1 страница13 сентября 2020, 08:37
1
ეს ისტორია რომელიც ეხლა უნდა გიამბოთ რეალურად მოხდა 2010 წელს ქალაქ სეულში.
მაშინ ჩვენს ქალაქში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელსაც საინფორმაციო წყაროებმა სახელად "მოთვალთვალე" შეარქვეს. ის ძირითადად გოგოებს იტაცებდა და საშინლად აწამებდა. იშვიათად ინტერესდებოდა ბიჭებით.
მე შემთხვევით მისი ჩანაწერები ჩამივარდა ხელში.
ის იწერდა თითოეულ დღეს დაწვრილებით. იჯდა დივანზე და მშვიდად საუბრობდა თავისი ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
ზოგჯერ მძიმე კადრებსაც მხვდებოდა ჩანაწერებს შორის და ვერ აგიღწერთ რამდენად მძიმე სანახავი იყო ჩემთვის.
ყველა ასეთ დისკს ეწერა მსხვერპლის სახელი ..
ყველა ჩანაწერს სამჯერ მაინც ვუყურე, რომ ყველაფერი კარგად გადმომეცა თქვენთვის.
1 страница13 сентября 2020, 08:37
Комментарии
Пока нет комментариев. Будьте первым!
