2/?
დედაშენის გაბრაზებულ სახეს შეხედე და ნაგვით სავსე ბოლო პარკი დადე შესასვლელში, რომ წასვლისას წაგეღო.
–არც კი ვიცი რა გითხრა– გაიგე დედაშენის ხმა და ამოიოხრე. იმის მერე, რაც თეჰიონთან და სხვა მეგობრებთან შერცხვი და მათი გაყრა მოგიწია, ჩხუბის თავი ნამდვილად არ გქონდა, თუმცა დედაშენთან საშინლად გრცხვენოდა იმ სცენის შემდეგ, რომელიც მას დახვდა სახლში დაბრუნებისას.
–რამდენჯერაც არ უნდა მოგიბოდიშო შენზე ეს არ იმოქმედებს არა?– მის გვერდით ჩამოჯექი.
–შ/ს სერიოზულად მეკითხები?! შენ ვიღაც ბიჭს კოცნიდი ამდენი ხალხის წინ, თანაც წვეულება ჩემს დაუკითხავად მოაწყე.
ყველაზე მეტად ის ფაქტი გახარებს, რომ დედაშენმა შენი ხელი ვერ შეამჩნია თეჰიონის შარვალში, რადგან კარებიდან მხოლოდ თეჰიონის ზურგი და შენი თავის რაღაც ნაწილი ჩანდა.
—იმედი მაქვს თავს იცავთ მაინც.-წამოიძახა უცებ დედაშენმა, შენ კი შეკრთი და თვალები გააფართოვე-ჯერ მთელი კარიერა გაქვს წინ.-წამოდგა და ხელები მხრებზე დაგადო.
—ღმერთო დედა, მე მასთან არ ვწევარ—ხელები სახეზე დაიდე და დაღლილი თვალები რამდენჯერმე დაახამხამე - ეს უბრალოდ თამაში იყო.-ეცადე ის დაგემშვიდებინა, თუმცა ეს თავის დამშვიდებას უფრო ჰგავდა.
-მაპატიე ყველაფრისთვის, მაგრამ უნდა წავიდე, ხვალ დილით ლექცია მაქვს.-დედაშენს ლოყაზე აკოცე და პარკი აიღე.
-თავი დაიცავით-მოგაყვირა დედაშენმა, როდესაც კარებში
გადიოდი, შენ კი უბრალოდ თვალები გადაატრიალე.
* * *
-მეგონა ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდი-გაუგე ხმა ზურგიდან, როდესაც საერთო საცხოვრებლის ბნელ ოთახში შეხვედი იმედით, რომ შ/მ-ს ეძინა და შენც ლაპარაკის გარეშე მშვიდად დაწვებოდი დასაძინებლად.
–ჯანდაბა შემაშინე–თქვი და შ/მ-ს შეხედე, რომელიც თავის საწოლზე იწვა. ცოტათი ანერვიულებული და უცნაური თვალებით გიყურებდა.
–კარგად ხარ?– შენსკენ წამოვიდა.
–თუ ამას კარგად ყოფნა ქვია... არ მჯერა რომ დედაჩემმა ეს დაინახა – მოსაცმელი გაიხადე და საწოლისკენ წახვედი.
–ამას არ ვგულისხმობ, თეჰიონზე ვამბობ, ეს ნამდვილად შენ იყავი? მეგონა პირველი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდი– ცოტათი ირონიით, თუმცა კმაყოფილებით შემოგხედა და შენს საწოლზე ჩანოჯდა. შენ კი პირი დააღე რომ გეპასუხა.
– არა. ახლა არ თქვა, რომ ეს მხოლოდ სურვილის გამო გააკეთე.
– მოდი ამაზე გვიან ვისაუბროთ ძილი მინდა –თქვი და საწოლზე დაეგდე, რადგან არ გქონდა ახლა ამაზე საუბრის თავი.
–მგონი შენშიც ცოცხლობს ძუკნა შ/ს. რა თქმა უნდა სულ ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა მეგონა ეს მხოლოდ ჩვენს შორის იყო.
