თავი 1
დილა 06:30
გავიღვიძე იმის გამო რომ რაღაცა გაუჩერებლივ მიყვიროდა ყურში. თვალები გავახილე და მივაგენი ამ მომაბეზრებელ ზარს რომელიც ჩემი მობილურიდან გამოდიოდა. რამოდენიმე წუთი საწოლში კოტრიალის შემდეგ ავდექი და შევედი სააბაზანოში, როგორ ძალიანაც არ მინდოდა ახლა კვლავ დავბრუნებულვიყავი ჩემს თბილ საწოლში და გადამება კიდევ 5 საათიანი ძილი, ამის ფუფუნება არ მქონდა. სკოლა ჩემს გამო გაკვეთილებს არ გააუქმებდა. აბაზანაში წყლის გადავლების შემდეგ და წყლის პროცედურების ჩატარების შემდეგ, კვლვ დავბრუნდი ოთახში. ავიღე ჩემი სასკოლო ფორმა რომელიც შედგებოდა, თეთრი პერანგისაგან და შავი ბოლოკბისგან, ასეთივე შავი პიჯაკისგან სკოლის ემბლემით და ჩემი სახელითა და გვარით კორეულ ენაზე. დავივარცხნე თმა და გავიკეთე სუპერ მეგა მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟი ჩავალაგე ჩანთა და ჩავედი ქვემოთ საუზმის მოსამზადებლად.
სამზარეულოში შესვლის შემდეგ დავინახე დედა, რომელიც გაზქურასთან რაღაცას ამზადებდა პარალელურად ჩემთვის უცნობ მელოდიას ღირინებდა.
━ ასე ადრე რატომ ადექი? ექიმმა მგონი გასაგებად გითხრა, რომ დასვენება შენი პირველი წამალია. ━ ვთქვი მე და მივედი დედასთან, რომელიც გულიანათ იცინოდა. გამოვართვი ჩანგალი და გვერძე სკამზე ვანიშნე. ის დამჯერი კნუტივით მოკალათდა სკამზე და ღიმილით მიყურებდა. მე გავაგრძელე ტაფაზე ომლეტის მომზადება, რომელელიც ორი წუთის წინ გამოვგლიჯე დედას.
━ ნუთუ იმის უფლებაც კი არ მაქვს რომ შვილს საუზმე მოვუმზადო? და ხო, ომლეტის მომზადებისგან ჯერ არავინ არ მომკვდარა. ━ გაიცინა გულიანად დედამ. შემდეგ წამოდგა და ლოყაზე მაკოცა ━ რახან თქვენ მოისურვეთ საუზმის კეთება მე ჩემს ოთახში ავალ მის, რათქმაუნდა თქვენის ნებართვით ━ "რევერანსით" მითხა მან და ამ დროს ცოტაც და ჩაბჟირდებოდა
━ რათქმაუნდა მოდმოაზელ ━ მეც რევერანსით ვუპასუხე და შემდეგ ორივემ გულიანათ ჩავიცინეთ
━ სკოლაში არ დააგვიანო ━ მითხრა და ავიდა მეორე სართულზე
საუზმის დამთავრების შემდეგ ავიღე ჩანთა და ფეხზე ჩემი საყვარელი შავი კედები ჩავიცვი, გავიყარე ნაუშნიკები და ჩავრთე ჩემი საყვარელი ფლეილისთი. სახლიდან გასვლის წინ დედა გავაფრთხილე რომ დღეს რეპეტიცია მაქვს და გვიან დავბრუნდები.
