთა, იმ ხელზე რომელსაც ჯერკიდევ "ამშვენებდა" შავი ნიშანი, მან ნიშანზე ხელი გადაუსვა და მაკოცა.
-დრაკო მალფოი....მიყვარხარ...
-მეც მიყვარხარ მისის მალფოი
ჰერმიონმა გამიცინა და მაგრად ჩამიხუტა...
მე ის მართლაც მიყვარდა, ყველაფერზე მეტად...

14 страница11 сентября 2019, 11:17

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!