თავი 17
თეჰიონმა მობილურს უპასუხა და ბოდიში მოხდით სადღაც წავიდა ეს რა მეღადავება ცოტაც და ვეტყვოდი რას ვგრძნობდი ფუ ამის ჯიში გაწყდა;-;
ცოტა ხანში მეც დავბრუნდი სახლში და მთელი გზა თეჰიონზე ფიქრში გავატარე რა იქნება თუ ვეტყვი და ჩემს გრძნობები ორ მხრივი არ იქნება? ამის შემდეგ ჩვენს შორის რაღაც უხერხულობა გაჩნდება და თეჰიონთან კონტაქტიც გამიწყდება?, მომენტებში მგონია რომ შეყავრებულები ვართ, მომენტებში კი საკუთარი უფროსი ძმა მგონია ისე მელაპარაკება, და თუ ორ მხრივი იქნება ეს გრძნობა? ვიქნებით თუ არა ბედნიერები და სიცოცხლის ბოლომდე გვეყვარება ერთმანეთი,თუ ერთ ორ თვეში ყველა წყვილის ნაირად დავშორდებით ამ ფიქრებით სახლამდე მივედი ქურთუკი გავიხადე და მისაღებში შევედი ჯიმინი იჯდა და ფილმს უყურებდა.
ჩიმი:ვა ესე მალე დაბრუნდი?
პასუხი არ გავეცი უბრალოდ მივედი მის გვერდით წამოვწექი და თავი კალთაში ჩავურგე.
-სანა კარგად ხარ?
-კი
-მე ესე არ მგონია.
-გთხოვ უბრალოდ ვიწვები ესე
-კარგი
ფილმს მივაქციე ყურადღება და როგორც ყოველთვის რომანტიკა,წყვილი რომელსაც მშობლები უკრძალავენ ერთად ყოფნას და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა მეეჰ, ნელ-ნელა თვალები მეხუჭებოდა დ მალევე ჩამეძინა,დილით კი ჩემსდა გასაკვირად ლოგინში გავიღვიძე თავი მოვიწესრიგე ფორმა მოვამზადე და ქვევით ჩავედი დედა ისევ არ იყო სახლში, სამზარეულოში ჯიმინი დამხვდა რომელიც ცდილობდა საუზმე მოემზადებინა ჩუმად მივეპარე და უკნიდან ჩავეხუდე.
-მადლობა
-ვახ შენი!!!გამისკდა გოგო სათუთი გული,რა მადლობა აგიტყდა?
-დივანზე რო არ დამტოვე და საწოლში ამიყვანე.
-აა არაფრის რჩევა მაქვს შენთვის... ნაკლები ჭამე საქონელი ხარ ძლივს დაგძარი!
ჯიმინის რტყმა დავუწყე
-კაი კაი გეყო!
-შენი აზრით ამას შეგარჩენ?!
-მაპატიეთ თქვენო უდიდოლესობავ!
-გპატიობთ საუზმე მომართვით
მან წინ თეფში დამიდო რომელზეც საჭმელი იდო და ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა
მე:მოვკვდები?
-არ ვიცი ჭამე და ნახავ
-ჯანდაბას გავრისკავ!
ლუკმა ჩავიდე პირში და საკმაოდ გემრიელი იყო, ჯიმინს ერთი ორი კომპლიმენტი ვესროლე და გამოსაცვლელად წავედი. ჯიმინიც მალე გამოეწყო და სკოლისაკენ ავიღეთ გეზი,სკოლაში კაი ამბები არ მელოდა განცხადებების დაფაზე ასეთი განცხადება დამხვდა გამოცდა კორეულ გრამატიკასა და მათემატიკაში, ესენი მეკაიფებიანნ?!მთელი სკოლა ყირაზე იდგა რადგან წესით წლის დასაწყისში ამბობენ ყველაფერს მაგრამ სკოლამ ვერ მოგართვითო და დაგვინიშნეს დათხოვიდან ერთი კვირის შემდეგ. სკოლა დამთავრდა თუ არა სახლში გავქანდი "ცოდნის მისაღებად" მათემატიკა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს აი კორეული კიი...ერთადერთი შველა თეჰიონია მასვე დვურეკე.
-თეჰიონააა!
-რა დამიძახე?
-აუ აუ თეე ხო იცი დილით რომ გამოცდა გამოაცხადეს?
-რეებს მეძახი გოგო?
-ოეე მისმენ ვაფშე ?
-კი მერე რო გამოცხადა?
-გრამატიკაში დამეხმარრე! გეხვეწები თეჰიონნაა გემუდარები!!!!
-კაი ხო მოვდივარ
-იესს! გელოდები!!!
