თავი 13
სახლიდან გამოვიქეცი და ბავშვობის უსაყვარლეს პარკში გავიქეცი გამიმართალ რომ სიცივის გამო გარეთ არავინ იყო და წყნარად შემეძლი ტირილი,სკამზე ჩამოვჯექი და ცხარე ცრემლები გადმოვყარე ვწყევლიდი იმ დღეს როდესაც ბებიასთან წასვლა გადავწყვიტეთ მამა კი დათვრა, ვწეყვლი იმ მომენტს როდესაც ინიციატივა გამოვიჩინე და საჭესთან დავჯექი,რატომ?რატომ არ დავუჯერეთ ჯიმინს ღმერთო რატომ?!
*2 years ago*
ზამთრის მორიგი დღე თოვლი,წვიმა, ოჯახმა დედის წინაპრებთან წასვლა გადავწყვიტეთ მათი სახლი აქვეა სადღაც ერთი კვარტალით ზევით,ჯიმინი მაჩქარებს ქურთუკს ვიცვამ და გარეთ გამოვდივარ.
მხურვალე წინასაახალწლო ვახშამის შემდეგ ბებიის სახლს ვტოვებთ.
დედა:საჭესთან ვინ დაჯდება?
მამა:მე ვერა მთვრალი ვარ, ჯიმინ?
-მეც მთვრალი ვარ უმჯობესია ტაქსი გამოვიძახოთ და მანქანა ხვალ წავიყვანოთ.
მამა:არა,სანა მამი ხომ გასწავლე ტარება?
-მა იქნებ არ ღირს გარისკვა..
-არა დაჯე მიდი!
დედა:სეჯუნ(მამა)!!
-ჯისო(დედა) დაწყნარდი,სანა დაჯექი!
მანქანაში ვჯდები ღვედს ვიკეთებ და მანქანას ვქოქავ თან გვერდით მჯდომი მამა მითითებებს მაძლევს (მამა ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ის ერთადერთი ოჯახის წევრია რომელსაც ჩემი დაბადება გაუხარდა,დედასთვის ჩემი დაბადება შეურაწყოფელი იყო რადგან კორეულ ოჯახებში ძირითადად მამრობითი სქესის ბავშვი არის მოთხოვნადი, ჯიმინს საერთოდ არ აწყობდა არც და,არც ძმა, რადგან შემდგომ მისი ყურადღების ცენტრში ყოფნა შემცირდებოდა და მამა, ერთადერთი ადამიანი რომელსაც არაფერი აინტერესებდა, მისთვის ქალიშვილი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, ბავშვობაში ჩემს მიმართ სიყვარულს მხოლოდ მამა გამოხატავდა,ჯიმინს 4 წლამდე ჩაგვრაში და შეურაწყოფაში ვყავდი,მაგრამ მე ის მაინც მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება, ის ჩემი უფროსი ძმა არის რომელიც ჩემთვის მისაბაძი ადამიანია,დედა....დედას რაც შეეხება მასაც ალბათ გულის სიღრმეში ვუყვარვარ მაგრამ ამას ვერ ან არ გამოხატავს არაუშავს მესმის, რომ არ ვიყავი სასურველი შვილი მაგრამ რას ვიზავთ ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს მომავალს და ბედს)
მამას თვალებში შევხედე და მისი მხრიდან ნდობა ვიგრძენი მანქანა დავქოქე და სახლისაკენ წავედით ნისლი,მოყინული გზა,ამასთან ერთად ჩემი გამოუცდელობა და შიში, გზაჯვარედინს მივუახლოვდით და აი ჩვენი გასვლის დროც დადგა მანქანა დავძარი და უცბად შეჯახება,შუქი, გონების დაკარგვა.....რამოდენიმე საათში პალატაში ვიღვიძებ თავზე დედა მადგას რომელიც ტირის
სანა:მამა...მამა სადაა??
ამის გაგონებაზე დედა უფრო მწარედ იწყებს ტირილს და პალატიდან გადის 5 წუთიანი ფიქრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით ჯიმინი მირღვევს ყველა ჯაჭვს რომელიც მოვლენებზე ავაწყე გონებაში
ჯიმინი:როგორ ხარ?
მე:მამა სადაა??
-...
-ჯიმინ ნუ ხარ ჩუმად მამა სადაა??
-ადგილზევე გარდაიცვალა..
ამის გაგონებას მერჩივნა თვალები სამუდამოდ დამეხუჭა და არასდროს აღარ გამეხილა ტირილს ვიწყებ
-ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია.
-შენ რა შუაში ხარ?!
-არ უნდა დავმჯდარიყავი არაა!!
-სანა დაწყნარდი არავინ იცოდა რომ ესე მოხდებოდა მითუმეტეს რომ სხვა მანქანა დაგვეჯახა შენ არაფერ შუაში არა ხარ!
-ჩემი ბრალია...
ჩვენს "ოჯახურ"ლაპარაკს პოლიციელი წყვეტს
-უკაცრავად,კარგი ამბავი მაქ მეორე ავტომობილის მფლობელი დაკავებულია ამიტომაც სანერვიულო არაფერი გაქვთ თქვენი დანაშაული ამაში არ იყო საჭესთან მამა ბრძანდებოდა ჰო?
მე:არა რა მა..
ჯიმინი:დიახ!_მაწყვეტინებს ჯიმინი ოფიცერი კი პალატას ტოვებს.
-რატომ მოატყუე?!
-ასე უმჯობესია შეიძლება პრობლემები შეგქმნოდა! არასრულწლოვანი ხარ და საჭესთან იჯექი
-დავიჯერო არ ნახეს ვინ სად იჯდა?
-არ უნახიათ სასწრაფო მათზე ადრე მოვიდა და თქვეს რომ არაფერს იტყოდნენ!
-დამტოვე...
ჯიმინი უსიტყვოდ გავიდა პალატიდან მე კი ისევ ვფიქრობდი მომხდარზე.
რა მოხდებოდა თუკი საჭესთან მამა დაჯდებოდა? და მამას ადგილას მე ვიქნებოდი? მოასწრებდა თუ არა დამუხრუჭებას და ახლა გლოვაში კი არა სიხარულში ვიქნებოდით რომ ყველანი გადავრჩით,ან იქნებ მე აღარ ვიქნებოდი...) რატომ გავიხსენე ახლა ეს?
ან საერთოდ ამ პარკში რატო მოვედი? რატო ვარ ასეთი სულელი? სახლში მინდა....სახლში რომელიც შტატებშია, მეგობრებთან მინდა რომლებიც მეორე ოჯახივით მყავდა...უფრო და უფრო ვუმატე ტირილს, გარეთ საშინლად ციოდა მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სიცივესთან შედარებით რომელსაც გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რამოდენიმე წამში ჩემს სხეულს თბილი მოსაცმელი ეხება ზევით ვიხედები და მას ვხედავ..
