აღიარება
- სახელი, გვარი
- ჯიმინი.
-მთლიანი სახელი და გვარი გკითხე ნაბიჭვარო
-პაკ ჯიმინ
-მგონი გასაგებია რის გამოც ხარ აქ, თუ შენი სახიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ სიტუაციაშიც გაგარკვიეს, არ მესმის შენნაირი სულელი ბავშვების, ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭი ხარ, როგორ მიეცი უფლება ასე ეცემე მათ, ცუდია, ახლა როცა სხვა გზა არ გაქ, ფიქრობ, რომ ნეტავ თავიდანვე დათანხმებულიყავი შემოთავაზებას, ახლა კი როცა აქ ხარ, მომავალში კიდე უფრო ბევრს ინანებ, იმასაც კი რომ გაჩნდი, ყველაზე მეტად იცი რას?
ჯიმინი ხმას არ იღებს, შიშიგან ცახცახებს, თუმცა იცის ეს უარესია. ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და შეშინებული ამბობს.
- რას? - თან სისხლიანი ნერწყვი მოადგა ენაზე, ცდილობს გადაყლაპოს და ეს საზიზღარი შეგრძნება კიდევ უფრო ცუდათ ხდის.
- ინანებ, რომ არასწორ ადგილას, არასწორს დროს უბრალოდ სუნთქავდი, ამ შემთხვევაში კი აღმოჩნდი, თავს ნუ დაიდანაშაულებ, სამყარო ასეთია, ბევრი უსამართლობაა ირგვლივ, ამიტომ შენ პირველი არ ხარ, შემიძლია შემოგთავაზო რომ თავი ამით დაიმშვიდო, იქ შენნაირს ბევრს გაიცნობ, ვერ გეტყვი რომ ბედნიერებისგან იქიდან გამოსვლა აღარ უნდათ და ყველაფერი მათ საკეთილდღეოდაა თუმცა მოსაფერებლად არაა ეს ადგილი შექმნილი, ,, იცინის'' კარგი, კარგი, ნუ ხარ ასეთი შეშინებული, ერთ ცხოვრებისეულ რჩევას მოგცემ, არ იდარდო იმაზე რასაც ვერ შეცვლი, როგორი რთულიც და გაუსაძლისიც არ უნდა იყოს, მხოლოდ 8 წელი, თუმცა ამის შემდეგ რა მოხდება ვერც იმას გეტყვი, საბოლოოდ ამ საბუთზე გაქ ხელი მოსაწერი.
- პროკურორო, თქვენ მეუბნებით რომ ამ უსამართლობისგან თავი იმით დავიმშვიდო რომ ასეთი ბევრია, რომ სხვისი უბედურება ჩემი უბედურების გასაწყალებლად გამოვიყენო?
- ჯიმინ, რატომ სვავ ბავშურ კითხვებს, ჯერ ასე არავისთან მისაუბრია, მადლობა თქვი, მე გეუბნები რომ სხვა გზა არ არსებობს, ახლა კი ხელი მოაწერე და შენ სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდები.
ჯიმინმა კანკალიათ მოკიდა ხელი კალამს, ფურცელი თავისკენ მოწია თუმცა ხელი ვერ დაადო მის გასაჩერებლად, რომელიც პრიალა მაგიდაზე სრიალებდა. პროკურორმა სალფეტკი ამოიღო და ჯიმინს მიაწოდა, რომ სისხლიანი ხელი გაეწმინდა, როგორც იქნა გადაფლეთილ თითებს შორის მოაქცია ჯიმინმა კალამი და საბოლოოდ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელისგანაც ახლა ვერავინ იხსნიდა, ეს მისი ბოლო იძულებითი გადაწყვეტილებაა, ახლა ის ახალ საცხოვრებელში მიდის.
***
-სახელი და გვარი?
- შუგა
-სახელი და გვარი გკითხე, არა ის ვინ როგორ გიცნობს.
- რამოდენიმე კვირაა ამ სირობებს ავსებთ და კიდე მე მეკითხებით გვარს, ეს თქვენი სიმკაცრის ნაწილია თუ ამნეზიის?
- ცუდი ბიჭი ხარ იუნგი, მაგრამ ამავე დროს შენს საქციელს გამართლება არ აქვს, აღიარებით ჩვენებას დათანხმდი ახლა კი ლაპარაკზე უარს ამბობ.
- უაზრო კითხვების გამო ვბრაზდები, დიახ მომეცით ეგ დაწყევლილი ფურცელი და უბრალოდ გამიშვით.
- მინ იუნგი, ანუ თქვენ პროკურორის წინაშე ამბობთ, რომ მონაწილე ხართ 4 ადამიანის მკვლელობაში?
- კი ასეა, მომეცით ეს ფურცლები ბოლობოლო.
- ფურცელი თქვენია ვერავინ წაგართმევთ მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველა თქვენი თანამძრახველის ვინაობა გვითხრათ.
- ბატონო პროკურორო, როცა ჩემს დასაჭერად გამოგზავნეს, რა გითხრეს ვინააო, ვიღაც მშიშარა ნაბიჭვარი? რომელიც სხვების უკან იმალება?
- თუ ჩვენებას არ მოგვცემთ სასჯელი უვადო იქნება, თუ გადაწყვიტავთ ჩვენთან ითანამშრომლოთ შიძლება რაღაცეები შეცვალოს.
