15 страница2 мая 2026, 01:43

თავი 15

დამრიგებელმა ლისასთან მისვლა მირჩია სახლში გავიარე გამოვიცვალე და მასთან წავედი კარზე დავაკაკუნე და ლისამ კარი გამიღო.
-სანა? შენ აქ რა გინდა?
-სკოლაში ერთი კვირაა რაც არახარ ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდა თქო.
-არა არაფრი მშვიდობა მაქვს უბრალოდ არ მინდა სიარული.
კარების დაკეტვას აპირებდა
-არც შემომიშვებ შიგნით?
-თავი ხომ არ მიარტყი რამეს? რა კეთილი ხარ?
-კი თეჰიონმა მიმარტყმევინა დღეს დაფას... მართლა არ ვხუმრობ.
-ღირსი ხარ!_ თქვა და თან გაიცინა.
-მორჩი ჩემს კბენას და გისმენ რატო არ დადიხარ?
-არაფერი ისეთი შეუძლოდ ვარ და ვერ მოვდიოდი.
-ლისა ტყუილი არ შეგიძლია იცი?
-მართლა არაფერი არ ხდება!
?:ლისსს
-ვინაა?
-ჩემი ძმა
ლისა ზევით ავიდა, მეც ვითავხედე და სახლში შევყევი ცოტახანში სისხლიანი სახვევებით დაბრუნდა.
-ლალისა ამიხსნი რა ხდება?
-ერთი კვირის წინ ჩემი ძმა რაღაც შეკამათებაში მოყვა და დაჭრეს, ჯერ სავადმყოფოში იყო, შემდეგ კი გამოწერეს და ამიტომაც ვერ მოვდიოდი, მშობლები აქ არ არიან რომ მიხედონ და სახლიდან ვერ გავდივარ. სახვევებიც მიმთავრდება მშობლები დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ მაგრამ ვერ ახერხებენ.
-მე გავალ მე ვიყიდი რა პრობლემა!
-არ მინდა დღეს მეყოფა.
-გავალ ვიყიდი და მოვალ!
-მოიცა ფულს მოგცემ!
-მააქვს!!!
სახლიდან გამოვედი და 500 მეტრით მოშორებულ აფთიაქში შევედი ბინტი სპირტი და საჭირო რაღაცეები ვიყიდე ლისასთან დავბრუნდი
-ლისაა! სად ხარ?
-ზევით!
ხმას გავყევი და ოთახში შევედი და ადგილზევე გავშრი ღმერთო რა სიმპატიური ძმა ყავსსს!!! ვაიმე დამიჭირეთ ვინმემ! თვალს ვერ ვაშორებდი
სანა:გამარჯობა
?:სალამი
ლისა:სანა გაიცანი ჩემი ძმა ბექჰიონი, ეს კი სანა ჩემი კლასელი.
ბექიონი:სასიამოვნოა.
სანა:ჩემთვისაც,ლის ესენი სად წავიღო?
-ქვევით ჩავიტანოთ.