თეჰიონის მოსვლამდე მეორე სკამი ამოვიტანე რომ წინადღის სიტუაცია არ მომხდარიყო, წიგნები მოვამზადე და კარის ზარის ხმაც გაისმა, ქვევით ჩავედი კარი გავაღე და თეჰიონის მომღიმარე სახე შემრჩა ღმერთო რატომარის ესეთი აი აი ესეთი!! სახლში შემოვუშვი და ზევით ავიყვანე.
მე:აბა განმანათლე!
თე:ამომასუნთქე.
-ვსიო ამოისუნთქე ხოდა დავიწყოთ მოკლედ ეს და ეს ვერ გავიგე.
-რატომ დავთანხმდი ამას! ოღონდ იცოდე ვალში იქნები ჩემთან და რასაც გთხოვ მისრულებ!
-უპრობლემოდ!
ახსნა დამიწყო და მის ახსნილს უფრო კარგად ვიგებდი ვიდრე მასწავლებლისას, ჩვენი "გაკვეთილი" ჯიმინმა დაარღვია
ჯიმინი:თეჰიონ...
-რაა?
-მეც დამეხმარე რა...
-შენ რაღა გინდა?
-ჩვენც დაგვინიშნეს გრამატიკა ძაან მოთხოვნადია.
-მასწავლებლად კი არ ვარ დაბადებული!
თეჰიონი ადგომას აპირებდა მე
და ჯიმინმა მხრებზე ერთდროულად დავადეთ ხელი და ადგილზე დავსვით
მე:აბა აქ რო მიდოდი რა გეგონა?
თე:ჩემ ბედს......
ორ საათიანი მეცადინეობის შემდეგ ჩემი და ჯიმინის გამოლენჩებულ თავში რაღაცა შევიდა, თეჰიონი მალევე წავიდა უბრალოდ ჩაი მოწრუპა და ისევ საქმეებზე გაიქცა როგორც წინაზე, გამაგებინა რა ერთი რა საქმეები აქვს! ინსტაგრამზე შევედი და პოსტი დავდე

ზუსტად 5 წუთში ტელეფონმა რეკვა დაიწყო "თეჰიონი"
მე:გსმენავ
-როდის გადაიღე?!
-როცა თემას მიხსნიდი
-მერე მისმენდი თუ ჩემი ტკბობით იყავი დაკავებული?
-ხო
-რა ხო?
-ჯიმინი მეძახის კარგად!
-ოხ სანაა!
ყურმილი დავკიდე და ლოგინზე დავეგდე თან საკუთარი თავით ვიყავი კმაყოფილი არ მკითხოთ რატომ.
დასვენების პირველი კვირის 2-3 დღე სახლში ოჯახთან ერთად გავატარე შემდეგ კი ჩემსდა ძალიან გასაკვირად ერთმა ძალიან სიმპატიურმა ყმაწვილმა დამირეკა
-გისმენთ
-ვერ მიცანი?
-ემმ ვერა...
-ესე მალე ივიწყებ ხალხს?
-რომელი ხარ?
-ოხ სანაა ვინ ვიქნები??
-მერავიცი აბა
-ხმაზეც ვერ მცნობ?!
-აუუ ვერაა
-ლისას ძმა ვარ.
-უი ბექიონ! როგორ ხარ.?
-ნერვებ მოშლილი
-რატო?
-ეხა ხანს მომიშალა ერთმა სულიერმა!
-მაპატიე, გინდოდა რამე კიდე ხომ არ უნდა ლისას დახმარება?
-არა არა,ხვალ გცალია? მადლობა მინდა გდაგიხადო დახმარებისთვის.
-კი
-მშვენიერია,მისამართი მომწერე,ხვალ გამოგივლი და გავიდეთ სადმე.
-ოქეი
ბედნიერზე ბედნიერმა დავიძინე პირველ რიგში იმიტომ რომ თეჰიონთან თითქმის მთელი დღე გავატარე და მეორე რომ ბექიონმა დამირეკა.
შემდეგ დღეს ბექმა მაცნობა რომ 4ზე ჩემთან იქნებოდა მოვემზადე.
ბექიონიც მალე მოვიდა ვუთხარი რომ ქალაქი კარგად არ ვიცოდი ამიტომაც რამე ისე ადგილას წავეყვანე რომელიც ყველა კორეელს უნდა სცოდნოდა და რაღაც სავაჭრო ცენტრში ამოვყავით თავი
-ჯერ აქ ვისადილოთ,დავათვალიეროთ და მერე კიდე ერთ ლამაზ პარკში უნდა წაგიყვანო.
-კარგი ბატონო!
სავაჭრო ცენტრის ათასნაირ მაღაზიაში ვიყავით და უკვე წასვლას ვაპირებდით თან იმდენი ხალხი ირეოდა ერთმენთში ბექიონი ლამის დავკარგე, უცბად ვიღაცა ხელს მკიდება და თავისკნე მატრიალებს...