4 წლის წინ 15 წლის რომ ვიყავი, დედას დაუდგინეს დიაგნოზი, რომელმაც შეცვალა მთელი ჩვენი ცხოვრება- სიმსიმნე. საქართველოში მას ვერაფერს ვერ შველიდნენ. როდესაც უკვე ყველანაირი იმედი ამოგვეწურა და სიტუაცია უკვე კრიტიკული გახდა, ერთ- ერთ სამედიცინო გადაცემაში გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ სამხრეთ კორეაში დაამზადეს მოწყობილობა, რომელიც სიმსიმნურ უჯრედებს წვავდა, ამისთვის მათ სჭირდებოდათ მოხალისეები, რომლებსაც ჩაუტარებდნენ ამ პროცედურას. ეს რათქმაუნდა კიდევ ერთი რისკი იყო, მაგრამ ან არ ვცდიდით და უბრალოდ დაველოდებოდით ბოლოს, ან ვცდიდით და რაც იქნებოდა, იქნებოდა. კორეაში გადავგზავნეთ წერილი დიაგნოზით და დახმარების თხოვნით. საბედნიეროთ ერთ კვირაში გვიპასუხეს და გვაცნობეს რომ 3 დღეში უკვე უნდა ჩავფრენილიყავით სეულის ონკოლოგიურ კლინიკაში. ერთი წელი საავანდყოფოში ცხოვრების შემდეგ, ერთი წელი ჩუმი ცრემლების შემდეგ, რომელსაც ასე გულდასმით ვმალავდით ერთმანეთისგან მეც და დედაჩემიც, ერთი წელი კოშმარის შემდეგ როგორც იქნა, მზემ ჩვენთანაც გამოანათა.
უკვე ორი წელია დედაჩემი გამოჯანმრთელებისკენ წარმატებით მიიწევს. სიმსიმნური უჯრედები საერთოდ აღარ აღმოაჩნდა ბოლო გამოკვლევის შემდეგ. ამ სამი წლის განმავლობაში ეს იყო საუკეთესო ამბავი. ახლა მას მხოლოდ სამ თვეში ერთხელ მოუწევს ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა, კიდევ ერთ წელიწადში საერთოდ დავივიწყებთ გზას საავადმყოფომდე. სეულში გადმოსვლის შემდეგ კიდევ სხვა პრობლემებსაც წავაწყდი, ენის უცოდინრობის გამო, სკოლაში ერთი კლასით უკან დამსვეს, ამის გამო წელს ვამთავრებ სკოლას, როცა ამ დროს პირველ კურსზე უნდა ვყოფილიყავი. ასევე იყო დიდი პობლემა საცხოვრებელი ადგილი. სამწუხაროდ საავადმყოფო საცხოვრებელს არ გვიფინანსებდა ამიტომაც, რომ ვთქვი ერთი წელი საავადმყოფოში დედასთან ერთად ვცხოვრობდი- მეთქი, პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე. დავიწყე ასევე მუშაობა ორ ადგილზე. სკოლის მერე ეგრევე სამუშაოზე გავრბოდი იმისთვის, რომ რაღაცა მაინც მომეგროვებინა და პატარა ერთ ოთახიანი სახლი მაინც გვექირავებინა. დედაჩემის პალატაში კიდევ ერთი ქალი იწვა, დედაჩემის ტოლა იყო. გადასარევი ქალი იყო და მალე იპოვეს საერთო ენა ერთმანეთთან. ერთ წელიწადში იმდენი რამ გამოიარეს ერთად, 10 წლის მეგობრებიც რომ ვერ გამოივლიდნენ. ისე კარგად დამეგობრდნენ, რომ მისის ბოკჯუმ თავისი მეორე ბინა ჩვენ მოგვყიდა უბრალოდ მინიმალურ ფასში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბინა იყო კანნამიდან 2 კილომეტრში. ფაქტიურად ცენტრში. გამოწერიდან დღემდე მაგ ბინაში ვცხოვრობთ და ყველაზე დიდი ბედნიერება დედასთვის ის არის, რომ მისის ბოკჯუ ჩვენი მეზობელია და ყოველდღე დედაჩემთან საჭორაოდ გადმოდის ხოლმე.
ეს ოთხი წელი ძალიან რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე კარგად მიდის, როგორც არასდროს. დედას კარგი სამსახური აქვს სადაც კარგად უხდიან. მე კარგად ვსწავლობ და ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო დედას ყველაფრით რითიც შემიძლია. სწავლის გარდა, ბოლო 2 წელია ცეკვით ვარ დაკავებული, მაქამდე საქართველოში 6 წელი ვცეკვავდი. ცეკვა და 5 საათიანი ვარჯიში დარბაზში ყოველთვის მეხმარებოდა აზრების დალაგებაში და უბრალოდ ცოტა ხნით რეალობას მოვწყდარიყავი.
ნახევარი საათი ავტობუსში ჯანჯღარის შემდეგ უკვე სკოლაში ვიყავი.