-ამას რატომ აკეთებ?
-რას?
-რატომ მეხმარები? გეცოდები?
-შესაცოდებელი არაფერი გჭირს, უბრალოდ კლასელები ვართ და მთელი ცხოვრება ერთმანეთის სიძულვილში არ უნდა გავატაროთ, დამრიგებელს ვეტყვი რაც მოხდა და შეგილია გაცდენებზე არ
იდარდო
-მადლობა მშობლებსაც დავარეკინებ თუ მოიცლიან ჩემთვის.
-კარგი წავედი მე და თუ რამეა დამირეკე!
-მადლობა სანა...
-არაფრის
სახლიდან გამოვედი ყურსასმენები გავიკეთე და სახლში წავედი.
-მოვედიი!!!
ჯიმინი:სად ბრძანდებოდი?
-ლისასთან
-მაიცა მაიცა რა? ვერ გავიგე?
-დაგიმარცვლო?
-მართლა მაგასთან იყავი?
-კი
-რა გინდოდა მაგასთან?
-ერთი კვირაა სკოლაში არ იყო და ვიფიქრე რამე ხო არ მოხდა თქო და თურმე ძმა ყოლია ცუდად.
-ოოო მერე?
-მივედი დავეხმარე რაღაცეები მივუტანე და წამოვედი.
-სანა თავი რამეს ხო არ მიარტყი ზედმეტად კეთილი ხარ დღეს!
-კი მივარტყი! წავედი მეძინება.
შხაპი ვიმიღე და დავწექი ტელეფონმა დამირეკა უცნობი ნომერი
-დიახ?
-სანა ლისა ვარ...
-გისმენ, მოხდა რამე?
-არა თხოვნა მაქ მშობლები ხვალ ჩამოდიან და რაღაც უნდა დავახვედრო შეგიძლია დილით ბექიონთან დარჩე ერთი გადახვევა დასჭირდება და მერე წადი.
-კი რათქმაუნდა იცოდე კაი რაღაცეები უთახრი ჩემზე სიმპატიური ძმა გყავს!
-ვაიმე მიშველეთ,კაი ვეტყვი რო მგელი ხარ ცხვრის ტყავში!
-ხო აბა რა ღამე მშვიდობისა!
-შენც!
დღეს სკოლაში არ წავსულვარ ლისას თხოვნის გამო, მისი სახლიდან გასვლა სკოლის პერიოდს უწევს ამიტომაც ერთი დღე არაფერი არ მოხდება, ლისამ პირველისთვის დამიბარა თერთმეტზე ავდექი გამოვეწყე და ლისასთან წავედი დროზე ადრე მივედი.
-ოო ნახევარი საათით ადრე მოხვედი.
-უიი ვერც კი შევამჩნიე.
-თუ ჩემ ძმასთან დიდი ხანი გინდა ყოფნა?
-არის მაგ წინადადებაში რაღაც სიმართლე ხო იცი!
ორივეს სიცილი აგვიტყდა
-კაი წავედი მე, 2ზე ახალი გადახვევა სჭირდება სპირტით დაუმიშავე და გეტყვის მოკლედ თვითონ
-კაი კარგად
ლისა სახლიდან გავიდა შემოსასვლელში მყოფ სარკეში თავი მოვიწესრიგე და ბექიონთან ავედი კარზე დავაკაკუნე.
-შეიძლება?
-კი მოდი!
-ლისა წავიდა,რამე ხო არ გინდა?
-არა მადლობა
-ბოდიში ზედმეტ ინტერეს რო ვიჩენ მარა როგორ მოახერხე ეს?
-როგორც ყველა დანარჩენი ახერხებს
-ვერ მივხვდი
-გამშველებელს ბევრი ხვდებაო გსმენია?
-კი
-ხოდა აი მომხვდა.
-გასაგებია.
ბექიონს მივაშტერტი და თვალს ვერ ვაცილებდი როგორ შეილება ადამიანი ესეთი სიმპატიური სექსუალური და საყვარელი იყოს ამიხსენით ვინმემ?
-მოხდა რამე?
-ჰა რა?
-რატო მომაშტერდი?
-ვინ მოგაშტერდა მეეე??? არააა!!
-კარგი_ბექიონს ჩაეღიმა და ტელეფონში გააგრძელა ძრომიალი მეც მას მივბაძე და ჩემთვის ვათვალიერებდი სოც ქსელებს.
-უი ორი ხდება!
ქვევით ჩავედი საჭირო ნივთები ამოვიტანე და გადახვევა დავიწყე
-იცოდე პირველად ვშვები ესეთ რაღაცას და დამეხმარე
-კარგი.
ბინტის გახსნა დავიწყე.
-ჯერ უნდა მომხსნა ეს
-ა უი მოიცა.
ბინტი მოვხსენი და სპირტით დამუშავება დავიწყე ჭრილობასთან დავიხარე და თან ვუბერავდი რომ ძაან არ სტკენოდა, წამლიანი საფენი დავადე და გადახვევა უნდა დამეწყო,ა ხო ჭრილობა მუცლის მარჯვენა არეში ქონდა
-უნდა ადგე ისე ვერ ვიზავ!
-კარგი
ძლივს ძლივობით წამოზლაზუნდა და შეხვევა დავიწყე მის გარშემო კრუგებს ვარტყავდი რომ შემეხვია
-ჯერ კი არ მოვკმდარვარ კრუგებს რო მირტყავ!
-აბა სხვანაირად როგორ ვქნა?
-არა არა გააგრძელე ძაან სასაცილოდ დარბიხარ.
ბოლო დახვევაზე კრუგი აღარ დავარტყი და ბექიონთან ახლოს მივედი რომ ბინტი ერთი ხელდიან მეორეში გადამეტანა და ისე მოხდა რომ ეს ყველაფერი ჩახუტებას გავდა
შეხვევას მოვრჩი და ბექიონს დაწოლაში დავეხმარე.
-რამე არ გინდა?
-კი ფორთოხლის წვენი.
ქვევით ჩავედი წვენი დავასხი საწრუპი ავიღე და ბექიონს ავუტანე.
-ინებეთ
-გმადლობ.
ტელეფონმა დამირეკა ბექიონს ბოდიში მოვუხადე და გარეთ გამოვედი.
-გისმენ თეჰიონ
-სად ხარ?გადავთხარე ნახევარი რაიონი და არავინ იცის სად ხარ!
-რა გინდა?
-რატო არ იყავი სკოლაში?
-საქმე მქონდა
-სად ხარ?
-ლისასთან
-ბატონო??
-თეჰიონ მისი ძმა ცუდადაა და ვეხმარები რა გინდა?
-არა არა ბექიონთან როგორ დაგტოვა მარტო!
-რა იყო?
-ზედმეტად მიმზიდველია რო შეგიყვარდეს? შარში გაყოფ თავს
-შენ ხო არ გაუბერე? დამანებე თავი არ მცალია.
გავუთიშე და უკან ოთახში შევბრუნდი.

15 страница2 мая 2026, 01:43

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!