– როგორც ჩანს ცდებოდი. – გაიცინე და ეცადე ძილით მთელი დღის დაღლილობა და დაძაბულობა მოგეხსნა, თუმცა ერთი საათი მხოლოდ იმის გახსენებაში იყავი რაც რანდებიმე საათის წინ მოხდა.
* * *
აუდიტორიაში შეხვედი, ბოლო რიგში დაჯექი და თავზე ქუდი დაიხურე, შავი პირბადე გაისწორე, რომ თეჰიონს არ შეემჩნიე, როდესაც შემოვიდოდა.
ახლა ერთადერთი რაც გინდოდა აქედან შორს ყოფნა იყო, რადგან გეგონა აუდიტორიაში მყოფი ყველა ადამიანი შენს გუშინდელ საქციელზე საუბრობდა.
სასაცილოა ის ფაქტი, რომ დღეს პირველივე ლექცია თეჰიონთან ერთად გაქვს.
რა არის ეს თუ არა ბედის ირონია?!
–კარგად ხარ?– გაიგე ყურთან ბოხი, ახასგაღვიძებული ხმა და შეშინებული გაიხედე უკან.
"ოღონდ ის არ იყოს, ღმერთო გთხოვ...ოღონდ თეჰიონი არა" – ერთადერთი იყო რაც ტვინში გიტრიალებდა, თუმცა იმედები გაგიცრუვდა, როდესაც ხმის პატრონისკენ გაიხედე.
-ამმ...კკი- თეჰიონს გახედე, რომელიც შენს გვერდით სკამზე ჩამოჯდა, შენ კი თვალი აარიდე და წინ დაფას შეხედე.
-მეგონა გუშინ დედაშენის რისხვას ვერ გადაურჩებოდი.-თქვა ცოტაოდენი ირონიით, თუმცა თბილი ღიმილით დაგაჯილდოვა, რაზეც გულმა ძგერა ისე მკვეთრად აუჩქარა, რომ შეგეშინდა გარშემომყოფებს არ გაეგოთ მისი ხმა, მით უმეტეს თეჰიონს.
–როგორც ხედავ გადავურჩი.– თქვი და უხერხულად გაიცინე, გუშინდელის მერე გინდოდა სადმე დამალულიყავი. თეჰიონისგან შორს. ძალიან შორს.
-უბრალოდ მას ასე ადრე არ ველოდი.-თქვი და გუშინდელი საღამო გაგახსენდა, როგორ გესმოდა მისი ჩუმი კვნესა ყურთან, როგორი ცხელი იყო მისი ენა და მისი კანის გემო, რომელსაც ენაზე ჯერ კიდევ გრძნობ.
ამ ყველაფრის გახსენებაზე გაწითლდი და ეცადე სიმშვიდე შეგენარჩუნებინა.
–სიმართლე გითხრა,-გაიგე მისი ხმა და მის ტუჩებს შეხედე–ის რაც გუშინ მოხდა, უცნაური იყო.-თქვა და უფრო ახლოს მოიწია. შენ კი შეკრთი და იგრძენი როგორ გაგიოფლიანდა ხელისგულები, რადგან ხვდებოდი საუბარი რისკენაც მიყავდა.-და დაუმთავრებელი...
-რ...რას გულისხმობ?- თითქოს სუნთქვაც შეწყვიტე ნერვიულობისგან.
-იმას, რომ უნდა დაამთავრო ის, რაც დაიწყე.-ყურში ჩაგჩურჩულა და სველი კოცნა დაგიტოვა ყურის ქვევით, რაზეც მთელს ტანში ჟრუანტელმა დაგიარა.
-თქვენი ადგილები დაიკავეთ-გაიგე ლექტორის ხმა და ფეხზე წამოდექი, რადგან ჰაერი გესაჭიროებოდა.
-მაპატიეთ სონბე*, თავს ცუდად ვგრძნობ-ხელი ჩანთას დასტაცე და უკანმოუხედავად გამოვარდი იქიდან.
* * *
-ჯანდაბა-თქვი და ჩანთა საწოლზე დააგდე. გახშირებული სუნთქვის დარეგულირება სცადე და საწოლზე დაეგდე.