- რა უნდა შეიცვალოს, 3 წელი? იქნებ 5? კარგი 10... რამდენს უნდა მოაკლდეს ეს წლები? 50? თუ 60? რატომ მევაჭრებით პროკურორო მომეცით ეგ ფურცელი.
- არ გესმის შუგა უფროსების, კარგი სხვანაირად ვცადოთ, თუ ჩვენთან ითანამშრომლებთ შეღავათი იქნება, თუ არა ყველაფერი შეგვიძლია 3 თვეში დავასრულოთ ან 2ში ვინ იცის იქნებ 1 თვეც არ დასჭირდეს შენი ელექტრო სკამზე მიბმას?
- უყურე, პორკურორო რა მალე ცვლით თქვენს გადაწყვეტილებას, ასე მარტივად დარბიხართ სხვის სიტყვებზე? მე უფრო თავდაჯერებული და ამაყის მეგონეთ...
- იუნგი შენი დედაც,
პროკურორმა ტელეფონზე დარეკა საიდანაც 2 იუნგიზე მაღლები და მსუქანი კაცები შემოვიდნენ.
- გაათრიეთ და ძველების დამტვრევამდე ცემეთ.
სულაც არ ყოფილა ეს ჩაბნელებული ოთახი საშიში, თუმცა ნამდვილად ეტყობოდა რამდენი ადამიანი გაუწირიათ აქ.
იუნგი: მუშტების საქნევად მოვედით აქ?
იცინის და ამ დროს მაღალმა მახინჯმა იუნგის ძლიერად დაარტყა,ინერციით თავი იმხელაზე გაწია კინაღამ კისერი მოტყდა, მაგრამ არ დაცემულა, ბარბაცით ისევ ფეხზე დგას,
- ორი ერთის წინააღმდეგ? გამიხსენით ბორკილები და შედარებით სამართლიანად ვიჩხუბოთ.
ახლა უკვე მეორე შედარებით დაბალმა და მსუქანმა დაარტა იუნგის რომელიც მთელი ძალით უკან გადავარდა. ცალ იდაყვს დაეყრდნო, თავი წამოწია.
ახლა უკვე ორივე მივარდა იუნგის და წიხლებს ურტყავენ, ნეკნებში, სახეში, ფეხებში. დასისხლიანებული იუნგი მხარზე გადაიკიდა ერთმა და ოთახიდან გაიყვანა.
პროკურორი: რა ქნა? რამე თქვა?
- არა, ვერ ლაპარაკობს კარგად გავუსწორდით,
პროკურორი: კარგი, ვაცადოთ სადამდე იქნება ამაყად.
ამ დროს განყოფილების უფროსი შემოდის,
- სადაა ის შავთმიანი ბიჭი?
პროკურორი: უგონოდ გდია ოთახში, არაფრის თქმას არ აპირებს,
- კარგით, ბევრი დრო არ არის, ხვალ მანქანა ციხისკენ მიდის, კიდევ ერთი დამნაშავე უნდა წაიყვანოს, ამ ნაბიჭვრის გამო ვერ გადავდებთ ამას, წავიყვანოთ და იფიქროს ჩვენებაზე, ამისთვის მთელი ცხოვრება აქ წინ.
პროკურორი: როგორც იტყვით,
- ჰომ არაფერს ვკარგავთ, მაინც ახალია იქაც არ დააკლებენ ჭკუის სწავლას, ორივეს ტანსაცმელი გამზადებულია, დაბანეთ, მათი დახეული ტანსაცმელი გადაყარეთ და ხვალ ჩააცვით.
პროკურორი: ყველაფერი გასაგებია.
მეორე დილა გათენდა, იუნგი თვალებს ძლივს ახელს, კიდევ კარგი ბევრი არ მოხვედრია სახეში. გვერდებში წვას გრძნობს, როცა მას ვიღაც მიათრევს.
იუნგი: სად მივდივართ?
- უნდა იბანაო, ციხეში გადაყავხარ.
საშინელი აბაზანა, რომელიც გაურკვეველი სუნით ყარდა, შევიდა იუნგი და ფიქრობს, არაფერს ნანობს, მზადაა მის საქციელზე პასუხიც აგოს, ეს ყველაფერი ჰობის გამო, მის გამო ყველაფერს ჩაიდენდა, ამჯერადაც სანანებელი არაფერი აქვს.
ჯიმინი უკვე გამოდის აბაზანიდან, როცა გაურკვეველი პიროვნება ხვდება კარებთან,
- ეს შენი ტანსაცმელია ჩაიცვი
კანკალით გამოართვა სერი დიდი ზომის ტანსაცმელი და ჩაიცვა, ისევ ვიღაც დაბალი მორბის და ჯიმინს ეძახის.
- ეი, ქერა ბიჭო, მანქანა საუკუნოდ არ დაგელოდება, იჩქარე.
ჯიმინიც მიყვება ნელი ნაბიჯებით კაცს, რომელსაც პირველად ხედავს და იმედი აქ მეორედ ვერც ნახავს. მანქანისკენ მიდის, იქ შავთმიანი ახალგაზრდა ხვდება, რომელიც იმის ნაცვლად რომ შეწუხებული იყოს, თუნდაც ტიროდეს ძინავს. ჯიმინმა ფეხზე ხელი მოკიდა და ბიჭი შეარხია,
ჯიმინი: გაიღვიძე.
