თავი 30
ბიჭი მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა
-ბექიონ აქ რას აკეთებ?!
-თქვენ ქალბატონო სანა?
-მე დაქალმა მომიყვანა
-მე კიდე ჩემი მეგობრის ფართიზე მოვედი
-აუუ როგორ გამიხარდა შენი ნახვაა!!
ბექიონს მოვეხვიე
-მარტო ხარ?
-რას გულისხმობ?
-ბეგობარ ბიჭს.
-აა აქ მარტო ვარ და ისე არა!
-ვაიმე ვინაა ის ბედნიერი პერსონა?
-თეჰიონი
-ოო კაი რა რაის თეჰიონი ჯერ იყო და ლისა დაყვებოდა მაგას ეხა შენ!
-მომისმინე მე ლისა არ ვარ ამიტომაც ნუ იდარდებ ყველაფერი კარგად გვაქვს.
-მე ბოდიში,დალევ რამეს?
-რატომაც არა
-ბარმენ ორი ვისკი ყინულებით!
ბარმენმა ბექიონის ბრძანება შეასრულა და დალევა დავიწყეთ ერთი ჭიქა, ორი, სამი, და სანა არის ძალიან მთვრალი, ბექიონმა საცეკვაოდ გამიწვია და როგორც მოგეხსენებათ მთვრალ მეს ჭკუა არ მომეთხოვება და სულ მალე ძაან თამამად ვცეკვავდით ორივე, ბექიონი აქა იქა მეხებოდა და ეს არ მანაღვლებდა პირიქით არც ვუშლიდი ამის გაკეთებას, დიჯეიმ შესვენება გამოაცხადა და დაღლილები დივანზე დავჯექით.
-წამო ზევით კარგი განსატვირთი ოთახი არის დავისვენოთ და ჩამოვიდეთ!
-კარგი
ბექიონმა ხელი მომკიდა და მეორე სართულზე რომელიღაც ოთახში შემიყვანა და კარები გადაკეტა, საკეტის ხმა არ გამიგია ამიტომ არაფერი არ მქონდა სანერვიულო იქვე პუფი ეგდო და მასზე წამოვგორდი ბექიონი კი ჩემს წინ საწოლზე დაჯდა.
მე:დავიღალე!
-მეც!!
ჭერს ვუყურებდი და თანდათან თვალებს ვხუჭავდი და ცოტა ხანში საკუთარ ტუჩებზე ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი თვალები დავჭყიტე და დავინახე ბექიონი რომელიც ჩემს სახესთან ძალიან ახლოს იყო სულ რაღაც 3-5 სანტიმეტრი გვაშორებდა და მალე მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ბოლო ძუკნასავით ავყევი მაგრამ როდესაც ვიგრძენი რომ მისი ხელები ჩემს ფეხებს ეფერებოდა და კაბის ქვეშ ნელ ნელა მიდიოდნენ გამოვფხიზლდი და კოცნა გავაწყვეტინე.
ბექ:მოხდა რამე?
-კი შეყვარებული მყავს და ამას არ უნდა ვაკეთებდე!
-ვერ გაიგებს.
-არა ბექიონ!მოდი დავივიწყოთ ეს კოცნა და უბრალოდ დავიშალოთ!
-ოოო არა პატარავ პასუხს აგებ იმისთვის რომ ჩემი პატარა მეგობარი გააღვიძე წამიერად ამიყვანა ხელში და ლოგინზე დამაგდო
-ბექიონმ მომშორდიი!!!!!
გეგონება კედელს ველაპარაკებოდი, ბექიონი აგრძელებდა უხეშ კოცნას და ჩემი ტანსაცმლიგან განთავისუფლებას ბოლო ხმაზე ვყვიროდი, ვურტყავდი მაგრამ ამაოდ მაგრად ეკიდა, მისი ერთადერთი მიზანი იყო საკუთარი თავის დაკმაყოფილება!
ძალების ბოლო წვეთამდე ვეწინააღმდეგებოდი, ვურტყავდი და ვყვიროდი. ბოლოს აზრი აღარ ქონდა არაფერს უბრალოდ გული წამივიდა ალბათ ასე 10-20 წუთი ვიყავი წყლის წვეთებმა გამაღვიძეს თვალები შიშით გავაღე და ჩემს წინ ნენსი იდგა რომელსაც წყლის ჭიქა ეჭირა
-სანაა როგორ ხარ?!
-რა მოხდა?
-ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო არაფერი არ დაუშავებია.
ვგრძნობდი რომ ჩემს მეორე ხელს ვიღაცა მწარედ უჭერდა თავისას, ხელზე დავიხედე და ეს ვიღაც თეჰიონი იყო გამეღიმა და ჩემი თითები მისაში ჩავხლართე რაზეც ის შეკრთა და მე გამომხედა.