-თვალებში როგორ ჩავხედო...მან რა ეს ზერიოზულად მითხრა?-საწოლიდან წამოხტი და თმა უკან გადაიწიე.
-არა, არა- წინ და უკან სიარული დაიწყე, როდესაც ტელეფონზე შ/მ-ს მესიჯი მოგივიდა:
"კარგად ხარ? დაგინახე, როგორ მირბოდი საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტიდან..."
შ/მ-ს მიწერე რომ მერე მოუყვებოდი და ამჯობინე შხაპი მიგეღო, რომ გამოფხიზლებულიყავი.
ცხელი წყლის ქვეშ დადექი და იმდენად გაერთე, რომ როდესაც გამოხვედი პირსახოცში შეხვეული, ოთახში შ/მ და ჰოსოკი დაინახე, რომლებსაც როგორც ჩანს პირველი ლექცია უკვე დაუმთავრდათ.
–ჰეი კარგად ხარ?–თქვა შ/მ-მ ნერვიული ხმით და შენკენ წამოვიდა. ხელები სველ თმაში შეგიცურა და სახეზე შემოგხედა.
–ნუ დარდობ კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა თავი ამტკივდა.–იცრუე, რადგან ჰოსოკის წინ არ აპირებდი იმის მოყოლას, თუ როგორ შერცხვი მისი ძმაკაცის სიტყვების გამო.
–ვაუ შ/ს გუშინდელის მერე რატომ არ აგტკივდება–გაიგე ჰოსოკის სიცილი და აწითლებული ლოყების დასამალად თავი დახარე.
-გამოსაცვლელ ოთახში შევალ- ჩაახველე და ზურგიდან გაიგე, როგორ ეჩხუბა შ/მ ჰოსოკს მისი გრძელი ენის გამო.
* * *
-მეძინება-თქვა ჰოსოკმა, როდესაც ფილმი ნახევარი საათის დაწყებული იყო და თვალები მოჭუდა.
გინდოდა წასულიყავი და დაგეძინე, რათა წყვილისთვის ხელი არ შეგეშალა, თუმცა მათ დაიჟინეს, რომ მათთან ერთად გეყურებინა ფილმისთვის.
ჰოსოკი ფეხზე წამოდგა და გაიზმორა, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
-ჩემს გარეშე დაამთავრეთ, თეჰიონს უნდა შევხვდე-თქვა და შ/მ-ს ტუჩებში აკოცა, შენ კი თეჰიონის სახელის ხსენებაზე გული აგიჩქარდა და ერთ ადგილს მიაშტერდი.
–დროებით–დაგემშვიდობა ჰოსოკი თვალის ჩაკვრით, შენ კი გაუღიმე.
შ/მ-მ ჰოსოკი გააცილა და უთხრა ფრთხილად ყოფილიყო, რომ დაცვას არ ენახა და უკან დაბრუნდა.
–რადგან დღეს პარასკევია, ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ თეჰიონის აგარაკზე წავიდეთ ხვალ და კვირას ჩამოვიდეთ.-შ/მ გვერდით მოგიჯდა იატაკზე– შენს გარეშე არ წავალ!–თქვა, რადგან შენი პასუხი უკვე იცოდა.
–არ შემიძლია–თქვი და ამოიოხრე–არ მინდა თეჰიონის ნახვა.
–მასთან ადრე თუ გვიან მოგიწევს ამ თემაზე საუბარი– შ/მ-მ ხელები მოგხვია და თბილად გაკოცა ლოყაზე.
ტუჩი მოიკვნიტე და პატარაზე გაიღიმე, რადგან რა თქმა უნდა გინდოდა თეჰიონის ნახვა, თუმცა ნერვიულობდი. ძალიან ნერვიულობდი.
-უნდა დავფიქრდე.
სონბე - მასწავლებელი, ლექტორი.
შ/ს - შენი სახელი;
შ/მ - შენი მეგობარი.
ცოტა უაზრო თავია, თუმცა შემდეგი თავი უფრო საინტერესო იქნება. მადლობა რომ კითხულობთ 💜
