26 страница2 мая 2026, 01:43

თავი 26

სახლამდე მივედი და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჰელოუინია და არა ახალიწელი, არანაირი ნათურები და ყველაფერი ჩაბნელებული, კარებთან მივედი და დავაკაკუნე 6-7 წუთი დგომის შემდეგ მძიმე არტილერიას მივმართე და კარები ჩემით გავაღე და შიგნით შევედი
-ნენსიი...თეე...
მეორე სართულზე ავედი ნენსის ოთახი შევამოწმე სიცარიელე, და ბოლოს თეჰიონს მივაგენი თავის ოთახში რომელისაც პატარა ჩვილი ბავშვივით ეძინა, მის გვერდით დავწექი და სახეზე ფერება დავუწყე და ვერც შევამჩნიე როგორ გაიღვიძა.
-სანაა...აქ რას აკეთებ?
-შენთან მოვედი...
-მოხდა რამე?
-კი მომენატრე და სახლიდან წამოვედი.
-მეც მომენატრე.. მაიცა რა ქენი?
-ჰო ჯიმინი მეჩხუბა და წამოვედი.
-რაზე გეჩხუბა ?
-შენი აზრით
-გაიგო?
-მე ვუთხარი
-რატო უთხარი? ან რანაირად უთხარი?
-რავიცი ვიფიქრე რომ უნდა სცოდნოდა
-....მაპატიე უბრალოდ მეც ალკოჰოლის ქვეშ ვიყავი და შენც ნება მომეცი ხომ იცი რომ ამას არასდროს არ დაგაძალებდი.
-კაი რას მიხსნი გეგონება არ ვიცი რაც ვარ
-მშვენიერება ხარ...
-მიყვარხარ!
-მეც
თეჰიონმა მაკოცა და ზედ მიმიკრო რაღაც ხანი ესე ვიწექით
მე:2 საათში ახალი წელია
-მერე?
-ესე ხო არ ვიწვებით
-რატომაც არა?
-არ გინდა რამე პატარა სუფრა? სასმელი?
-შენ მომდევნო ერთი თვე არ დალევ და მანამდე სანამ ცოლად არ მოგიყვან!
-ეე თეჰიონნნ!
-არა თქო სანა.
-თეჰიონააა გეხვეწები ერთი ყლუპი მაინც
-არა... ჩაიცვი და წავედით
-სად?
-რაღაც გამახსენდა და იქ გავატაროთ ახალი წელი.
თეჰიონს ზურგზე შევაჯექი და ქვევით ესე ჩავედით ქურთუკები ჩავიცვით და სადღაც წავედით მანქანა მარკეტთან შეაჩერა
-იყავი და მოვალ.
თეჰიონი მანქანიდან გადავიდა და ნახევარ საათში რამოდენიმე პარკით დაბრუნდა და როდესაც მათ უკან ალაგებდა ბოთლების ხმა გაისმა.
-ჰეჰე მაინც იყიდე ხო სასმელი?
-შენ გგონია დაგალევინებ?
-მარა ხო იყიდე დებილი თუ არახარ მარტო არ დალევ და მშვენიერ ლედის ესე არ დატოვებ
-მაგ მშვენიერმა ლედიმ შარში გამაყოფინა თავი
მანქანა დაიძრა და სად ჯანდაბაში წავედით არ ვიცი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საყვარელი ადამიანი ამაზე
მნიშვნელოვანი არაფერია სულ მალე ქალაქ გარეთ მყოფ პატარა ქოხში მივედით საკმაოდ საყვარელი და კომფორტული იყო და რაც მთავარია ბუხარი არის,სახლში შევედით და თეჰიონს პროდუქტების დალაგებაში დავეხმარე ჰეჰე 2 ბოთლი წითელი ღვინო იყიდა.
მე:რამდენი ხანი ვაპირებთ აქ დარჩენას?
-რავი 2-3 დღე, რა იყო?
-გამოსაცვლელი არაფერი არ მაქ
-გაქვს , მანქანაში უკან შენი ჩანთა იყო წინა სურპრიზიდან რო წამოვედით ხოდა იქ გაქვს რაღაცეები
-მშვენიერი!
პროდუქტების განთავსებას მოვრჩით და თეჰიონმა ბუხარი აანთი და მის წინ მდგომ სავარძელზე ჩახუტებულები მოვკალათდით.
-მახსოვს ერთხელ ჯიმინი და ბემიც გაიპარნენ მაგრამ მაშინ ზაფხული იყო არავის არაფერი არ უთხრეს და ისე წავიდნენ,მაინც ვიპოვეთ და ყველაზე უდროო დროს დავადექით ხოდა ჯიმინმა მაგრად დაგვტუქსა ყველა, მეც
მაგრად მეჩხუბა იუნგის მითუმეტეს.
-რაზე გეჩხუბათ?
-იმაზე რომ რომანტიკა ჩავშალეთ, მერე ლაპარაკი ინტიმზე იყო ხოდა ვჭყიტე თვალები და მაგაზე მეჩხუბა შენ საიდან იცი ეგეთებიო მერე დამალობანას ვთამაშობდით და პირველი მე ვიხუჭებოდი ვერ წარმოიდგენ როგორ მეშინოდა ამხელა ტყეში მარტო თან არც იცი ვინ სად არის და ბოდიალი გიწევს.
-😂😂
-რა გაცინებს!!!!
-არაფერი ჩემი მშიშარა!
-შენც მოყევი რამე სულ მე და მე.
-მე დიდად ბავშვობა არ მქონდა დედა საზღვარგარეთ, მამა სახლში რომელსაც არასდროს არ ცალია უმცროსი და რომელსაც ყურადღება უნდა მოკლედ რომ ვთქვათ ადრე გავიზარდე.
-ჰომ მაგრამ ჯობია უყურადღებობაში იყო ვიდრე საერთოდ არასასურველობაში.
-რას გულისხმობ ?
-საკუთარ თავს,არასასურველი შვილი ვარ რომელიც მხოლოდ მამას უყვარდა და ისიც მე მოვკალი
-მომიყევი ნორმალურად მაგ ავარიაზე.
თეჰიონს ის დღე მოვუყევი დაწვრილებით.
-შენ არაფერ შუაში ხარ.
-ყველა მაგას რატომ მეუბნება, როცა ვიცი რომ ჯიმინსაც და დედასაც გულის სიღრმეში ვძულვარ და ვერ მიტანენ, მეთვითონ ვერ ვიტან საკუთარ თავს სხვას რა სიყვარული უნდა მოვთხოვო?
თეჰიონს მივეკარი და ცრემლები გადმოვყარე.
-მე მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე გუშინ, და იმაზე ნაკლებად ვიდრე ხვალ, ისეთი როგორიც ხარ❤️...

26 страница2 мая 2026, 01:43

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!